60 Days Before Mortgage Approval: Steps to Take to Secure Better Loan Terms

 

იპოთეკური სესხის დამტკიცება ოცნების ახდენას ჰგავს, თუმცა, იცოდი, რომ განაცხადის შევსება, მთელი ამ პროცესის ბოლო ნაწილია და არა პირველი?

 

რეალურად, პირობები, რომლებსაც საფინანსო ორგანიზაცია შემოგთავაზებს, 1-2 თვით ადრე ყალიბდება: შენი ფინანსური ქცევის, საკრედიტო ისტორიისა და მიმდინარე ვალდებულებების მიხედვით. თუ დამტკიცებამდე სულ რამდენიმე კვირით ადრე იწყებ ფიქრს მომზადებაზე, შესაძლოა გამოტოვო ის დრო, სადაც ყველაფრის შეცვლა ჯერ კიდევ შეგეძლო. მაშ, რა შეგიძლია გააკეთო ამ 60 დღეში?

 

ეს სტატია განსაკუთრებით გამოადგება მათ, ვინც უახლოეს პერიოდში გეგმავს ბინის ყიდვას, მშენებლობას, რემონტს ან მიწის შეძენას და სურს იპოთეკური სესხი მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობებით მიიღოს.

 

უნდა იცოდე, რომ სესხის პირობები მხოლოდ იპოთეკური სესხის განაცხადის დღეს არ წყდება,  ისინი ფორმირდება ბოლო თვეების ფინანსური ქცევით. სწორედ ამიტომ, ეს 60-დღიანი პერიოდი არის შენი შესაძლებლობა, წინასწარ მოემზადო და გააუმჯობესო საკუთარი პოზიცია.

 

მნიშვნელოვანი შენიშვნა:

ეს სტატია წარმოადგენს ზოგად საინფორმაციო გზამკვლევს. თითოეული მსესხებლის ფინანსური მდგომარეობა ინდივიდუალურია, ამიტომ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა დაეფუძნოს შენს რეალურ მონაცემებსა და სესხის პირობებს. ბერმელის გუნდი თითოეულ შემთხვევას ინდივიდუალურად აფასებს და გთავაზობს შენზე მორგებულ რეკომენდაციებს. 

შეამოწმე და გაამყარე საკრედიტო ისტორია

ეს პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ბანკები განსაკუთრებით აკვირდებიან ბოლო 3-6 თვის ფინანსურ ქცევას, ამიტომ სწორედ ახლა არის დრო, გადაამოწმო შენი საკრედიტო ანგარიში და დარწმუნდე, რომ ყველაფერი წესრიგშია.

 

თუ გაქვს დაგვიანებული გადახდები – დაფარე. თუ არის ვადაგადაცილება – მოაგვარე, რაც შეიძლება სწრაფად. ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ახალი ვადაგადაცილება არ გქონდეს, რადგან ერთმა გამოტოვებულმა გადახდამაც კი შეიძლება სერიოზული გავლენა მოახდინოს შემოთავაზებულ პროცენტზე ან დამტკიცების შანსზე.

შეამცირე მიმდინარე ვალდებულებები

ბანკი სესხის დამტკიცებისას აანალიზებს,  შენი შემოსავლის რა ნაწილია “დაკავებული” სხვა ვალდებულებებით, ეს ე.წ. Debt-to-Income თანაფარდობაა. თუ გაქვს სამომხმარებლო სესხი, განვადება ან საკრედიტო ბარათის მაღალი დატვირთვა, შენი ფინანსური სივრცე ბანკის თვალში შევიწროებულია.

 

ამ 60 დღეში სცადე შეამციო საკრედიტო ბარათის ლიმიტის გამოყენება, დაფარო მცირე სესხები, და  ყველაზე მთავარი,  არ აიღო ახალი ვალდებულება. უფრო დაბალი ფინანსური დატვირთვა პირდაპირ ნიშნავს უკეთეს პირობებს.

გააძლიერე შემოსავლის სურათი

ბანკისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შენი შემოსავლის ოდენობა, არამედ მისი სტაბილურობა. ამიტომ ამ პერიოდში ეცადე, შემოსავალი ოფიციალურად და გამჭვირვალედ ჩანდეს: მოამზადე ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხელფასის ამონაწერი ან საგადასახადო დეკლარაცია. თუ გაქვს დამატებითი შემოსავლის წყარო, ნახე შეგიძლია თუ არა მისი ოფიციალურად დადასტურება.

 

და ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: თუ გეგმავ სამსახურის შეცვლას, ეს 60 დღე, სავარაუდოდ, საუკეთესო დრო არ არის ამისთვის. 

დააგროვე უფრო მაღალი პირველადი შენატანი

პირველადი შენატანი პირდაპირ მოქმედებს სესხის პირობებზე. რაც მეტია შენი საკუთარი წვლილი, მით ნაკლებია ბანკის რისკი  და შედეგად, მით მეტია შანსი, რომ მიიღო დაბალი საპროცენტო განაკვეთი და უფრო მოქნილი პირობები. თუ გაქვს საშუალება, გამოიყენე ეს 60 დღე დამატებითი თანხის დასაგროვებლად.

შეადარე ბანკები განაცხადამდე

ბევრი ადამიანი ელოდება ერთი ბანკის პასუხს და მხოლოდ შემდეგ ფიქრობს ალტერნატივებზე. ეს შეცდომაა. 60-დღიანი პერიოდი სწორედ იმისთვისაა, რომ გამოიკვლიო ბაზარი, მოითხოვო წინასწარი პირობები რამდენიმე ბანკიდან და შეადარო არა მხოლოდ საპროცენტო განაკვეთი, არამედ ეფექტური პროცენტი და ყველა დამატებითი ხარჯი. საკმარისი დრო გაძლევს მოლაპარაკების ბერკეტს. 

სწრაფი Checklist – შენი 60-დღიანი გეგმა

  • გადაამოწმე საკრედიტო ისტორია
  • დაფარე ვადაგადაცილებები და დაგვიანებული გადახდები
  • არ აიღო ახალი სესხი ან განვადება
  • შეამცირე საკრედიტო ბარათის დატვირთვა
  • დააგროვე დამატებითი პირველადი შენატანი
  • მოამზადე შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია
  • შეადარე რამდენიმე ბანკის პირობები

 

დასკვნა

 

იპოთეკური სესხის პირობები შემთხვევით არ განისაზღვრება, ისინი მზადდება შენი ფინანსური ქცევით. ორგანიზაცია, რომელიც შენს განაცხადს განიხილავს, ხედავს არა მხოლოდ დღევანდელ სურათს, არამედ ბოლო თვეების ისტორიას. სწორედ ამიტომ, ყველაზე ეფექტიანი “მოლაპარაკება” იწყება მანამ, სანამ საფინანსო ორგანიზაციის კარს შეაღებ.

 

იპოთეკური სესხი ბერმელში: პირობები, რომლებიც შენთვის მუშაობს

თუ სესხის დამტკიცებამდე მომზადება გაიარე და გინდა გაიგო, რა პირობებს მიიღებ რეალურად, ბერმელის გუნდი დაგეხმარება შენი ფინანსური მდგომარეობის შეფასებაში და ოპტიმალური სესხის სტრუქტურის შერჩევაში.

 

ჩვენი მიზანი არ არის მხოლოდ სესხის გაცემა, ჩვენ გეხმარებით გააზრებული გადაწყვეტილებების მიღებაში და ფინანსური განათლების გაძლიერებაში.

 

რა დაგჭირდება სესხის ასაღებად:

სესხის გასაფორმებლად საჭიროა პირადობის მოწმობა, უძრავი ქონების განახლებული ამონაწერი ან საკადასტრო კოდი და შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი –  სახელფასო ამონაწერი ან სხვა წყარო. მნიშვნელოვანია, რომ სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც სესხის გაცემა სხვა გამონაკლისებით შეიძლება.

 

ჩვენი პირობები:

სესხი გაიცემა 1,000-დან 200,000 ლარამდე, თვიური განაკვეთი იწყება 1.5%-დან, ხოლო წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: 20.4%-დან. სესხის მაქსიმალური ვადა 10 წელია, ხოლო საჭიროების შემთხვევაში შეგიძლია აირჩიო 6-თვიანი საშეღავათო პერიოდი, რაც განსაკუთრებით მოსახერხებელია მშენებლობის ან გარემონტების ეტაპზე.

სურვილები სრულდება ბერმელში!

 

გვიკავშირდი: +995 568 700 300 ან 0 422 27 56 50

 

60 Days Before Mortgage Approval: Steps to Take to Secure Better Loan Terms