სოფლის მეურნეობის განვითარება ბერმელთან ერთად და ფერმერული ბიზნესის დაფინანსება (RU)

დღეს უკვე ბევრს აინტერესებს, რა რაოდენობის თანხითაა შესაძლებელი აგრარული ბიზნესის დაწყება საქართველოში,  გაქვთ თუ არა საკმარისი სამეურნეო მიწა და შეგიძლიათ თუ არა, საქმიანობის დასაწყებად აგრო ბიზნეს სესხი მიიღოთ. 

საქართველოში მცირე სამეურნეო საქმიანობის დასაწყებად ხშირად საკმარისია 1-3 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. მაგალითად, 1 ჰექტარზე შეგიძლიათ ბოსტნეულის (კარტოფილი, პომიდორი, კიტრი) მოყვანა, ხოლო 2-3 ჰექტარი დაგჭირდებათ ხეხილის ბაღის ან მარწყვის სათბურისთვის. 

პირველადი ინვესტიცია, რომელიც მიწის დამუშავებას, წყლის სისტემების მოწყობასა და საწყის სათესლე მასალას მოიცავს, საშუალოდ, დაახლოებით 15,000-50,000 ლარს შეადგენს

მთავარი კითხვა, რომელიც დამწყებ ბიზნესმენს უჩნდება, შემდეგია: ღირს თუ არა ამ სექტორში თანხის ჩადება?

FAO-ს (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) რეგიონალური ანალიზის მიხედვით, სწორად დაგეგმილი სოფლის მეურნეობის პროექტები (მაგ. კენკროვანი კულტურები, თხილის პლანტაციები ან მწვანილის ექსპორტზე ორიენტირებული ბიზნესი) 2-3 სეზონზე (ანუ 1,5-2 წელიწადში) ფარავს საწყის დანახარჯებს და მოგებაზე გადის.

რატომ არის საქართველოში აგრო ბიზნესი მომგებიანი?

საქართველო გამოირჩევა ნოყიერი ნიადაგით, მრავალფეროვანი კლიმატური ზონებითა და მზარდი მოთხოვნით როგორც შიდა, ისე გარე ბაზრებზე.

მაგალითად:

  • თხილის ექსპორტმა 2024 წელს 34,000 ტონას გადააჭარბა;
  • მანდარინის ექსპორტი 2023 წელს 45,000 ტონას მიუახლოვდა;
  • ღვინის ექსპორტი 2023 წელს 107 მილიონ ბოთლს აღწევდა 70-ზე მეტ ქვეყანაში.

გარდა ექსპორტისა, შიდა ბაზარიც მზარდია: მომხმარებლებს დღეს განსაკუთრებით იზიდავთ ადგილობრივი წარმოების, სუფთა და ნატურალური პროდუქტი. ეს ქმნის მოთხოვნას როგორც ხილზე, ბოსტნეულზე, რძის პროდუქტებზე, ისე ხორცეულზე ან მეფუტკრეობაზე.

ამ პირობებში, ფერმერული საქმიანობის დაწყება ან გაფართოება რეალურ მოგებას იძლევა უკვე 2-3 სეზონიდან. 

თუმცა, ამისთვის საჭიროა საწყისი ინვესტიცია, სწორედ აქ დაგეხმარებათ ბერმელის აგრო სესხი.

H3 ბერმელის აგრო სესხის პირობები:

თანხა: 1,000-200,000 ლარი;

თვიური პროცენტი: 1.5 %-დან;

წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: 20.4%-დან;

სესხის ვადა: მაქსიმუმ 10 წელი;

საშეღავათო პერიოდი: 6 თვემდე.

H3 საჭირო დოკუმენტები სესხის ასაღებად:

პირადობის მოწმობა;

შემოსავალი სოფლის მეურნეობიდან;

უძრავი ქონების განახლებული ამონაწერი;

ეს ნიშნავს, რომ უკვე არსებული მიწის ან უძრავი ქონების საფუძველზე, თქვენ შეგიძლიათ წამოიწყოთ ან გააფართოოთ თქვენი საქმიანობა რისკების გარეშე.

მესაქონლეობის განვითარების შესაძლებლობები: ფინანსური სტაბილურობა ბერმელის აგრო სესხით

მესაქონლეობა ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და სარფიანი დარგია სოფლის მეურნეობაში. მისი განვითარება მოითხოვს როგორც საწყის კაპიტალს, ასევე გრძელვადიან ფინანსურ რესურსს. 

მაგალითად, მცირე ფერმისთვის (10-15 სული პირუტყვი) დაახლოებით 30,000-60,000 ლარის ინვესტიცია დაგჭირდებათ, რომელიც მოიცავს: ფარდულის აშენებას ან გარემონტებას, ცხოველების შეძენას, საკვების მომარაგებას, ტექნიკის ან ვეტერინარული მომსახურების უზრუნველყოფას.

ბერმელის აგრო სესხის მოქნილი პირობები საშუალებას გაძლევთ, ეს ინვესტიცია საშეღავათო პერიოდის გათვალისწინებით წამოიწყოთ, რაც ნიშნავს, რომ ბიზნესი უკვე მოქმედ ფაზაში იქნება, როცა პირველ გადახდებს დაიწყებთ.

მესაქონლეობის სარგებლიანობა:

  • საქართველოში რძის პროდუქტებზე მუდმივი მოთხოვნაა;
  • ხორცპროდუქტების ადგილობრივი წარმოება ბაზრის დიდ ნაწილს იკავებს;
  • თუ ფერმერი ყურადღებას გაამახვილებს ბიოპროდუქტებზე ან ადგილობრივი ბრენდის შექმნაზე, მას შეუძლია, პროდუქცია უფრო მაღალ ფასად გაყიდოს და დამატებითი შემოსავალი მიიღოს, მაგალითად, “ბიო ფერმის ყველი” შეიძლება 2-3-ჯერ უფრო ძვირად გაიყიდოს, ვიდრე ქარხნულად წარმოებული ყველი.

არსებული ფერმერული ბიზნესის გაფართოება:  როგორ დაეხმარება ბერმელის სესხი?

თუ უკვე ფლობთ მცირე ფერმას და  სოფლის მეურნეობაში ბიზნესის წარმოების გამოცდილება გაქვთ, ბერმელის ფერმერული სესხი იდეალურია შემდეგი ეტაპებისთვის: 

  • დამატებითი ტექნიკის შეძენა (მაგ. ტრაქტორი, სათესი მანქანა);
  • მიწის ფართობის გაზრდა;
  • ახალი კულტურების დამატება;
  • გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის განვითარება (მაგალითად, რძის ან ხილის პროდუქტების წარმოება).

დამატებით, რომელ პროექტებზე ღირს ყურადღების გამახვილება?

ბერმელის სესხით შეგიძლიათ წამოიწყოთ ისეთი პროექტები, როგორებიცაა:

  • თხილის, კენკრის, ან ვაზის პლანტაცია;
  • ბოსტნეულის მოყვანა სათბურში;
  • მეფრინველეობა ან მესაქონლეობა;
  • მეფუტკრეობა ან გადამამუშავებელი მცირე საწარმო;
  • მეთევზეობა და საკვები აუზების მოწყობა (მაგ. სარეწაო თევზის გამრავლება, სოფლის ტურიზმთან შერწყმული აუზის პროექტები და სხვა.).

რატომ ბერმელი?

ბერმელი გთავაზობთ მოქნილ და სანდო დაფინანსებას აგრო ბიზნესისთვის. 

ჩვენ გვესმის, რომ სასოფლო-სამეურნეო ბიზნესის უმთავრესი რისკი სეზონურობა, გაუთვალისწინებელი ბუნებრივი პირობები და ბაზრის ცვლილებებია,  ამიტომ შექვმენით სესხი აგრო ბიზნესის დასაწყებად,  რეალურ საჭიროებებზეა მორგებული.

სურვილები სრულდება ბერმელში!

ცხელი ხაზი:

+995 568 700 300

0 422 27 56 50

 

სოფლის მეურნეობის განვითარება ბერმელთან ერთად და ფერმერული ბიზნესის დაფინანსება  (RU)