სტუდენტური სესხები უმაღლესი განათლებისთვის – როგორ შევარჩიოთ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სწორად? (EN)

რატომ სჭირდებათ სტუდენტებს სესხი განათლებისთვის?

თანამედროვე სამყაროში განათლება ყველაზე ღირებული ინვესტიციაა, უმაღლესი განათლების მიღება კი ხშირად დაკავშირებულია მაღალ ფინანსურ ხარჯებთან. სწავლის გადასახადები, საცხოვრებელი ხარჯები და დამატებითი საჭიროებები სტუდენტებსა და მათ ოჯახებს ფინანსურად დიდ დატვირთვას აკისრებს. 

საქართველოში სწავლის საფასური წლიურად კერძო უნივერსიტეტებში 9,000 ლარს აჭარბებს, ხოლო საცხოვრებელი და ყოველდღიური ხარჯები თვეში 1,000 ლარს აღწევს. სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა შედარებით იაფია, თუმცა ბინის ქირა, კვება და ტრანსპორტირება, მნიშვნელოვან ფინანსურ დატვირთვას ქმნის. 

ეს პირობები განათლების გზაზე ბარიერად არ უნდა იქცეს.  სწორედ ამიტომ, სტუდენტური სესხი უკეთესი გამოსავალია მათთვის, ვინც დამოუკიდებლად ან მშობლების დახმარებით ვერ ფარავს სასწავლო ხარჯებს.

 

სტუდენტური სესხის ძირითადი ტიპები საქართველოში

საქართველოში სტუდენტური სესხი ორი ძირითადი ტიპისაა:

უზრუნველყოფილი სესხი: საჭიროებს უძრავი ქონების ან სხვა აქტივების უზრუნველყოფას. ამ შემთხვევაში, შესაძლებელია სესხი გრძელვადიან პერსპექტივაში დაფაროთ და შედარებით დაბალი პროცენტით.

არაუზრუნველყოფილი სესხი: თუკი სწავლის დაფინანსება არაუსზუნველყოფილი სესხით გჭირდებათ, ამ ტიპის მომსახურება მოქნილ ფინანსურ მხარდაჭერას გთავაზობთ,  თუმცა განსხვავდება საპროცენტო განაკვეთითა და მაქსიმალური ვადის ხანგრძლივობით.

მაგალითად, ბერმელში მიკროსაფინანსო სესხი სტუდენტებისთვის იწყება თვეში 1.5%-დან, უზრუნველყოფილი სესხის ვადა 10 წელია, არაუზრუნველყოფილის შემთხვევაში კი 6 წელი, რაც სტუდენტს მეტ ფინანსურ თავისუფლებას უტოვებს სწავლის პერიოდში.

 

როგორია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების პირობები სტუდენტებისთვის?

მიკროსაფინანსო სესხი სტუდენტებისთვის  ნიშნავს ინდივიდუალურად მორგებულ პირობებს, ესენია:

  • სწავლის საფასურის პირდაპირი გადარიცხვა სასწავლებელში;
  • საშეღავათო პერიოდის არჩევის შესაძლებლობა (მაგ. ბერმელში შეგიძლიათ 12 თვემდე პერიოდით ისარგებლოთ);
  • მარტივი დოკუმენტაცია: თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ პირადობის მოწმობა და ავტორიზებული სასწავლებლის დადასტურება;
  • სწრაფი და მოქნილი მომსახურება.

 

5 მთავარი კრიტერიუმი სწორი მიკროსაფინანსო კომპანიის ასარჩევად

სტუდენტური სესხის არჩევისას მნიშვნელოვანია შემდეგი ფაქტორების გათვალისწინება:

  1. საპროცენტო განაკვეთი: შეადარეთ თვიური და წლიური ეფექტური განაკვეთი სხვადასხვა ორგანიზაციაში.
  2. საშეღავათო პერიოდი: შეამოწმეთ, გთავაზობთ თუ არა ორგანიზაცია გადახდის გადავადებას სწავლის პერიოდში.
  3. მომსახურების გამჭვირვალობა: დარწმუნდით, რომ თქვენთვის გასაგებად გიხსნიან საკომისიოებისა ან ჯარიმების შესახებ, ვადაგადაცილების შემთხვევაში.
  4. თანხის ჩარიცხვის სქემა: სასურველია, თანხა პირდაპირ სასწავლებელში ირიცხებოდეს.
  5. მომხმარებელთა შეფასებები და გამოცდილება: გადაამოწმეთ ორგანიზაციის რეპუტაცია და წარსული გამოცდილება.

 

რისკები და რეკომენდაციები – როგორ უნდა აიცილოს სტუდენტმა გადახდის პრობლემები

სტუდენტური სესხს, მიუხედავად მისი სარგებლიანობისა, მთელი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ. გადახდის დაგვიანება ან დროის არასწორი მენეჯმენტი შესაძლოა სერიოზულ ფინანსურ პრობლემად იქცეს მომავალში. 

 

რეკომენდირებულია:

 

  • შეაფასოთ თქვენი გადახდისუნარიანობა სწავლის დასრულების შემდეგ;
  • აირჩიოთ მხოლოდ საჭირო თანხა და არა მაქსიმუმი;
  • გქონდეთ ფინანსური გეგმა ვალის დაფარვისთვის.

 

 

როგორ მივიღოთ ინფორმირებული და უსაფრთხო გადაწყვეტილება სტუდენტური სესხის აღებისას

სტუდენტური სესხი შეიძლება პირველ ფინანსურ ნაბიჯს წარმოადგენდეს ახალგაზრდისთვის. სწორი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შერჩევა, რომელიც გამჭვირვალე პირობებს, გრძელვადიან შეღავათებსა და მომხმარებელზე ორიენტირებულ მომსახურებას გთავაზობთ - უმნიშვნელოვანესია ამ პროცესში.

 

გაითვალისწინეთ ყველა ზემოაღნიშნული კრიტერიუმი და მიიღეთ ინფორმირებული, გონივრული და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება: განათლება მომავლის საძირკველია!

 

დამატებითი ინფორმაცია ბერმელის პირობებზე იხილეთ ვებ-გვერდზე ან დაგვიკავშირდით: +995 568 700 300 /  0 422 27 56 50

 

სტუდენტური სესხები უმაღლესი განათლებისთვის – როგორ შევარჩიოთ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სწორად? (EN)