სესხი თვითდასაქმებულებისთვის (EN)

ქვეყნის მასშტაბით, 2025 წლის I კვარტალში თვითდასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით 434.7 ათასი ადამიანი იყო. ეს კი მხოლოდ ფორმალურად აღრიცხული თვითდასაქმებული პირებია. არაოფიციალურად, ეს რიცხვი შესაძლოა 600 000-საც აღწევდეს, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ სოფლის მეურნეობაში, ოჯახურ საქმიანობაში ან მცირე მომსახურების სფეროში მომუშავეებს, რომლებიც ხშირად ვერ ხვდებიან ოფიციალურ სტატისტიკაში.

 

თვითდასაქმებულებისთვის ფინანსურ სერვისებზე წვდომა სერიოზულ გამოწვევად რჩება. ბანკები ხშირად რთულ და ხანგრძლივ ბიოუროკრატიულ პროცესებს სთავაზობენ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ სტაბილური ხელფასი ან დადასტურებული შემოსავალი.

ბერმელის პროდუქტი “სესხი თვითდასაქმებულებისთვის” სწორედ ამ საჭიროებას პასუხობს და იგი მორგებულია რეალურ შესაძლებლობებსა და ყოველდღიურობას.

 

რატომ უჭირთ თვითდასაქმებულებს სესხის აღება?

საბანკო სექტორში სესხის აღება მარტივად თვითდასაქმებულებისთვის  თითქმის შეუძლებელია, რადგან მათ არასტაბილური შემოსავლის მქონე, რისკიან ჯგუფად მიიჩნევენ. 

ბანკები სესხის გაცემისას დამადასტურებელ დოკუმენტაციებს ითხოვენ: ხელფასის ოფიციალურ  ცნობას, შრომით ხელშეკრულებას ან მუდმივ შემოსავლებს. 

მიუხედავად იმისა, რომ თვითდასაქმებულები არარეგულირებული სამუშაო გრაფიკის გამო, შესაძლოა უფრო მეტად იყვნენ დატვირთულნი და მეტსაც გამოიმუშავებდნენ, შემოსავლების ოფიციალურად დადასტურება უჭირთ. 

ამ ბიუროკრატიული სირთულეების გამო, არ შეუძლიათ, სასურველი სერვისი დროულად მიიღონ, საბოლოოდ კი ფინანსური რესურსების გარეშე რჩებიან.

 

ბერმელი - მარტივი სესხი თვითდასაქმებულებისთვის

ჩვენი სერვისი სწორედ მათთვის არის შექმნილი, ვინც დამოუკიდებლად მუშაობს და სჭირდება მოქნილი, სწრაფი და გამჭვირვალე ფინანსური გადაწყვეტა.

ბერმელში სესხის აღება მარტივია, არ მოითხოვს რთულ საბანკო დოკუმენტაციას, შემოსავლის დადასტურებისას კი ჩვენი გუნდი გეხმარებათ: მაგალითად, საჭიროების შემთხვევაში, სურათზე აღვბეჭდავთ თქვენს საქმიანობას. 

თუ გჭირდებათ სესხი თვითდასაქმებულებისთვის, ბერმელი სანდო და ხელმისაწვდომი არჩევანია.

 

 როგორ უნდა აიღოთ მარტივი სესხი ბერმელში?

    1. შეავსეთ განაცხადი: დაგვიკავშირდით და მოგვაწოდეთ პირადობის მოწმობა და უძრავი ქონების ამონაწერი ან საკადასტრო კოდი.
    2. შემოსავლების დადასტურებაში ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ:  თუ არ გაქვთ ოფიციალური ხელფასი, ვიზრუნებთ პროცესის ვიზუალურ დადასტურებაზე.

 

  • დადასტურების შემდეგ თანხა სწრაფად ირიცხება თქვენს ანგარიშზე.

 

 

რა პირობებია სესხზე თვითდასაქმებულებისთვის?

თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი მიზნობრიობით მიიღოთ სესხი თვითდასაქმებულებისთვის, თუკი მის უზრუნველყოფას უძრავი ქონებით შეძლებთ.

 

  • თანხა: 3 000 ლარიდან 200 000 ლარამდე

 

თანხის ამ რაოდენობით, ბერმელი საშუალებას  გაძლევთ დაიკმაყოფილოთ როგორც მცირე, ისე დიდი სურვილები, ტექნიკის შეძენიდან ბიზნესის გაფართოებამდე.

 

 

  • ვადა: მაქსიმუმ 10 წელი

 

გრძელვადიანი ვადა ნიშნავს დაბალ თვიურ გადასახადს. შეგიძლიათ, დაარეგულიროთ გადახდები თქვენს შესაძლებლობებზე მორგებით.

 

 

  • პროცენტი:ეფექტური თვეში 1.7 %-დან

 

იმ ფონზე, როცა რისკის გამო, სხვა ბანკები თვითდასაქმებულებს მაღალი პროცენტით სთავაზობენ სესხს, ბერმელი თქვენზე მორგებულ პირობას ირჩევს.

 

 

  • პერიოდი: შესაძლებელია აირჩიოთ 6 თვემდე.

 

ეს არის მოქნილი გადაწყვეტა მათთვის, ვისაც სჭირდება სესხის მიღება, თუმცა, პირველ თვეებში არ აქვს სტაბილური შემოსავალი. მაგალითად, სეზონური საქმიანობის გამო ან ახალი პროექტის დაწყებისას. 



გადადგი პირველი ნაბიჯი ფინანსური თავისუფლებისკენ

თავისუფლად მუშაობა არ უნდა ნიშნავდეს ფინანსურ შეზღუდვებს.

ბერმელში გვჯერა, რომ ყოველი ფრილანსერი, ხელოვანი, მეწარმე, ტუტორი თუ რეპეტიტორი იმსახურებს სანდო და მოქნილ ფინანსურ მხარდაჭერას.

 

დაგვიკავშირდით:

+995 568 700 300 | 0 422 27 56 50

 

შეგახსენებთ, რომ თვითდასაქმებულის სესხი ბერმელში მარტივად, გამჭვირვალედ და თქვენზე მორგებული პირობებით გაიცემა. 

გადადგით პირველი ნაბიჯი დღესვე!

 

სესხი თვითდასაქმებულებისთვის  (EN)