AGRO loan for farmers: investing in the development of the future

საქართველოში სოფლის მეურნეობა საუკუნეების განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკის და კულტურის საფუძველი იყო. 1990-იან წლებში, როდესაც ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებდა, სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში 65%-ს აღწევდა, ხოლო დღეს ეს მაჩვენებელი 10%-ზე ნაკლებია, მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო ძალის 50%-ზე მეტი კვლავ სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული - ეს იმას ნიშნავს, რომ 90-იან წლებშიც კი ეკონომიკაში სოფლის მეურნეობა დომინირებდა, თუმცა ეფექტიანობა დაბალი იყო.

 

ბოლო ათწლეულში, სოფლის მეურნეობაში შრომის პროდუქტიულობამ 41.8%-ით იმატა, მაგრამ გამოიკვეთა ფერმების გამსხვილების ტენდენცია. მაგალითად, 2005-2020 წლებში 100 ჰექტარზე მეტი ფართობი მქონე ფერმების რაოდენობა 28.6%-ით გაიზარდა, ხოლო 2 ჰექტარზე ნაკლები ფერმების რაოდენობა 47%-ით შემცირდა. ეს იმას ნიშნავს, რომ შრომის პროდუქტიულობის ზრდა პროგრესულია, თუმცა, მცირე ფერმერებს, ფინანსური და ტექნოლოგიური მხარდაჭერის გარეშე, უჭირთ გაუმკლავდნენ ახალ რეალობას და კონკურენცია გაუწიონ მსხვილ მიწათმოქმედებს.

 

ქართული სოფლის მეურნეობა კვლავ ჩამორჩება განვითარებულ ქვეყნებს, პირველ რიგში, ტექნოლოგიების გამოყენების თვალსაზრისით. მაგალითად, საქართველოში ერთ ჰექტარზე საშუალოდ 2.7 ტონა ხორბალი და სიმინდი მოჰყავთ, მაშინ როცა ბელგიაში, ნიდერლანდებში და ირლანდიაში ეს მაჩვენებელი 9 ტონამდეა. 

 

დღეს, სოფლის მეურნეობას სჭირდება თანამედროვე ტექნოლოგიები, ეფექტიანი ინფრასტრუქტურა და ინოვაციური მეთოდები, რათა გაიზარდოს კონკურენტუნარიანობა და დაეწიოს საერთაშორისო ბაზრებს. 

 

ამ პროცესში, “ბერმელის” აგრო სესხი სტრატეგიული ხელსაწყოა ფერმერებისთვის. მისი მიზანია, უზრუნველყოს მარტივი, სწრაფი და მოქნილი ფინანსური მხარდაჭერა, რათა ფერმერებმა შეძლონ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, წარმოების ეფექტიანობის გაზრდა და კონკურენტუნარიანობის ამაღლება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. 

 

“ბერმელი” მხარს უჭერს როგორც მცირე, ისე მსხვილ ფერმერებს, ქმნის მდგრადი განვითარებისათვის საჭირო პირობებს და ხელს უწყობს საქართველოს სოფლის მეურნეობის თანამედროვე განვითარებას.

 

რა არის აგრო სესხი და ვის შეუძლია მისი აღება?

აგრო სესხი არის სპეციალურად ფერმერებისა და სოფლის მეურნეობის სექტორში მომუშავე ადამიანებისთვის შექმნილი ფინანსური მხარდაჭერა. 

 

იგი განკუთვნილია როგორც მცირე, ისე საშუალო და დიდი მეურნეობებისთვის, რომლებსაც სურთ გაფართოება, ახალი ტექნიკის შეძენა, სათბურების მოწყობა ან თანამედროვე სარწყავი სისტემების დანერგვა. 

 

სესხი ფერმერებისთვის საშუალებას იძლევა, რომ მიმდინარე სამუშაოებთან ერთად ფერმერმა დაისახოს გრძელვადიანი მიზნები და ინვესტიცია ჩადოს მომავლის განვითარებაში.

 

ფერმერებისთვის სესხის მთავარი უპირატესობები

ფერმერისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა სეზონურობაა. შემოსავალი დამოკიდებულია მოსავლიანობაზე, ამინდზე და ბაზრის ფასებზე. საქართველოში ფერმერების 70%-ს შემოსავალი მხოლოდ სეზონურად აქვს, ამიტომ ბიუჯეტის დაგეგმვა ხშირად რთულია. 

 

აგრო სესხი ამ გამოწვევას პასუხობს მოქნილი პირობებით: შესაძლებელია საშეღავათო პერიოდის მიღება, რაც ფერმერს საშუალებას აძლევს სესხის დაბრუნება დაიწყოს მაშინ, როდესაც მოსავალი უკვე გაყიდული ექნება.

 

გარდა ამისა, ფერმერს სჭირდება, წინასწარ მიიღოს საჭირო თანხა მოსავლის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის, მაგალითად, თესლის, სასუქის, საწვავისა და პესტიციდების შესაძენად. აგრო სესხს აქ უმნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს, რადგან სეზონის დასაწყისში ყველაზე მეტი ინვესტიციის ჩადებაა საჭირო. 

 

აგრო სესხის დახმარებით ფერმერი თავიდანვე უზრუნველყოფს ყველა აუცილებელ ხარჯს, შედეგად, ზრდის მოსავლის ხარისხსა და რაოდენობას. ხოლო, თუ სესხი გრანტთან ან ბანკის თანადაფინანსებასთანაა კომბინირებული, ეს კიდევ უფრო ამცირებს ფინანსურ რისკებს და იმატებს შანსი, რომ ფერმერი გამოიყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, ასევე მეტ  ინვესტიციას ჩადებს პროდუქციის შენახვისა და გადამუშავების ინფრასტრუქტურაში. 

 

ასეთ დროს, ფერმერი უკეთ გეგმავს ფინანსებს, თავიდან იცილებს ზედმეტ დავალიანებას და იღებს სტაბილურ და პროგნოზირებად შემოსავალს.

 

როგორ უწყობს ხელს აგრო სესხი ბიზნესის გაფართოებას?

აგრო სესხები მხოლოდ ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილებას არ ემსახურება, ისინი ფერმერს აძლევს შესაძლებლობას მცირე მეურნეობიდან განვითარდეს უფრო ძლიერი, კონკურენტუნარიანი და თანამედროვე საწარმოსკენ. 

 

სწორი კრედიტით განხორციელებული ინვესტიცია სოფლის მეურნეობაში მრავალმხრივ დადებით შედეგს იძლევა: მექანიზმების დანერგვა ზრდის შრომის პროდუქტიულობას და ამცირებს სეზონური სამუშაო ძალის დეფიციტს; სარწყავი სისტემები და სათბურები აფართოებს სეზონურობის ფარგლებს და შესაძლებელს ხდის მაღალი ღირებულების კულტურების მოყვანას; მცირე გადამამუშავებელი საშუალებები (მაცივრები, დასაწყობების ხაზები, შეფუთვა) ზრდის პროდუქციის დამატებით ღირებულებას.

 

კრედიტით მიღებული ინვესტიციები ხშირად ხდება ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების საფუძველი: იქმნება ახალი სამუშაო ადგილები ტრანსპორტში, გადამუშავებასა და მომსახურების სფეროში; იზრდება ექსპორტის პოტენციალი და ხარისხის სტანდარტების დაკმაყოფილების შესაძლებლობა (სერტიფიკაცია). 

 

სწორედ ამიტომ, აგრო სესხი უნდა განიხილებოდეს როგორც სტრატეგიული ინვესტიცია. ის უზრუნველყოფს არა მხოლოდ ერთი ფერმერის წარმატებას, არამედ მთელი სოფლის ეკონომიკური ქსელის გაძლიერებასა და მდგრად განვითარებას.

 

აგრო სესხის პირობები “ბერმელში”

“ბერმელი”  ფერმერებს სთავაზობს ფინანსურ მხარდაჭერას, რომელიც მორგებულია სოფლის მეურნეობის რეალურ საჭიროებებზე:

 

  • სესხის ოდენობა: 1,000 ლარიდან 200,000 ლარამდე;
  • საპროცენტო განაკვეთი: თვეში 1.5%-დან;
  • წლიური ეფექტური განაკვეთი: 20.4%-დან;
  • სესხის ვადა: მაქსიმუმ 10 წელი;
  • საშეღავათო პერიოდი: შესაძლებელია 6 თვემდე გადავადება.

 

აგრო სესხის მისაღებად საკმარისია პირადობის მოწმობა, შემოსავალი სოფლის მეურნეობიდან და უძრავი ქონების განახლებული ამონაწერი. ეს პირობები მაქსიმალურად ამარტივებს პროცესს და ფერმერს აძლევს შესაძლებლობას, სწრაფად მიიღოს საჭირო თანხა საქმიანობის გასაფართოებლად.

 

ინვესტიცია, რომელიც მომავალს ქმნის

 

დღეს სოფლის მეურნეობის დაფინანსება არის სტაბილური და მდგრადი განვითარების საფუძველი.

 

აგრო სესხი ფერმერებისთვის ნიშნავს შესაძლებლობას, რომ მათი ყოველდღიური შრომა იქცეს გრძელვადიან ინვესტიციად. 

 

ამ გზაზე “ბერმელი” ფერმერის საიმედო პარტნიორია.

 

დაგვიკავშირდით

ცხელი ხაზი: +995 568 700 300 | 0 422 27 56 50

 

AGRO  loan for farmers: investing in the development of the future