დააფინანსე შენი ბიზნესი – ბიზნეს სესხი ბერმელისგან (RU)

თანამედროვე ბიზნეს გარემოში წარმატება ხშირად ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობაზეა დამოკიდებული. იმისათვის, რომ მეწარმემ შეძლოს არა მხოლოდ საკუთარი საქმის შენარჩუნება კონკურენტულ ბაზარზე, არამედ მისი გაფართოება და განვითარება, აუცილებელია სწორი ფინანსური პარტნიორის შერჩევა. 

 

სწორედ ასეთი შესაძლებლობას გაძლევთ ბიზნეს სესხი ბერმელისგან, სანდო და გამოცდილი პარტნიორისგან, რომელსაც სრულად ესმის ადგილობრივი მეწარმეების გამოწვევა და მხარდაჭერის მნიშვნელობა.

 

ბერმელის გამოცდილება და სანდოობა: წარმატების საფუძველი ბიზნეს კრედიტისთვის

ბერმელი უკვე 24 წელია, რაც საქართველოში ფინანსურ სექტორს წარმატებით ემსახურება. კომპანიის ისტორია იწყება სულ რაღაც 600 დოლარით, თუმცა წლების განმავლობაში მან მიაღწია მნიშვნელოვან ზრდას და დღეს ბერმელი რამდენიმე მილიონი დოლარის მოცულობის ოპერაციებით გამოირჩევა. ასეთი გზა ნათლად მეტყველებს ბერმელის საიმედოობაზე და უნარზე, ყოფილიყო ძლიერი საყრდენი ყველა ზომის ბიზნესისთვის.

 

ვინ შეიძლება გახდეს ბერმელის სესხის მომხმარებელი?

ბიზნეს კრედიტი ხელმისაწვდომია ნებისმიერი პოზიციის მეწარმისთვის : იქნება ეს დამწყები სტარტაპერი თუ გამოცდილი ბიზნესმენი. 

 

ბერმელი არ ანიჭებს უპირატესობას კონკრეტულ სეგმენტს, დაფინანსება განკუთვნილია მცირე, საშუალო და დიდ კომპანიებზე, რაც კიდევ უფრო ზრდის შესაძლებლობების არეალს. 

 

აქ გადამწყვეტია მხოლოდ თქვენი მოტივაცია და ბიზნესის განვითარების სურვილი.

 

ბიზნეს სესხის მისაღებად საჭირო პირობები და დოკუმენტები

იმისათვის, რომ შეძლოთ ბერმელის სესხის მიღება, აუცილებელია რამდენიმე ძირითადი დოკუმენტის წარმოდგენა:

 

  1. პირადობის მოწმობა;
  2. შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტები (გაითვალისწინეთ, რომ ბერმელი ითვალისწინებს დაუდასტურებელ შემოსავლებსაც);
  3. უძრავი ქონების განახლებული ამონაწერი, რომელიც გირაოდ იქნება გამოყენებული.

 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბერმელი მუშაობს სხვადასხვა შემოსავლის მქონე მომხმარებლებთან: თვითდასაქმებულები, მეწარმეები, გზავნილით ან იჯარიდან შემოსავლის მქონე პირები. აქ ყველას აქვს ფინანსური მხარდაჭერის მიღების შანსი.

 

სესხის ძირითადი პირობები – მოქნილობა და გამჭვირვალობა

 

ბერმელი თავის მთავარ უპირატესობად მიიჩნევს მოქნილი პირობების შეთავაზებასა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მეწარმესთან:

 

  • სესხის მოცულობა: 1,000-დან 200,000 ლარამდე;
  • საპროცენტო განაკვეთი: თვიურად 1.5%-დან, წლიური ეფექტური განაკვეთი – 20.4%-დან, რაც ბაზარზე საკმაოდ კონკურენტული მაჩვენებელია;
  • დაფარვის ვადა: მაქსიმუმ 10 წლამდე, რაც შესაძლებლობას გაძლევთ, გრძელვადიან პერსპექტივაზე იფიქროთ;
  • საშეღავათო პერიოდი: 6 თვემდე საშეღავათო პერიოდი. ახალი ბიზნესებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პერიოდი სწორედ დასაწყისია.
  • გირაო: სესხი გაიცემა უძრავი ქონების (ბინა, სახლი, კომერციული ფართი, მიწა) ან ავტომობილის გირაოთი. 

 

ბიზნეს სესხის გადახდის პროცესი და განაცხადის სიმარტივე

ბერმელი იცავს პრინციპს, რომ ფინანსები იყოს ხელმისაწვდომი და პროცესები მარტივი. ამისათვის სესხების მიღების პროცედურა გამარტივებულია:

 

  • ონლაინ განაცხადი: შესაძლებელია განაცხადის შევსება სახლიდან გაუსვლელად, ვებგვერდის საშუალებით;
  • სწრაფი განხილვა: განაცხადი განიხილება ერთ სამუშაო დღეში, გადაწყვეტილების სისწრაფე და გამჭვირვალობა კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია;
  • პროფესიონალური კონსულტაცია: განაცხადის შემდეგ ბერმელის წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ დეტალების დასაზუსტებლად და საჭირო დოკუმენტაციის შეგროვებისთვის;
  • საკრედიტო ისტორიის გათვალისწინება: ბერმელი ინდივიდუალურად აფასებს ყოველ შემთხვევას და მცირედი ვადაგადაცილებაც კი ავტომატურად არ გამორიცხავს სესხის გაცემას;

 

სესხის გავლენა ბიზნესის განვითარებაზე = მეტი, ვიდრე ფული

ბიზნეს სესხი ბერმელისგან არა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერაა, არამედ ახალი შესაძლებლობების კარი:

  • შეგიძლიათ გაიფართოვოთ საქმიანობა, განაახლოთ აღჭურვილობა, გაზარდოთ საწყობი ან გახსნათ ახალი ფილიალი;
  • შესაძლებელია ახალ ბიზნეს მიმართულებებში ინვესტირება ინოვაციური იდეების რეალიზაციისთვის;
  • ფინანსური რესურსების სწორად განაწილებით ოპტიმიზაციას გაუკეთებთ ფულადი ნაკადების მართვას;
  • სეზონურ გამოწვევებზე ეფექტურად რეაგირებთ, რაც ბიზნესი უფრო მდგრადს ხდის

 

ბერმელის ფილოსოფია – მომხმარებელზე ზრუნვა წარმატების საიდუმლოა

ბერმელი არ არის მხოლოდ ფინანსური ორგანიზაცია, არამედ თქვენი წარმატების თანამონაწილე, რომელიც მომხმარებლის საჭიროებებს ყოველთვის აყენებს პირველ ადგილზე. კომპანიის სლოგანი “სურვილები სრულდება ბერმელში” რეალური გამოცდილების საფუძველზეა შექმნილი. ბერმელი იზრდება თქვენთან ერთად და თქვენთვის.

 

ბიზნეს სესხი საქართველოს ეკონომიკური განვითარების კონტექსტში

საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესი ეკონომიკური სტაბილურობის საფუძველია, რადგან სწორედ აქ იქმნება ქმნის სამუშაო ადგილები.  თუმცა, ბევრ მეწარმეს უჭირს საკუთარი კაპიტალის მობილიზება ან საბანკო სისტემის მკაცრ მოთხოვნებთან შეგუება. ბიზნეს დაფინანსება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისგან, როგორიცაა ბერმელი, ამ ხარვეზს ავსებს და მეწარმეებს აძლევს რეალურ შანსს, რათა თავიანთი საქმე განავითარონ.

 

ბერმელის პროდუქტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონული განვითარების კუთხით. თბილისის მიღმა, სადაც ფინანსური მომსახურებები ნაკლებად ხელმისაწვდომია, მცირე, საშუალო და დიდი ბიზნესის დაფინანსება არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ სოციალური საკითხიც ხდება. 

 

როდესაც აჭარაში დაარსებული კომპანია ფართოვდება მთელი საქართველოს მასშტაბით და მომხმარებლებს ემსახურება ბათუმიდან, ქუთაისიდან, ზუგდიდიდან თუ რუსთავიდან, ეს პირდაპირ ნიშნავს რეგიონული ეკონომიკის გააქტიურებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

 

გადადგით პირველი ნაბიჯი მომავლისკენ ბერმელში

თუ გსურთ თქვენი ბიზნესის განვითარება და გჭირდებათ სანდო ბიზნეს კრედიტი, დაუკავშირდით ბერმელს ცხელ ხაზზე: +995 568 700 300 ან 0 422 27 56 50, ან შეავსეთ ონლაინ განაცხადი. თქვენი წარმატების გზა იწყება სწორი გადაწყვეტილებით, დააფინანსეთ თქვენი ბიზნესი ბერმელის მხარდაჭერით და გააძლიერეთ მისი მომავალი.

დააფინანსე შენი ბიზნესი – ბიზნეს სესხი ბერმელისგან (RU)