Loan with the best conditions - mortgage loan

საკუთარი ბინის შეძენა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია თითოეული ადამიანის ცხოვრებაში. სწორედ ამ მიზნის მიღწევის საშუალებაა იპოთეკური სესხი,  ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც ბერმელში ამ რთულ და ხანგრძლივ გზას ახდენილ ოცნებად აქცევს. 

 

და მაინც, როგორ უნდა შევარჩიოთ საუკეთესო პირობები, რათა ჩვენი გადაწყვეტილება მომგებიანი იყოს – არა მარტო დღეს, არამედ რამდენიმე წელიწადშიაც?

 

რატომ არის მნიშვნელოვანი იპოთეკური სესხის პირობების შედარება

დღეს ბაზარზე იმდენად მრავალფეროვანი შეთავაზებაა, რომ საბოლოო არჩევანი შესაძლოა დამაბნეველიც კი იყოს. განსხვავებული პროცენტული განაკვეთები, საკომისიოები, სხვადასხვა ვადა და მრავალრიცხოვანი მოთხოვნები. ამიტომაც მნიშვნელოვანია სესხის მოძიება არა მხოლოდ დაბალი საპროცენტო განაკვეთით, არამედ მთლიანი სესხის პაკეტის შეფასებით: მომსახურების ხარისხი, საჭირო დოკუმენტაციის რაოდენობა, გადახდის მოქნილი გრაფიკი და სიმარტივე, ეს არის ის, რაც უნდა გაითვალისწინოთ ყოველ ეტაპზე.

 

ყველაზე დაბალი პროცენტი ყოველთვის არ ნიშნავს საუკეთესო შეთანხმებას! განსაკუთრებით მაშინ, თუ მას თან ახლავს დაფარული ხარჯები ან განაცხადის რთული პროცედურა. სწორედ ამიტომ, საბოლოო გადაწყვეტილებამდე საჭირო ხდება თითოეული პირობის დეტალურად შესწავლა.

 

ბერმელის იპოთეკური სესხის უპირატესობები

 

ბაზარზე ბევრი პერსპექტიული შეთავაზებაა, თუმცა ბერმელი გამოირჩევა პირობებით, რომლებიც სპეციალურად ქართულ რეალობაზეა მორგებული:

 

  • სესხის ოდენობა და ვადა: უკვე დასრულებული ბინის შეძენა გსურთ, თუ მშენებარე ობიექტს ანიჭებთ უპირატესობას? ნებიმისერ შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ 1,000-დან 200,000 ლარამდე დაფინანსება, დაფარვის ვადა კი 10 წლამდეა. 
  • დაბალი პროცენტული განაკვეთი: ბერმელში თვიური საპროცენტო განაკვეთი იწყება 1.5%-დან, რაც ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული პირობებია. წლიური ეფექტური განაკვეთი (WEPR) კი იწყება 20.4%-დან.
  • საშეღავათო პერიოდი: ექვსთვიანი საშეღავათო პერიოდი საშუალებას გაძლევთ, კონცენტრირდეთ ბინის შეძენის პროცესზე და ფინანსური ვალდებულებების დაფარვა მოგვიანებით დაიწყოთ. შესაბამისად, საშეღავათო პერიოდი თქვენი სიმშვიდის გარანტიაა. 
  • გამარტივებული დოკუმენტაცი: ბერმელი მაქსიმალურად ამარტივებს განაცხადის პროცედურას და მხოლოდ აუცილებელ დოკუმენტებს მოითხოვს, რითაც მნიშვნელოვნად ზოგავთ დროსა და ენერგიას.

 

იპოთეკური სესხის პროცენტული განაკვეთისა და პირობების დეტალური ანალიზი

რაც არ უნდა იყოს მიზანი – ბინის შეძენა, რემონტი თუ რეფინანსირება – პროცენტული განაკვეთის ანალიზისას რამდენიმე ფაქტორი ყველა შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ:

 

ეფექტური და ნომინალური განაკვეთები: ეფექტური განაკვეთი ასახავს სესხის რეალურ ხარჯს.  ყველა დამატებითი ხარჯის გათვალისწინებით.

სესხის ვადა: რაც უფრო გრძელია ვადა, მით უფრო იაფდება ყოველთვიური გადახდა, თუმცა საერთო ჯამში მეტი პროცენტის გადახდა გიწევთ. გრძელვადიანი განვადება საშუალებას გაძლევთ, წინასწარ ჩამოაყალიბოთ ფინანსური გეგმები.

საწყისი შენატანი: ბანკებთან და სხვა ორგანიზაციებთან შედარებით, ბერმელი გთავაზობთ უფრო მოქნილ პირობებს საწყის შენატანზე.

 

განაცხადის შევსების ნაბიჯები იპოთეკური სესხის აღებისას

 

ბერმელში იპოთეკური სესხის ასაღებად მხოლოდ მინიმალური დოკუმენტებია საჭირო. განაცხადის პროცესი კი გამარტივებულია და შედგება შემდეგი საფეხურებისგან:

 

  1. ონლაინ განაცხადი: პირველი ნაბიჯი მარტივია! შეავსეთ განაცხადი ბერმელის ვებგვერდზე, მიუთითეთ სასურველი თანხა, ვადა და საკონტაქტო ინფორმაცია.
  2. დოკუმენტაციის წარდგენა: წარადგინეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, უძრავი ქონების ამონაწერი ან საკადასტრო კოდი. დაადასტურეთ თქვენი შემოსავლები. საჭიროების შემთხვევაში, ბერმელი ალტერნატიულ ვარიანტსაც განიხილავს შემოსავლების დადასტურებისთვის.
  3. განაცხადის განხილვა: სპეციალისტები აფასებენ როგორც თქვენს ფინანსურ შესაძლებლობებს, ისე უძრავი ქონების ღირებულებას და გადაწყვეტილებას იღებენ უმოკლეს ვადაში, 1-2 სამუშაო დღეში.
  4. ხელშეკრულების გაფორმება: დადებითი პასუხის შემდეგ ინდივიდუალურად მორგებულ ხელშეკრულებას გაეცნობით, სადაც წარმოდგენილია შეთანხმების ყოველი დეტალი.  
  5. თანხის გადარიცხვა: ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, თანხა ავტომატურად ირიცხება თქვენს ანგარიშზე.

 

იპოთეკური სესხის გადახდის სქემები და რეკომენდაციები

ანუიტეტური გადახდის სქემა: 

ასეთ დროს ყოველთვიური გადასახადი უცვლელი რჩება სესხის დასრულებამდე. ეს მიდგომა ამარტივებს ბიუჯეტის დაგეგმვასა და ხარჯების კონტროლს.

 

წინსწრებით დაფარვა: 

დააკვირდით, მოგიწევთ თუ არა დამატებითი საკომისიოს დაფარვა წინსწრებით გადახდის შემთხვევაში. ბერმელის პირობები ამ მხრივაც მოქნილია.

 

საშეღავათო პერიოდის ეფექტური გამოყენება: 

ექვსთვიანი შეღავათი საშუალებას გაძლევთ დაგეგმოთ ყველა აუცილებელი მოსამზადებელი ღონისძიება, სანამ ვალდებულების დაფარვას რეგულარულად დაიწყებთ

 

ვისთვის არის განკუთვნილი ბერმელის იპოთეკური სესხი

 

ბერმელის იპოთეკური სესხი ხელმისაწვდომია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აქტიურად ქმნიან ან აუმჯობესებენ საკუთარ მომავალს.

 

  • დასაქმებული პირები, რომლებიც უკვე მუშაობენ კერძო თუ საჯარო სექტორში და სურთ საკუთარი კერძო საკუთრების გაძლიერება, ან მომავალში ინვესტირება.  
  • ასევე, სესხი ძალიან ოპტიმალურია იმ ინდივიდუალური მეწარმეებისთვის, ვინც გეგმავს საკუთარ ბიზნესისთვის  უკეთესი პირობების შექმნას ან არსებული საცხოვრებლის გაფართოებას.
  • გარდა ამისა, ბერმელი იდეალური პარტნიორია მათთვის, ვისაც უკვე აქვს იპოთეკური სესხი, თუმცა ეძებს რეფინანსირების უფრო ხელსაყრელ პირობას. ანუ არსებული სესხის გაცვლა სურს ახალზე, უფრო მოქნილი გადახდის გრაფიკითა და შეღავათებით. ბერმელი ინდივიდუალურად განიხილავს თითოეულ შემთხვევას.
  • ბერმელი იდეალურია მათთვისაც, ვინც ბინის რემონტს გეგმავს ან ახალი სახლის მშენებლობა სურს, ან მიწის შესყიდვა სურს .  ბერმელის პირობები მათ საშუალებას აძლევს ნაბიჯ-ნაბიჯ გააზრებული ფინანსური გეგმით მიაღწიონ სასურველ მიზანს.

 

ბერმელი თითოეული მომხმარებლის საქმეს ინდივიდუალურად განიხილავს და იმაზე მეტ მოქნილობას გთავაზობთ, ვიდრე სტანდარტული საბანკო პროცედურები.

რჩევები იპოთეკური სესხის აღებამდე

იპოთეკური სესხის აღება დიდი გადაწყვეტილებაა, ამიტომ ეს პროცესი ყოველთვის ლოგიკური ანალიზის შედეგი უნდა იყოს:

 

  • არ გაგიტაცოთ მხოლოდ დაბალმა პროცენტმა, ყურადღებით შეისწავლეთ სესხის ყველა პირობა და ვარიანტი.
  • ყოველთვის განსაზღვრეთ თქვენი რეალური შესაძლებლობები: რეკომენდებულია, რომ სესხზე გადასახდელი თანხა არ აღემატებოდეს თქვენი შემოსავლის 40-50%-ს.
  • ყურადღებით გაეცანით ხელშეკრულებას: განსაკუთრებით სანქციებისა და ვალდებულებების ნაწილს.
  • კითხვების შემთხვევაში არ დააყოვნოთ  და დაუკავშირდით ბერმელის სპეციალისტებს ნომრებზე: +995 568 700 300  ან  0 422 27 56 50.

 

სწორად დაგეგმილი ნაბიჯებითა და კომპეტენტური პარტნიორის დახმარებით, თქვენ მიიღებთ იმ კომფორტს, რომელიც საკუთარ სახლზე ოცნებას რეალობად აქცვს. 

 

ბერმელში სერვისი მუშაობს თქვენთვის და ეს არის ის, რაც კონკურენტებისგან გამოგვარჩევს. 

 Loan with the best conditions - mortgage loan