ბერმელი

თქვენი კეთილდღეობის სალარო

კარიერა

საკრედიტო ოფიცრის ვაკანსია ფოთში

20 ივნისი20 ივლისი

შპს მისო ბერმელი აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ოფიცერის პოზიციაზე ქ. ფოთში

აუცილებელი მოთხოვნები:

  •  უმაღლესი განათლება, სასურველი ფინანსებისა და ეკონომიკის მიმართულებით;
  •  ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო, საკრედიტო ან კორპორაციული ფინანსების სფეროში;
  •  აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა ("Microsoft Word” და " Microsoft Excel”).

 

ძირითადი მოვალეობები:

  •  ბიზნეს, სამომხმარებლო და იპოთეკური სესხების დამუშავება/გაცემა;
  •  პოტენციური მომხმარებლების მოძიება;
  •  არსებული და პოტენციური მომხმარებლებისათვის საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების შეთავაზება;
  •  განაცხადის შევსება და მომხმარებლის შესაბამის პროგრამაში რეგისტრაცია;
  •  მიღებული ინფორმაციის ანალიზი;
  •  სესხის უზრუნველყოფის შეფასება;
  •  დამუშავებული ინფორმაციის კომიტეტზე წარდგენა, გადაწყვეტილების გაცნობა და სესხის გაცემის პროცესის უზრუნველყოფა;
  •  მომხმარებლებთან დაკავშირებული მთლიანი დოკუმენტაციის მოწესრიგება და შენახვა;
  •  გაცემული სესხის მიზნობრიობის შესრულების მეთვალყურეობა და კონტროლი;
  •  მომხმარებლების მიერ გრაფიკის შესაბამისად გადახდების განხორციელების კონტროლი;
  •  ვადაგადაცილებულ სესხებზე მუშაობა და ჯანსაღი პორტფელის შენარჩუნება;
  •  საკრედიტო პორტფელის ზრდასა და ხარისხზე ზრუნვა;
  •  საკრედიტო საქმიანობის დამოუკიდებელი მუდმივი ანალიზი.

 

პიროვნული თვისებები:

  •  ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  •  დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  •  ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული;
  •  გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
  •  პრინციპების დაცვით საქმიანობის წარმართვის უნარი;
  •  პირადი და კომპანიის რესურსების ეფექტიანი განაწილების უნარი;
  •  პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  •  დეტალებზე ორიენტირებულობა;
  •  კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი.

 

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 09:20-14:20 საათამდე, 40 საათაინი სამუშაო კვირა.

 

ანაზღაურება კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად 1250 ლარიდან 1625 ლარამდე.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: hr@bermeli.ge ან დაგვიკავშირდით +995 577 086 631

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სამუშაო ადგილი.

გისურვებთ წარმატებას!