ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

ავტოსესხი ავტომობილის უზრუნველყოფით - რა უნდა იცოდე სესხის აღებამდე? (EN)

ავტოსესხი ავტომობილის უზრუნველყოფით - რა უნდა იცოდე სესხის აღებამდე?

ავტოსესხი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფინანსური პროდუქტია საქართველოში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სწრაფად გჭირდებათ თანხა და გსურთ, რომ საკუთრებაში არსებული ავტომობილი გამოიყენოთ დასაზღვევად. 


ეს სტატია დაგეხმარებათ გაიგოთ, რას ნიშნავს სესხი ავტომობილის უზრუნველყოფით, როგორია მისი პირობები, რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება და როგორ აირიდებთ არასასურველ ვალდებულებებს.

 

რა არის ავტოსესხი?

ავტოსესხი უზრუნველყოფილი სესხია, სადაც ავტომობილი წარმოადგენს გირაოს საგანს, თუმცა, მანქანა თქვენს მფლობელობაში რჩება, იტოვებთ საკუთრების უფლებას და ჩვეულებრივ იყენებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. 

უზრუნველყოფა სესხის გაცემის რისკს ამცირებს, სწორედ ამიტომ სასეხო პირობები მაქსიმალურადაა მორგებული მომხმარებლის საჭიროებებს, მისი უპირატესობებია:

  • უფრო დაბალი პროცენტი;
  • მოქნილი გადახდის სიტემა;
  • სწრაფად დამტიცება.

პროცედურა კი მარტივია:

  • სესხის ასაღებად ფინანსურ ორგანიზაციას უნდა მიაწოდოთ ინფორმაცია თქვენს ავტომობილზე;
  • სესხის გამცემი აფასებს თქვენი მანქანის მდგომარეობას, ასაკს, მარკასა და საბაზრო ღირებულებას. 
  • სესხის ოდენობა დამოკიდებულია ავტომობილის ღირებულებაზე;
  • ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ თანხა სწრაფად ირიცხება თქვენს ანგარიშზე ან გადმოგეცემათ ნაღდი ფულით;
  • თქვენ ყოველთვიური გადახდით ფარავთ როგორც ძირს ასევე პროცენტს. გადახდის პერიოდში ავტომობილით სარგებლობა არ იზღუდება;
  • როდესაც სრულად დაფარავთ სესხს, ავტომობილი საბოლოოდ თავისუფლდება უზრუნველყოფისგან.

როდის არის ავტომობილის უზრუნველყოფა სესხისთვის ეფექტური?

ავტოსესხი განსაკუთრებით ეფექტური და პოპულარულია შემდეგ შემთხვევებში:

  • როდესაც თანხა სწრაფად გჭირდებათ - განაცხადზე პასუხი უმეტესად რამდენიმე საათში მიიღება;
  • როდესაც შედარებით დაბალ საპროცენტო განაკვეთში გსურთ სესხის მიღება - უზრუნველყოფა ამცირებს რისკს და შესაბამისად, პროცენტი დაბალია;
  • როდესაც დიდი რაოდენობის თანხა გჭირდებათ - შესაძლებელია მიიღოთ უფრო მეტი თანხა, ვიდრე უზრუნველყოფის გარეშე სესხის შემთხვევაში.

ბერმელის ავტოსესხის პირობებით, თანხა მერყეობს 1000-დან 200 000 ლარამდე, განაცხადზე პასუხს კი 1 საათში მიიღებთ. ავტომობილის გამოშვების წელი უნდა აღემატებოდეს 2002 წელს, ხოლო სესხის ვადა 1-36 თვემდეა.

როგორ ფასდება მანქანა სესხის აღებისას და რა გავლენა აქვს სესხის თანხაზე?

სესხის აღებისას აუცილებელი ეტაპია ავტომობილის შეფასება. სესხის მოცულობა პირდაპირ არის დამოკიდებული ავტომობილის საბაზრო ღირებულებაზე. შეფასება ხდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  • მანქანის მარკა და მოდელი;
  • გამოშვების წელი;
  • ტექნიკური მდგომარეობა;
  • გარბენი.

როგორც წესი, სესხის მაქსიმალური თანხა შეადგენს ავტომობილის საბაზრო ღირებულების 70-80%-ს. მაგალითად, თუ თქვენი მანქანის ღირებულება შეადგენს 20,000 ლარს, მაქსიმალურად შეძლებთ მიიღოთ 14,000-16,000 ლარის სესხი.

რა რისკის მატარებელია ავტოსესხი?

მანქანის უზრუნველყოფით სესხი შეიძლება იყოს სწრაფი და ეფექტური გამოსავალი, როდესაც დამატებითი ფინანსები გჭირდებათ თქვენი საჭიროებებისთვის, თუმცა ავტოსესხს თან ახალავს გარკვეული რისკები. რაც მთავარია, ნებისმიერი ინფორმაცია ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა დაამუშაოთ. ავტოსესხის რისკებს შორისაა:

  • გაუთვალისწინებელი ხარჯები - შეამოწმეთ საკომისიოები და დამატებითი გადასახადები;
  • სესხის ვადის დარღვევა -  ავტო სესხზე ვადის დარღვევისაც ეკისრება კლიენტს დამატებითი პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული ძირის 0.27 %;
  • საპროცენტო განაკვეთი - დარწმუნდით, რომ იცით როგორც ნომინალური, ასევე ეფექტური საპროცენტო განაკვეთი.

ხშირად დასმული კითხვები ავტოსესხზე

 

  • რა დოკუმენტებია საჭირო სესხის მისაღებად?                           

 

პირადობის მოწმობა და ავტომობილის საკუთრების დამადასტურებელი საბუთები.                   

 

  • რამდენად სწრაფად მივიღებ თანხას?                    

 

განაცხადის შევსებიდან პასუხს იღებთ 1 საათში.                                              

 

  • შეიძლება თუ არა მანქანის გამოყენება სესხის პერიოდში?

 

დიახ, მანქანა რჩება თქვენს მფლობელობაში.                                                             

 

  • რა არის სესხის მაქსიმალური ვადა?                 

 

ბერმელში  სესხის მაქსიმალური ვადა 36 თვემდეა.                                                                    

სასურველია, ავტოსესხის აღებამდე კარგად შეისწავლოთ პირობები, გააზრებულად შეარჩიოთ სანდო კომპანია და აუცილებლად გადაამოწმოთ ავტომობილის შეფასების პროცესი.

სურვილები სრულდება ბერმელში!  

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცხელი ხაზზე:  

+995 568 700 300  

0 422 27 56 50

 

ავტოსესხი ავტომობილის უზრუნველყოფით - რა უნდა იცოდე სესხის აღებამდე? (EN)