რა არის ბერმელი? - მიკროსაფინანსო ორგანიზაციის უპირატესობები და განსხვავება სტანდარტული ბანკისგან
თანამედროვე ფინანსურ გარემოში ადამიანები სულ უფრო ხშირად ეძებენ ალტერნატიულ გზებს საკუთარი საჭიროებების დასაფინანსებლად, იქნება ეს ბინის შეძენა, რემონტი, მცირე ბიზნესის დაწყება თუ სწავლის დაფინანსება.
ტრადიციულ ბანკებთან ერთად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არჩევანი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებია. მაგრამ რა არის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და რატომ შეიძლება იყოს იგი თქვენთვის უფრო ხელსაყრელი არჩევანი, ვიდრე ბანკი?
რა არის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია?
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არის ფინანსური დაწესებულება, რომელიც სესხებს გასცემს სხვადასხვა მიზნობრიობით, იმ პირებისთვის, ვინც ხშირად, ტრადიციული ბანკის მოთხოვნებსა და სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ.
ბერმელი 2000 წელს დაარსდა აჭარაში, ერთი თანამშრომლითა და 600 დოლარით. დღეს ის ერთ-ერთი ლიდერი მიკროსაფინანსო კომპანიაა საქართველოში. ორგანიზაცია მომხმარებლებს სთავაზობს მოქნილ, სწრაფ და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ სერვისებს, რაც მისაღებს ხდის იმ აუდიტორიისთვის, რომელიც სტანდარტულ საბანკო მომსახურებაზე წვდომას ნაკლებად ფლობს ან სწრაფი გადაწყვეტილება სურს.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ძირითადი უპირატესობები
მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ძირითადი უპირატესობები შემდეგში გამოიხატება:
- სისწრაფე და მოქნილობა: სესხი ხშირად, 1 სამუშაო დღეში მტკიცდება, რაც მნიშვნელოვნად აჩქარებს პროცესს. მოქნილობა კი გულისხმობს, რომ სესხის პირობები მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებით განისაზღვრება. მაგალითად, ბერმელი სთავაზობს სესხებს 1000-დან 200 000 ლარამდე, 10 წლამდე ვადით.
- მორგებულია ყველანაირი შემოსავლის ტიპის მომხმარებელზე: ტრადიციული ბანკისგან განსხვავებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მზად არიან, მცირე შემოსავლის მქონე, თვითდასაქმებულ ან მცირე ბიზნესის მქონე პირების ისტორია განიხილონ.
- მრავალფეროვანი ფინანსური მომსახურება: მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ინდივიდუალურ მიდგომას იყენებენ და მრავალფეროვან სერვისებს ქმნიან.
რა განსხვავებაა მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და ბანკს შორის?
მიუხედავად იმისა, რომ ორივე დაწესებულება ფინანსურ მომსახურებას უწევს მოქალაქეებს, მათ შორის რამდენიმე მნიშვნელოვანი განსხვავებაა:
- კრიტერიუმები: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შედარებით მარტივი კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს, მაშინ როცა ბანკები ორიენტირებულნი არიან მაღალ შემოსავალზე, დასაქმების ფორმალურ სექტორსა და იდეალურ სასესხო ისტორიაზე.
- ვადები: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სტანდარტულად სესხს ერთ ან ორ დღეში ამტკიცებს, ბანკში კი იმავე პროცესი შესაძლოა ერთ კვირამდეც გაგრძელდეს.
- მოქნილობა: ბანკებს ძირითად წინასწარ განსაზღვრული ფიქსირებული პირობები აქვთ, მაშინ როცა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ინდივიდზე მორგებულ პირობებს სთავაზობენ მომხმარებლებს.
- მიზნობრიობა: ბანკი ორიენტირებულია ფართო სეგმენტზე, ხოლო მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მზადაა მომსახურება კონკრეტულ სოციალურ ჯგუფებს გაუწიოს, იქნებიან ისინი ემიგრანტები თუ სტუდენტები.
ხშირად დასმული კითხვები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე
არის თუ არა მიკროსაფინანსო სესხი იაფი სესხის ალტერნატივა?
როგორც წესი, პროცენტული განაკვეთი შესაძლოა ოდნავ მაღალი იყოს ბანკთან შედარებით, თუმცა ბერმელში სესხის პირობები განისაზღვრება ინდივიდუალურად და მოქნილად, რაც საბოლოო ჯამში კომფორტს ქმნის მომხმარებლისთვის.
შემიძლია თუ არა ონლაინ სესხის აღება?
დიახ, ბერმელი გთავაზობთ ონლაინ სესხის მოთხოვნის ფორმას, რაც საშუალებას გაძლევთ მიკროსაფინანსო სესხი სახლიდან გაუსვლელად მოითხოვოთ.
ბერმელი მხოლოდ სესხებს სთავაზობს?
არა. ბერმელი გთავაზობთ სალომბარდე მომსახურებასაც, რომელიც მომხმარებლის ძვირფას ნივთებს სიფრთხილით და პროფესიულად ექცევა - ოქროს არ ჭრიან, არ აზიანებენ და აფასებენ პასუხისმგებლობით.
საიდან შემიძლია პროცენტის დაფარვა?
ბერმელში გადახდების განხორციელება შეგიძლიათ 24/7.
TBC Pay აპარატით ან ბმულით. გადახდის ბმული თანხა აისახება მომენტალურად.
საბანკო გადარიცხვა: თანხა სამუშაო დღეებში 16:30-მდე უნდა ჩარიცხოთ, რათა იმ დღესვე აისახოს.
რა დრო სჭირდება სესხის დამტკიცებას?
დამოკიდებულია სასესხო პროდუქტსა და დოკუმენტაციაზე. უმეტეს შემთხვევაში, სესხი იმავე დღეს მტკიცდება.
რა ტიპის შემოსავალი უნდა მქონდეს თანხის გასატანად?
სესხის მიღება შესაძლებელია ნებისმიერი შემოსავლით, მათ შორის:
- თვითდასაქმება
- სამეწარმეო საქმიანობა
- გზავნილები
- იჯარა
- ხელფასი
ყოველთვიური გადახდა მოიცავს როგორც ძირს, ისე პროცენტს?
დიახ, ყოველთვიური გადახდა ფარავს ორივეს.
რის საფუძველზე გასცემთ სესხებს?
სარეგისტრაციო მონაცემებისა და ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით. მხედველობაში იღებენ შემოსავალსა და საკრედიტო ისტორიას.
შესაძლებელია იპოთეკური სესხი მიწის უზრუნველყოფით?
კი. მთავარია მიწა იყოს რეგისტრირებული და მისი ღირებულება შეესაბამებოდეს მოთხოვნილ თანხასა და სტანდარტებს.
ფინანსური მომსახურება, რომელსაც ბერმელი გთვაზობთ, მორგებულია რეალურ საჭიროებებზე: იქნება ეს მიკროსაფინანსო სესხი, აგროსესხი, სწრაფი კრედიტი თუ ონლაინ სესხი - არჩევანი მარტივია, პროცესი კი არასტანდარტული.
ანდე შენი ფინანსები გამოცდილებას, რომელიც 25 წელია მომხმარებელთან ერთად იზრდება!
