Mortgage Loans in 2025: What Has Changed and What You Need to Know Why Is 2025 an Important Year for Mortgage Loans?

2025 წელს ბინის საყიდლად იპოთეკური სესხი აღების წესები და პირობები შეიცვალა. ბოლო წლებში ფასები გაიზარდა, სესხები გაძვირდა, მაგრამ ამასთან ერთად, ზოგი წესი გამარტივდა. 

 

ამ რთულ პირობებში ბერმელი არის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელიც მაქსიმალურად მოქნილ და კონკურენტულ შემოთავაზებას გიკეთებთ.

რა შეიცვალა იპოთეკურ სესხებში 2025 წელს?

2025 წელს საქართველოში იპოთეკურ სესხებზე მოქმედმა პირობებმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დროებით შეარბილა რეგულაციები და ლარში გაცემული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხებისთვის LTV კოეფიციენტი 85%-იდან 90%-მდე გაზარდა. ეს ნიშნავს, რომ ბინის შეძენისას აუცილებელი პირველადი შენატანი 15%-იდან 10%-მდე შემცირდა, ხოლო ბანკს შეუძლია ბინის ღირებულების 90% სესხის სახით დაფინანსოს. ცვლილების მიზანია მომხმარებლებისთვის ბინის ყიდვის ბარიერების შემცირება და უძრავი ქონების ბაზრის გააქტიურება.

 

მიუხედავად შეღავათისა, 2025 წლის პირველ 8 თვეში ახალ იპოთეკურ სესხებზე მოთხოვნა დაახლოებით 13-15%-ით შემცირდა, თუმცა ამავე პერიოდში სესხების საშუალო მოცულობა გაიზარდა, რაც დაკავშირებულია უძრავი ქონების გაძვირებასთან და იმასთან, რომ დაბალმა პირველადი შენატანის მოთხოვნამ მომხმარებლებს უფრო დიდი მოცულობის სესხების აღების შესაძლებლობა მისცა.

 

საბოლოოდ, 2025 წლის ცვლილებები მომხმარებელს საშუალებას აძლევს, უფრო მარტივად აიღოს იპოთეკური სესხი 10%-იანი საწყისი გადასახადით, თუმცა ბაზრის საერთო სურათი, ფასების ზრდა და მოთხოვნის კლება, კვლავაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს გადაწყვეტილების მიღებას

 

ახლა კი შეგვიძლია დეტალურად განვიხლოთ, თუ რომელ ფინანსურ ორგანიზაციას უნდა ენდოთ 2025 წელს, რატომ უნდა აირჩიოთ ბერმელი, რა პირობებს გთავაზობთ ოპოთეკურ სესხთან დაკავშირებით და რა უნდა გაითვალისწინოთ ნებისმიერ დროს იპოთეკური სესხის აღებისას. 

 

იპოთეკური სესხის ძირითადი პირობები ბერმელში

თუ გეგმავთ ბინის შეძენას, მშენებლობას, რემონტს ან უკვე არსებული იპოთეკური სესხის რეფინანსირებას, ბერმელი გთავაზობთ მოქნილ და გამარტივებულ ფინანსურ პირობებს, რათა თქვენი საცხოვრებლის კეთილმოწყობა ბევრად ადვილი გახდეს.

 

რა დოკუმენტები გჭირდებათ:

 

  • პირადობის მოწმობა;
  • უძრავი ქონების განახლებული ამონაწერი ან საკადასტრო კოდი;
  • ხელფასის ამონაწერი ან სხვა შემოსავლების დადასტურება (საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია სესხის გაცემა გამონაკლისითაც)

 

ბერმელის იპოთეკური სესხის პირობები:

 

  • სესხის ოდენობა: 1 000 - 200 000 ლ.
  • საპროცენტო განაკვეთი: თვეში 1.5%-დან
  • წლიური ეფექტური განაკვეთი: 20.4%-დან
  • სესხის მაქსიმალური ვადა: 10 წელი
  • საშეღავათო პერიოდი: შესაძლებელია 6 თვემდე გადავადების არჩევა

 

რა უნდა გაითვალისწინო სესხის აღებისას?

დეტალურად განვიხილოთ იპოთეკური სესხის რჩევები, რომლებიც ნებისმიერ სიტუაციაში გამოგადგებათ, სადაც არ უნდა ისარგებლოთ ამ პროდუქტით: 

 

  • ყურადღება მიაქციეთ რეალურ ხარჯს: მარტო პროცენტს არ შეხედოთ, არამედ მთლიან ხარჯს (“ეფექტური პროცენტის გამოთვლა”).
  • გაითვალისწინეთ გადახდის დამატებითი ხარჯები: დაზღვევა, საბანკო მომსახურება და სხვა მცირე გადასახადები შეიძლება დაემატოს.
  • ბინის ღირებულება: ბანკის მიერ შეფასებული ფასი კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ. 
  • შემოსავლის სტაბილურობა: კარგი იქნება, თუ თქვენი შემოსავალი სტაბილურია, რათა სესხის გადახდაში პრობლემა არ შეგექმნათ.
  • დაზღვევა: ხშირად საჭიროა ბინის ან ჯანმრთელობის დაზღვევა, რაც დამატებითი ხარჯია.
  • კონსულტაცია: საჭიროების შემთხვევაში იკითხეთ რჩევა ფინანსური ან იურიდიული სპეციალისტისგან.

 

თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ ბერმელის ცხელ ხაზზე და ჩვენი ოპერატორები ნებისმიერ კითხვას უპასუხებენ: 

ცხელი ხაზი: +995 568 700 300/ 0 422 27 56 50

 

ექსპერტის რჩევები იპოთეკური სესხის არჩევისას

იპოთეკური სესხის პირობები უნდა მოერგოს თქენს საჭირობებს, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევებიც: 

 

  • შეადარეთ რამდენიმე ბანკის პირობები. 
  • გრძელი ვადა ნიშნავს ნაკლებ ყოველთვიურ გადასახადს, მაგრამ საბოლოოდ მეტს გადაიხდით.
  • თუ შეგიძლიათ, გადაიხადე მეტი პირველადი შენატანი,  ასე ნაკლებს გადაიხდით სესხში.
  • ნუ აიღებთ იმაზე მეტს, ვიდრე გადახდა შეგიძლიათ, გაითვალისწინეთ თქვენი ოჯახის ხარჯები და დაუგეგმავი შემთხვევები.

 

ყველაზე ხშირი შეცდომები

  • მხოლოდ დაბალი პროცენტის მიხედვით არჩევა, ყოველთვის გადაამოწმეთ ყველა სხვა ხარჯიც;
  • გადახდის გრაფიკის უყურადღებოდ შერჩევა,  შეიძლება მომავალში პრობლემა შეგექმნათ;
  • ხელშეკრულების ბოლომდე არ წაკითხვა, წაიკითხე ყველაფერი, რომ არ გაგიკვირდეს დამატებითი ხარჯები ან პირობები.

 

ბერმელის ხელშეკრულებაში თქვენ არ შეგხვდებათ დაფარული ხარჯი, ჩვენი კონსულტანტები დეტალურად გაგაცნებენ ბერმელის იპოთეკური სესხის პირობებს. 

 

ღირს თუ არა იპოთეკური სესხის აღება 2025-ში?

2025-ში ბინის ყიდვა სესხით კარგი გადაწყვეტილებაა, თუ გაქვს სტაბილური შემოსავალი და ყურადღებით შეარჩევ პირობებს. სესხის აღებამდე აუცილებლად შეადარე სხვადასხვა ბანკის შეთავაზებები, გადაამოწმე სრული ხარჯები და დაფიქრდი, რამდენად შეგიძლია ყოველთვიურად გადახდა.

 

სანამ განაცხადს შეიტან, კარგად გადაამოწმე ყველაფერი: პროცენტი, სესხის ვადა, შენატანი და დამატებითი ხარჯები. გაითვალისწინე შენი ფინანსური მდგომარეობა და ბაზრის ტენდენციები.

რატომ ბერმელი?

მარტივი პროცედურები, სწრაფი პასუხი და თქვენზე მორგებული პირობები– ეს არის ის, რაც ბერმელს კონკურენტებისგან გამოარჩევს!

აიღე იპოთეკური სესხი ბერმელში, რადგან აქ  სურვილები მართლაც სრულდება.

 

ცხელი ხაზი:

+995 568 700 300

0 422 27 56 50

 

Mortgage Loans in 2025: What Has Changed and What You Need to Know Why Is 2025 an Important Year for Mortgage Loans?