Mortgage loan in Bermel – the best conditions and opportunities from Bermel

წარმოიდგინეთ მომენტი, როცა საკუთარ სახლში შედიხართ– ეს ხომ ყველაზე დიდი სითბო და სიმყუდროვეა, რასაც ოჯახისთვის ქმნით.

 

საკუთარი სახლის ფლობა ბევრისთვის ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რადგანაც ეს არის  უსაფრთხოება, სტაბილურობის შეგრძნება და მომავლის ინვესტიცია. 

 

წლების განმავლობაში ბერმელმა ათასობით ქართველ ოჯახს გაუწია მხარდაჭერა ამ გზაზე და დააგროვა გამოცდილება, რომელმაც დაგვანახა, რომ საკუთარი კუთხის შეძენა მომგებიანი ფინანსური ნაბიჯი და საუკეთესო ცხოვრებისეული გადაწყვეტილებაა. სწორედ ამიტომ, ბერმელში ჩვენი მიზანია იპოთეკური სესხის პროცესი მაქსიმალურად გაგიადვილოთ და თქვენს საჭიროებებზე მოვარგოთ.

 

რა არის იპოთეკური სესხი და როგორ მუშაობს იგი?

თუ ოდესმე გიფიქრიათ ახალი ბინის, სახლის ან დიდი საოჯახო სივრცის შეძენაზე, ალბათ იპოთეკური სესხის საჭიროების წინაშეც დამდგარხართ. 

 

ბერმელის იპოთეკური სესხი გრძელვადიანი დაფინანსებაა, რომელიც უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით. მისი საშუალებით შეგიძლიათ შეიძინოთ, ააშენოთ ან განაახლოთ ბინა, სახლი ან კომერციული ფართი. სესხის უზრუნველყოფა ხდება იმ ქონებით, რომლის შესაძენადაც იღებთ დაფინანსებას. 

ბერმელის იპოთეკური სესხის პროცესი

ბერმელში ვცდილობთ, რომ სესხის აღების პროცესი იყოს სწრაფი და ხელმისაწვდომი, ყოველგვარი ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე. საუკეთესო იპოთეკური სესხი უნდა იყოს მარტივი და გასაგები თავისი პირობებით. ბერმელში ეს პროცესი მოიცავს რამდენიმე ეტაპს:

 

  • განაცხადის შეტანა: თქვენ წარადგენთ საჭირო დოკუმენტებს;
  • შეფასება: ვაანალიზებთ თქვენს ფინანსურ შესაძლებლობებსა და უძრავი ქონების ღირებულებას;
  • დამტკიცება და გაცემის ეტაპი: თანხა სწრაფად ირიცხება თქვენს ანგარიშზე;
  • დაფარვის გრაფიკი: ყოველთვიური გადახდები, მორგებულია თქვენს შემოსავალზე.

 

ჩვენი გუნდი ყოველ ეტაპზე თქვენთანაა, ჩვენ დაგეხმარებით საჭირო ინფორმაციის შეგროვებასა და გადაწყვეტილების მიღებაში.

რატომ უნდა აირჩიო ბერმელი? იპოთეკური სესხის გამარტივებული გზა

 

ბერმელში კარგად ვიცით, რა გამოწვევების წინაშე დგებიან ადამიანები უძრავი ქონების შეძენისას. სწორედ ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე შევქმენით მომსახურება, რომელიც რეალურ საჭიროებებს პასუხობს და მაქსიმალურ მოქნილობას გთავაზობთ.

 

ბერმელის უპირატესობებია:

 

  • იპოთეკური სესხის პირობები: ჩვენ გავცემთ თანხას 1,000-დან 200,000 ლარამდე, თვიური პროცენტი მხოლოდ ნომინალური- 1.5%-დან, ეფექტური- 20.4%-დან .  ვადა კი 10 წლამდე.

 

  • ინდივიდუალური მიდგომა: თუ არ გაქვთ ოფიციალური შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, ბერმელი ინდივიდუალურად განიხილავს თქვენს განაცხადს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თვითდასაქმებულებისა და მცირე ბიზნესის მფლობელებისთვის.

 

ჩვენთვის თითოეული მომხმარებელი უნიკალურია და სწორედ ამიტომ ვცდილობთ, ყველა პირობა თქვენს რეალურ საჭიროებებს მოვარგოთ.

იპოთეკური სესხის აღებისთვის აუცილებელი დოკუმენტაცია და პირობები 

ბერმელში პროცესი მაქსიმალურად მარტივია და საჭირო დოკუმენტების რაოდენობა მინიმუმამდეა დაყვანილი:

 

  • პირადობის მოწმობა;
  • უძრავი ქონების ამონაწერი ან საკადასტრო კოდი;
  • შემოსავლის დადასტურება (სახელფასო ამონაწერი ან სხვა დოკუმენტი).

 

ჩვენ ვაფასებთ თქვენს დროს, ამიტომ საბუთების შეგროვება და პროცედურები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მაქსიმალურად გამარტივებულია.

 

ფინანსური პირობები:

  • სესხის ოდენობა: 1,000- 200,000 ლარი;
  • თვიური საპროცენტო განაკვეთი: 1.5%-დან;
  • წლიური ეფექტური განაკვეთი (ე.ს.გ.): 20.4%-დან;
  • მაქსიმალური ვადა: 10 წელი;
  • საშეღავათო პერიოდი: 6 თვე.

 

ბერმელში გადახდის გრაფიკი არ არის სტანდარტული.  თუ თქვენი ფინანსური მდგომარეობა შეიცვლება, შესაძლებელია გრაფიკის რესტრუქტურიზაცია: გადახდის თარიღების ან თანხის კორექტირება, საპროცენტო განაკვეთის გადახედვა არსებული პირობების ფარგლებში.

 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნდობა და გამჭვირვალობა. ყველა ხარჯი და საკომისიო წინასწარ გაწერილია ხელშეკრულებაში, არანაირი დამალული პირობა ან უეცარი გადასახადი. ბერმელის გუნდი ყოველთვის მზადაა დაგეხმაროთ კონსულტაციით, მხარდაჭერითა და ნებისმიერი პრობლემის სწრაფად მოგვარებით.

 

როგორ აიღოთ იპოთეკური სესხი ბერმელში? ნაბიჯ-ნაბიჯ

 

  • პირველ რიგში, დაგვიკავშირდით. ჩვენი კონსულტანტები სიამოვნებით გაგიწევენ კონსულტაციას როგორც ტელეფონით, ისე ფილიალში.
  • დოკუმენტაციის მომზადება:  მოამზადეთ პირადობის მოწმობა, უძრავი ქონების ამონაწერი და შემოსავლის დადასტურება;
  • განაცხადის შეტანა და შეფასება: წარადგინეთ განაცხადი და დაელოდეთ შეფასებას;
  • დამტკიცება და ხელშეკრულების გაფორმება: გაეცანით ყველა პირობას და მოაწერეთ ხელი ხელშეკრულებას;
  • თანხის მიღება: თანხა ირიცხება თქვენს ანგარიშზე;
  • რეგულარული გადახდები: ყოველთვიური გადახდები გრაფიკის მიხედვით, SMS შეხსენებებით.

ჩვენი მიზანია, რომ იპოთეკური სესხის აღება თქვენთვის იყოს მარტივი, სწრაფი და კომფორტული ნაბიჯი,  ყოველგვარი ზედმეტი სტრესის გარეშე.

 

ბერმელის სანდო პარტნიორობის გზა

 

ბერმელი 2000 წლიდან საქმიანობს საქართველოში და გამოირჩევა ინდივიდუალური მიდგომით, სანდოობითა და ადგილობრივი ბაზრის ღრმა ცოდნით. ჩვენ არ ვართ უცხოური კომპანია სტანდარტული მიდგომით, ჩვენ ვართ თქვენი ოჯახის, ბიზნესისა და მომავლის მხარდამჭერი.

 

საკუთარი სახლის ფლობა დღეს უკვე რეალობაა! აიღე იპოთეკური სესხი ბერმელში და დაიწყე ახალი ცხოვრება ახალ სახლში. 

 

დაგვიკავშირდით:

ცხელი ხაზი: +995 568 700 300 | 0 422 27 56 50

ფილიალები: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, ქობულეთი, ხულო

 

ბერმელში სურვილები სრულდება!

Mortgage loan in Bermel – the best conditions and opportunities from Bermel