Ported loan: how to consolidate loans and save money

თქვენ, შესაძლოა, ყოველთვიურად ხუთ სხვადასხვა ბანკში იხდიდეთ ვალდებულებებს: ავტოსესხს, სამომხმარებლო სესხს, საბარათე ოვერდრაფტებს და ა.შ. თითოეულ ვალდებულებას თავისი თარიღი, პროცენტი, პირობა და პროცედურები აქვს. ერთ დღეს შეამჩნევთ, რომ ხელფასის უდიდესი ნაწილი პირველივე დღესვე სწორედ ამ ვალდებულებებში იკარგება, ხოლო სტრესი იმატებს.

 

ამ რეალობაში მარტო არ ხართ, რადგან ასეთია ათასობით ქართველის ხელფასის დღე. თუმცა არსებობს გამოსავალი, რომელიც ქაოსს წესრიგად აქცევს და ეს არის ბერმელის პორტირებული სესხი

 

რა არის პორტირებული სესხი?

წარმოიდგინეთ, რომ თქვენს მაგიდაზე მოფანტული გაქვთ ხუთი საგადასახადო ფაილი, პორტირებული სესხი ამ ხუთ ფაილს ერთ საქაღალდეში აქცევს.

 

ეს ნიშნავს, რომ ერთი ბანკი (ბერმელის შემთხვევაში) იხდის თქვენს ყველა არსებულ სესხს და გაძლევთ ერთ, ახალ სესხს უფრო ხელსაყრელი პირობებით. 

 

შედეგად იღებთ:

 

  • ერთ თვიურ გადახდას
  • ერთ საკონტაქტო პირს
  • ერთ აპლიკაციას
  • ნაკლებ სტრესს და მეტ კონტროლს

 

რატომ ბერმელის პორტირებული სესხი?

სესხების გაერთიანებას ბევრი ბანკი გთავაზობთ, მაგრამ ბერმელს რამდენიმე კრიტერიუმი გამოარჩევს:

 

 

  • ადამიანური მიდგომა დოკუმენტაციასთან და ინდივიდუალური მიდგომა მომხმარებლებთან

 

 

თუ სხვა ბანკებში სესხისთვის მთელი საბუღალტრო სააღრიცხვო წიგნი გჭირდებათ, ბერმელში სია მინიმალურია:

  • პირადობის მოწმობა
  • უძრავი ქონების ამონაწერი ან ავტომობილის საკუთრების საბუთი
  • სახელფასო ამონაწერი (და რაც მთავარია, თუ ოფიციალურად დადასტურებული შემოსავალი არ გაქვთ, გამოსავალი მაინც არსებობს და განვიხილავთ ინდივიდუალურ შემთხვევებს).

 

 

  • ფინანსური პარამეტრები

 

 

  • თანხა:1,000-დან 200,000 ლარამდე
  • თვიური პროცენტი: 1.5%-დან (რაც იწყება 18%-იანი წლიური განაკვეთიდან)
  • WESR: 20.4%-დან – ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული ბაზარზე
  • ვადა: 10 წლამდე – საკმარისი დრო კომფორტული გადახდისთვის
  • საშეღავათო პერიოდი: 6 თვემდე – დრო დაგეგმვისთვის.

 

 

  • სიჩქარე და სიმარტივე

 

 

სხვა ბანკებში პორტირება შეიძლება რამდენიმე კვირას გაგრძელდეს, დოკუმენტების შეგროვება, ძველი სესხის ცალ-ცალკე დახურვა, ლოდინი. ბერმელში პროცესი მაქსიმალურად გამარტივებულია.

 

როგორ ამცირებს პორტირებული სესხი თქვენს ხარჯებს

 

მოდი, რეალური სცენარი განვიხილოთ, რათა ზუსტად აღვიქვათ, თუ რამდენად მომგებიანი შეიძლება იყოს პორტირებული სესხი.

 

წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ მსგავსი სესხები სხვადასხვა ბანკში:

  • ავტოსესხი: 400 ლარი თვეში (19% წლიურად)
  • სამომხმარებლო სესხი 1: 250 ლარი (22% წლიურად)
  • სამომხმარებლო სესხი 2: 180 ლარი (24% წლიურად)
  • საბარათე ოვერდრაფტი: 150 ლარი (28% წლიურად)
  • მიკროსესხი: 120 ლარი (30% წლიურად)

 

სრული თანხა: 1,100 ლარი  

საშუალო პროცენტი: დაახლოებით 24-25%

 

პორტირებული სესხი ბერმელში:

 

  • ბერმელში პორტირენულ სესხებზე მოქმედებს ფასდაკლება: ავტო სესხზე –10% ; უზრუნველყოფილ სესხებზე –5%
  • ბერმელი გაითვალისწინებს ავტოსესხის 10%-იან ფასდაკლებას და სხვა სესხებს გააერთიანებს უფრო დაბალ საშუალო განაკვეთზე. ამგვარად, გამოვა:

 

სრული დასაფარი  თანხა: 750-850 ლარი  

საშუალო პროცენტი: 18-20% (WESR-ის გათვალისწინებით)

 

დაზოგილი თანხა შეიძლება დაიხარჯოს შვებულებაზე, ოჯახის საჭიროებებზე, ან დაგროვდეს გაუთვალისწინებელი სიტუაციებისთვის.

 

პორტირებული სესხის აღების პროცედურა: განაცხადიდან დაფინანსებამდე

ბერმელში სესხების პორტირება ხდება ოთხ ნაბიჯად:

 

ნაბიჯი 1: კონსულტაცია

დარეკეთ ცხელ ხაზზე +995 568 700 300 ან +0 422 27 56 50. კონსულტანტი შეაფასებს თქვენს სიტუაციას და გამოითვლის, რამდენს დაზოგავთ.

 

ნაბიჯი 2: დოკუმენტაცია

მოამზადეთ საჭირო დოკუმენტები (როგორც ზემოთ ავღნიშნეთ სია მინიმალურია). თუ რაიმე რთულია, ბერმელის გუნდი დაგეხმარებათ.

 

ნაბიჯი 3: დამტკიცება

განაცხადი მტკიცდება სწრაფად. შეფასდება არა უბრალოდ კრედიტის ისტორია, არამედ თქვენი სრული ფინანსური სურათი.

 

ნაბიჯი 4: პორტირება

ბერმელი თავად უკავშირდება ყველა კრედიტორს და ხურავს სესხებს. თქვენ უბრალოდ იღებთ ერთ ახალ სესხს და იწყებთ კომფორტული გადახდების გრაფიკს.

 

ფინანსური კონტროლის დაბრუნება

პორტირებული სესხის ყველაზე დიდი და უხილავი სარგებელი ფსიქოლოგიურია. როცა თქვენ ხუთ სხვადასხვა კრედიტორს ეკუთვნით, იღბალი მათ ხელშია. გაუთვალისწინებელ სიტუაციებში, თითოეული მათგანთან, შესაძლოა პირობები შეიცვალოს. 

 

როცა ერთი სესხი გაქვთ:

  • გაქვთ ნათელი ხედვა: ზუსტად იცით რა უნდა გადაიხადოთ და როდის
  • შეგიძლიათ დაგეგმოთ: ერთი თარიღი, ერთი განრიგი
  • მოლაპარაკებები უფრო მარტივად შეგიძლიათ: ერთ ბანკთან უფრო ადვილია კომუნიკაცია
  • მცირდება სტრესი!

 

რატომ უნდა აიღოთ პორტირებული სესხი სწორედ ახლა?

თუ ამჟამად რამდენიმე სესხი გაქვთ და გრძნობთ, რომ კონტროლს კარგავთ, ან უბრალოდ გსურთ თქვენი ფინანსების უფრო ეფექტური მართვა პორტირებული სესხი ბერმელში არის ის ინსტრუმენტი, რომელიც ქაოსს წესრიგად აქცევს.

 

პორტირებული სესხი არის ჭკვიანი ფინანსური გადაწყვეტა, რომელიც:

 

  • ზოგავს თქვენს ფულს - ნაკლები პროცენტი, ერთი სესხი  
  • ზოგავს თქვენს დროს -  ერთი გადახდა, ერთი ბანკი  
  • განიჭებთ სიმშვიდეს - სტრესი მცირდება, კონტროლი იზრდება  
  • ხსნის შესაძლებლობებს - დაზოგილი ფული შეგიძლიათ დახარჯოთ მნიშვნელოვან რამეზე

 

თუ მზად ხართ მოაწესრიგოთ თქვენი ფინანსები და დაიბრუნოთ კონტროლი, დარეკეთ ბერმელის ცხელ ხაზზე დღესვე:

 

+995 568 700 300

+ 0 422 27 56 50

 

რადგან ბერმელში სურვილები მართლაც სრულდება!

 

Ported loan: how to consolidate loans and save money