სესხი სტარტაპის დაფინანსებისთვის — რას გთავაზობს ბერმელი? (EN)

ბიზნეს იდეა გაქვს, მაგრამ არ იცი საიდან დაიწყო ფინანსური მხარდაჭერის მოძიება? 

მაშინ ეს სტატია შენთვისაა. 

 

გაიხსენე, რამდენმა ახალგაზრდამ ვერ შეასხა ფრთები თავის იდეებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ბანკებმა უთხრეს უარი. რთული პირობების, გაუგებარი პროცედურების ან დამატებითი მოთხოვნების გამო.

 

ბერმელს გამოარჩევს ერთი რამ – აქ მოსვლის დღიდან შენ არ ხარ სისტემაში დაფიქსირებული სტატისტიკა, აქ გვესმის, რომ სტარტაპ დაფინანსება რისკია, თუმცა შესაძლებლობაც. და თუ გაქვს იდეა და სურვილი, ბერმელი მზადაა, ეს გზა გაგიმარტივოს. 

 

რატომ უნდა აირჩიო ბერმელი სტარტაპ სესხისთვის?

სტარტაპ სესხი არ არის ჩვეულებრივი სამომხმარებლო სესხი. სტარტაპი ნიშნავს იმას, რომ შენ ჯერ არ გაქვს სტაბილური ბიზნეს შემოსავალი, მრავალწლიანი ფინანსური ანგარიშები, და არც „სრულყოფილი“ საკრედიტორი ისტორია, რომელსაც ბანკები ტრადიციულად ითხოვენ.

აქ ფოკუსში გვაქვს არა ის, თუ რა იყავი გუშინ, არამედ ის, თუ რის აშენებას აპირებ ხვალ.

ბერმელში სესხი მტკიცდება სწრაფად

სესხის მოლოდინში იკარგება ძვირფასი დრო. ბერმელში სტარტაპ სესხის დამტკიცება შესაძლებელია ერთ დღეში. 

 

ჩვენ გვესმის, რომ ბაზარზე შესვლის მომენტი ბევრ რამეს განსაზღვრავს – მომხმარებელთან კომუნიკაციის მარტივად დამყარებას, თუ მომგებიანი პარტნიორობის შესაძლებლობებს.

ბერმელში დაგხვდება სესხი მოქნილი პირობები

ბერმელში შეგიძლია მიიღო:

  • თანხა – 1,000-დან 200,000 ლარამდე. რაც არ უნდა გჭირდებოდეს, მცირე თანხა ბიზნესის დასაწყებად, თუ სერიოზული ინვესტიცია მასშტაბური პროექტისთვის. აქ სესხს მიიღებ შენს საჭიროებებზე მორგებული პირობებით.
  • პროცენტი – თვეში 1.5%-დან, ხოლო წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 20.4%-დან. 
  • ვადა – მაქსიმუმ 10 წელი. ეს გრძელვადიანი პერსპექტივა  საშუალებას გაძლევს კონცენტრირდე ბიზნესის გრძელვადიან განვითარებაზე.
  • საშღავათო პერიოდი – 6 თვე. წარმოიდგინე, შენ გაქვს ნახევარი წელი, როცა სრულ გადახდაზე ფიქრი არ გიწევს და მხოლოდ ბიზნესის მიზნებზე, მომხმარებელთა მოზიდვასა და პროდუქტის დახვეწაზე ხარ ორიენტირებული. 

 

ვისთვის არის განკუთვნილი  სტარტაპ სესხი?

ხშირად ადამიანები ფიქრობენ, რომ სტარტაპ ბიზნესის დაწყება მხოლოდ მაშინ ღირს, თუკი სუპერინოვაციური იდეა გაქვს.  განსაკუთრებით 21-ე საუკუნეში. ჰგონიათ, რომ რევოლუციური ტექნოლოგიური ჰაბის აშენებას აპირებ. რეალურად, სტარტაპ ბიზნესი ყველაზე წარმატებულია მაშინ, როდესაც შეისწავლი შენ გარშემო არსებულ რეალობას, შეაფასებ საკუთარ რესურსებს და მათ თანხვედრაზე ოპტიმალურ გზას შემოგვთავაზებ.

 

სტარტაპ სესხი განკუთვნილია: 

  • თვითდასაქმებულებისთვის: ვინც დამოუკიდებლად მუშაობს და სურს არსებული საქმიანობის გაფართოება.
  • ახალგაზრდა მეწარმეებისთვის: ვინც პირველად იწყებს ბიზნესს და სჭირდება საწყისი კაპიტალი.
  • მცირე საწარმოებისთვის: რომელებსაც უკვე აქვთ მცირე ბიზნესი და სურთ გაფართოება.
  • სერვისის პროვაიდერებისღვის: 1000 წვრილმანის მაღაზიებიდან დაწყებული სილამაზის სალონებით დამთავრებული.
  • ონლაინ ბიზნესებისთვის: ციფრული და IT სერვისები და სხვა. 
  • ბერმელში განაცხადის შევსება შეგიძლია ნებისმიერი შემოსავლით: ხელფასი, იჯარა, გზავნილი, სამეწარმეო საქმიანობა. 

რა დოკუმენტები დაგჭირდება ბიზნეს სესხის ასაღებად?

  • პირადობის მოწმობა.
  • ბიზნეს გეგმა - ანუ, გასაგებად ფორმულირებული იდეა.
  • უძრავი ქონების განახლებული ამონაწერი - თუ გაქვთ უძრავი ქონება, რომლითაც შეგიძლიათ უზრუნველყოფის მოწოდება.

როგორ მივიღოთ სტარტაპ სესხი? 

ნაბიჯი 1: ონლაინ განაცხადის შევსება

პირველ რიგში, შეავსე ონლაინ განაცხადი, ამისთვის დაგჭირდება:

 

  • პირადი ინფორმაცია;
  • სესხის რაოდენობის განსაზღვრა;
  • უძრავი ქონების ინფორმაცია (ქალაქი, ტიპი, კვადრატული მეტრი);
  • საკრედიტო ისტორიის მდგომარეობა;
  • შემოსავლის ტიპი.

ნაბიჯი 2: ბერმელის წარმომადგენლის ზარი

ონლაინ განაცხადის შევსების შემდეგ, დღის განმავლობაში დაგიკავშირდება ბერმელის სესხის ოფიცერი. ადამიანი, რომელიც პასუხს გასცემს შენს კითხვებს. 

 

იგი დაგიზუსტებს დეტალებს, განმარტავს პროცესს და, თუ საჭიროა, დაგეხმარება დამატებითი დოკუმენტების მომზადებაში.

ნაბიჯი 3: ფილიალში ვიზიტი

როდესაც განაცხადი წინასწარ განიხილება, უნდა ეწვიო ბერმელის ერთ-ერთ ფილიალს. ბერმელს აქვს ფილიალები თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმში, ქობულეთსა და ხულოში. აირჩიე ის ადგილი, რომელიც ყველაზე ახლოს არის შენთან.

აქ მოხდება საბოლოო დეტალების დამუშავება, დოკუმენტების გადამოწმება და ხელშეკრულების გაფორმება.

ნაბიჯი 4: დამტკიცება და თანხის მიღება

დამტკიცების შემდეგ, თანხა გადაირიცხება შენს ანგარიშზე. მთელი ეს პროცესი, ონლაინ განაცხადიდან თანხის მიღებამდე, ძალიან სწრაფად მიმდინარეობს, განსაკუთრებით თუ ყველა დოკუმენტი წესრიგშია.

 

 როგორ დაგეხმარება ბერმელის სტარტაპ სესხი?

წარმოვიდგინოთ, რომ შენ ხარ დიზაინერი და გსურს პატარა სტუდიის გახსნა. 

ამისთვის  15,000 ლარი გჭირდება: აღჭურვილობისთვის, პირველი 3 თვის ქირისთვის და მარკეტინგისთვის. ასევე შენ გაქვს  ბინა თბილისში, რომელიც შეიძლება უზრუნველყოფად გამოიყენო.

  • ბერმელთან ერთად შეგიძლია:
  • აიღოთ სწორედ 15,000 ლარი;
  • გამოიყენო 6 თვიანი საშეღავათო პერიოდი, რათა ფოკუსირდე პირველად მიზნებზე;
  • გადაანაწილო თანხა 10 წელიწადზე.

 

ან გსურს, რომ გახსნა პატარა კაფე. გჭირდება 50,000 ლარი რემონტისთვის, ავეჯისთვის და საწყისი ინვენტარისთვის. აქაც ისევ იგივე ლოგიკა გვაქვს. ბერმელი საშუალებას გაძლევს, ბიზნეს საქმიანობა დაიწყოთ მაშინვე და არ დაკარგო თვეები ბანკებში ვიზიტისთვის.

 

არის თუ არა საკრედიტო ისტორია პრობლემური სტარტაპ სესხის აღებისას?

ბევრი შიშობს, რომ სრულყოფილი საკრედიტო ისტორია არ აქვს.

ბერმელში საკრედიტო ისტორია მნიშვნელოვანია, მაგრამ სესხის გაცემისას ერთადერთი კრიტერიუმი არ არის.

თუ სესხებს ვადაგადაცილების გარეშე იხდი, შესანიშნავია. თუ მიმდინარე ვადაგადაცილებული სესხები გაქვს, ეს  პროცესს გაართულებს, მაგრამ ავტომატურ უარს არ ნიშნავს. 

რატომ ვამბობთ, რომ ბერმელი განსხვავებულია?

ბერმელი კონკურენტებისგან ბევრი რამით განსხვავდება:

 

  1. რეალურად გვესმის სტარტაპის სპეციფიკა: ბერმელს ესმის, რომ ყველა დიდი კომპანია ოდესღაც უბრალოდ იდეა იყო.
  2. ადამიანური მიდგომა: აქ მაქსიმალურად ვითვალისწინებთ შენს ფინანსურ მდგომარეობას.
  3. მოქნილობა: საშეღავათო პერიოდი, გრძელვადიანი დაფარვის ვარიანტები, სხვადასხვა შემოსავლის წყაროების მიღება – ბერმელი ცდილობს მოერგოს შენს საჭიროებებს, და არა პირიქით.
  4. სიჩქარე: სესხის დამტკიცება მოკლე ვადაში. და ეს არ არის უბრალოდ მარკეტინგული სლოგანი, კონკურენტებთან შედარებით, ბერმელში სესხის დამტკიცება ხშირად ერთი დღის ვადაში ხდება. 

 

სტარტაპის დაწყებას სჭირდება გამბედაობა, რათა დაიჯერო საკუთარი იდეის. და, რა თქმა უნდა, სჭირდება ფინანსური რესურსიც, რათა ეს იდეა რეალობად აქციო.

 

თუ გაქვს ბიზნეს იდეა და ამასთან, სურვილი და მზადყოფნა, რომ მასზე იმუშაო, ბერმელი შენი პარტნიორი გახდება!

 

დარეკე ცხელ ხაზზე და აიღე სტარტაპ სესხი +995 568 700 300 ან 0 422 27 56 50, შეავსე ონლაინ განაცხადი და დაიწყეთ შენი ბიზნესის ისტორია დღესვე. 

 

სესხი სტარტაპის დაფინანსებისთვის — რას გთავაზობს ბერმელი? (EN)