გაიღე სისხლი უანგაროდ, გადაარჩინე სიცოცხლე და გახდი გმირი - მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ბერმელის" გუნდი უანგარო დონაციის ეროვნულ კამპანიას შეუერთდა.
„უანგარო დონაცია ერთ-ერთია გზაა დაეხმარო სხვას და ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე შეუნარჩუნო. ვფიქრობ, ყველა ადამიანმა, ვისაც ჯანმრთელობა ხელს უწობს სისხლი უანგაროდ უნდა გაიღოს. როდესაც ასეთი შანსი გაქვს, რომ შეგიძლია სხვას სიცოცხლე ხელმეორედ აჩუქო, ამაზე უარი არ უნდა თქვა,“- ამბობს „ბერმელის“ რეგიონალური და დარგობრივი მენეჯერი ინგა გორგაძე
