ავტოსესხი და დაზღვევა: რეალური ხარჯი და სრული ბიუჯეტის დაგეგმვა (RU)

მანქანის ყიდვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური ნაბიჯია, რომელსაც ადამიანი ცხოვრებაში დგამს. სწორედ ამიტომ, ბერმელი მიზნად ისახავს, ადამიანებს მისცეს ის ცოდნა, რომელიც მათ ინფორმირებული და გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარებათ, თუნდაც ეს ცოდნა პირდაპირ არ ეხებოდეს ჩვენს პროდუქტებს. ფინანსური განათლება ყველასთვისაა და ეს სტატია სწორედ ამ მიზნით იწერება.

 

ბევრი ადამიანი, მანქანის ყიდვისას, ერთ კითხვაზე ფიქრობს “შემიძლია თუ არა, რომ ყოვედთვიური სასესხო გადასახადი დავფარო?” მაგრამ, ეს კითხვა მხოლოდ ნახევრად გაგცემთ პასუხს თქვენი რეალური ვალდებულებების შესახებ.  მანქანის ფლობა გაცილებით მეტ ხარჯს ნიშნავს, ვიდრე სესხის შენატანია. ყველაზე ხშირად დავიწყებული ხარჯი კი მანქანის დაზღვევაა.

 

რა არის ავტოდაზღვევა და დაზღვევის რა სახეები არსებობს?

ავტოდაზღვევა არის ფინანსური დაცვის ინსტრუმენტი, რომელიც სხვადასხვა რისკიან ხარჯებს გარიდებს: ქურდობა, ავარია, ბუნებრივი კატასტროფისგან მიყენებული ზიანი, ზოგ შემთხვევაში, დაზღვევა ჯანმრთელობის ხარჯებსაც მოიცავს. ზოგადად, ავტოდაზღვევის ორი ძირითადი კატეგორია არსებობს:

 

  1.  სავალდებულო პასუხისმგებლობის დაზღვევა 

ეს არის ის მინიმალური დაზღვევა, რომელიც კანონით სავალდებულოა მრავალ ქვეყანაში. იგი ანაზღაურებს იმ ზიანს, რომელიც შენ შეიძლება მიაყენო სხვა ადამიანის ქონებას ან ჯანმრთელობას. ეს არის ბაზისური დაცვა, როგორც საკუთარი თავისთვის, ისე სხვებისთვის.

  1.  კასკო -  სრული ავტოდაზღვევა

კასკო გაცილებით ფართო დაზღვევას გულისხმობს. ის შეიძლება მოიცავდეს:

 

  • ავარიით გამოწვეულ ზიანს, მიუხედავად იმისა, ვინ არის დამნაშავე;
  • ქურდობას ან სატრანსპორტო საშუალების დაკარგვას;
  • ბუნებრივი მოვლენებით (სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი) გამოწვეულ დაზიანებებს;
  • ვანდალიზმსა და მესამე პირის მიერ მიყენებულ ზიანს.

 

კასკო ჩვეულებრივ ნებაყოფლობითია, მაგრამ ავტოსესხის შემთხვევაში, ის ხშირად სავალდებულო ხდება, ამ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანია გარანტიას იძლევა, რომ ფინანსური ინსტიტუტის გირაო (ანუ მანქანა) დაცულია.

რატომ არის დაზღვევა ხშირად სავალდებულო ავტოსესხის დროს?

როდესაც ავტოსესხს იღებ, მანქანა ფინანსური ინსტიტუტის გირაოს ფუნქციას ასრულებს. მარტივად რომ ვთქვათ, სანამ სესხს სრულად არ დაფარავ, მანქანა ერთგვარი უზრუნველყოფაა შენი ვალდებულებების სანაცვლოდ. სწორედ ამიტომ, გამსესხებელი მხარე ცდილობს დაიცვას ეს უზრუნველყოფა ნებისმიერი რისკისგან: ავარიისგან, ქურდობისგან თუ სხვა დაზიანებისგან.

როგორ უნდა დაგეგმო სრული ბიუჯეტი მანქანის ყიდვისას?

მანქანის რეალური ღირებულება ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ სესხის ყოველთვიური გადასახადი. სწორ ფინანსურ დაგეგმვას სრული სურათის დანახვა სჭირდება, არა მხოლოდ დღეს, არამედ მომავალშიც.

 

სრული ბიუჯეტის დათვლისას უნდა გაითვალისწინო:

  • ყოველთვიური სესხის შენატანი: ძირი თანხა + პროცენტი;
  • მანქანის დაზღვევა:  კასკო და სავალდებულო/დამატებითი პოლისები ტექნიკური მომსახურება (ზეთისა და ფილტრების შეცვლა, საბურავები, მოულოდნელი ხარვეზები);
  • რეგისტრაცია და გადაფორმება: ერთჯერადი, თუმცა საგრძნობი ხარჯი;
  • საწვავი: მუდმივი ყოველთვიური ოპერაციული ხარჯი;
  • გაუთვალისწინებელი ხარჯები: მინიმუმ 10-15% სიმშვიდისთვის.

 

გონივრული გადაწყვეტილება იწყება სრული ხარჯების გაცნობიერებით. მხოლოდ ასე შეგიძლია განსაზღვროთ, რეალურად რამდენად ხელმისაწვდომია თქვენთვის მანქანა,  არა მხოლოდ ყიდვის მომენტში, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც.

როდის ღირს დაზღვევის პირობების შედარება?

ყოველთვის!

განსაკუთრებით კი მაშინ, როცა:

 

  • გამსესხებელი კონკრეტულ სადაზღვევო კომპანიას გთავაზობს: ჰკითხე, შესაძლებელია თუ არა ალტერნატიული პოლისის არჩევა და შეადარე პირობები.
  • წლიური პრემია მნიშვნელოვნად ზრდის ყოველთვიურ ბიუჯეტს: ხშირად მცირე სხვაობაც კი ჯამში დიდ თანხას ქმნის.
  • სხვადასხვა სადაზღვევოს შეთავაზებები მკვეთრად განსხვავდება: შეაფასე არა მხოლოდ ფასი, არამედ დაფარვის პირობები და ანაზღაურების წესები.
  • მიზანი მარტივია: თქვენ უნდა გადაიხადოთ გონივრული თანხა, მაგრამ არა ხარისხის ხარჯზე. 

 

რა კითხვები უნდა დაუსვა საკუთარ თავს ავტოსესხის აღებამდე?

 

მანქანის ყიდვა ხშირად ემოციური გადაწყვეტილებაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა კონკრეტული მოდელი უკვე არჩეული გაქვს. თუმცა ფინანსური ვალდებულება ემოციებზე არ უნდა იყოს დაფუძნებული. სანამ ავტოსესხზე ხელშეკრულებას მოაწერ ხელს, მნიშვნელოვანია რამდენიმე პრინციპულ კითხვაზე პასუხი გქონდეს.

 

  1. რამდენ პროცენტს შეადგენს სესხის შენატანი ჩემს შემოსავალთან შედარებით?

ფინანსური სტაბილურობისთვის რეკომენდებულია, რომ ყველა საკრედიტო ვალდებულება არ აღემატებოდეს თვიური შემოსავლის დაახლოებით 30-40%-ს. თუ ავტოსესხი ამ ზღვარს გასცდება, შესაძლოა ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდეთ.

 

  1. მაქვს თუ არა გადანახული თანხა?

მანქანის ყიდვის ხარჯები ყოველთვის წინასწარ პროგნოზირებადი არ არის. თუ არ გაქვთ მინიმუმ 3-6 თვის დანაზოგი ყოველდღიური ხარჯებისთვის, სესხის აღება დამატებით ფინანსურ რისკს ქმნის.

 

  1. რას შევცვლი ჩემს ბიუჯეტში?

ხშირად მანქანის შეძენა სხვა ხარჯების შემცირებას ნიშნავს: მოგზაურობის, გართობის ან სხვა გეგმების გადადებას. მნიშვნელოვანია გააცნობიეროთ, ხართ თუ არა მზად ამ ცვლილებებისთვის.

 

  1. შევადარე თუ არა სხვადასხვა შეთავაზება?

საპროცენტო განაკვეთი, დაზღვევის პირობები და ვადები შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს. საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეთ არა მხოლოდ სისწრაფის, არამედ გრძელვადიანი სარგებლის გათვალისწინებით.

 

გააზრებული კითხვა დღეს ნიშნავს მშვიდ ფინანსურ მდგომარეობას ხვალ.

 

დასკვნა

 

ავტოსესხი და დაზღვევა ერთმანეთისგან დამოუკიდებელი არ არის, ეს ერთი ფინანსური ოპერაციის ორი მნიშვნელოვანი ნაწილია.

 

მხოლოდ თვიურ შენატანზე ფოკუსირებამ შესაძლოა მომავალში გაუთვალისწინებელ ხარჯებამდე მიგიყვანოთ.

 

ბერმელი გთავაზობს ავტოსესხს:

  • 1,000-დან 200,000 ლარამდე
  • 24%-იანი წლიური საპროცენტო განაკვეთით
  • 1-დან 36 თვემდე ვადით
  • პასუხს განაცხადის შევსებიდან 1 საათის განმავლობაში

 

დაგვიკავშირდი:

 

+995 568 700 300

0 422 27 56 50

 

გახსოვდეს, მთავარია დასვა სწორი კითხვები და გქონდეს შენი ფინანსური მრჩევლის, ბერმელის იმედი!

ავტოსესხი და დაზღვევა: რეალური ხარჯი და სრული ბიუჯეტის დაგეგმვა (RU)