სესხის აღებისას ადამიანების უმეტესობა ყურადღებას ერთ კითხვაზე ამახვილებს: საკმარისია თუ არა ჩემი შემოსავალი? თუმცა, ფინანსური ინსტიტუტებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, თუ რამდენს გამოიმუშავებთ, არამედ საიდან და რამდენად სტაბილურად. შეფასების პროცესი სესხის სხვადასხვა ტიპისთვის განსხვავებულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შემოსავალი სტანდარტული ხელფასის ნაცვლად სხვა წყაროდან მოდის.
სწორედ ამიტომ თვითდასაქმებულ ადამიანებს, ე.წ. ფრილანსერებს, მცირე ბიზნესის მფლობელებს, კონსულტანტებს და სხვ. ხშირად დაფინანსების მიღება უჭირთ, მაშინაც კი, როცა მათი რეალური შემოსავალი საშუალო ან უფრო მაღალია. ამ სტატიაში განვიხილავთ, რატომ ხდება ეს და რა შეგიძლიათ გააკეთოთ სიტუაციის გამოსასწორებლად.
რატომ არის შემოსავლის ტიპი ასეთი მნიშვნელოვანი ბანკისთვის
ბანკი, რომელიც სესხს გასცემს, ფაქტობრივად ხდება თქვენი ფინანსური პარტნიორი წლების, ზოგჯერ ათწლეულების განმავლობაში. ამიტომ მისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია იცოდეს, შეძლებთ თუ არა ყოველთვიური გადასახდელის გაღებას სტაბილურად, თვეების განმავლობაში. ამ კითხვაზე პასუხს კი სწორედ შემოსავლის ტიპი განსაზღვრავს.
ბანკები აფასებენ სამ ძირითად ასპექტს:
- პირველი შემოსავლის სტაბილურობა - ყოველ თვე ერთი და იმავე სიდიდის შემოსავალი თუ ცვალებადია;
- მეორე შემოსავლის დადასტურების სიმარტივე - არსებობს თუ არა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ამ შემოსავალს ასახავს;
- მესამე ხანგრძლივობა - რამდენი ხანია ადამიანი ამ შემოსავალს იღებს.
დაქირავებული თანამშრომლის შემთხვევაში ეს სამივე კრიტერიუმი ადვილად დასტურდება ხელფასი ყოველთვიური, ხოლო სამუშაო სტაჟი ცნობილია. თვითდასაქმებულისთვის შემთხვევაში, აღნიშნული საკითხები უფრო ბუნდოვანია.
რა ტიპის შემოსავალი აქვთ ყველაზე ხშირად თვითდასაქმებულებს
თვითდასაქმებულების შემოსავალი მრავალფეროვანია და ხშირად ერთ სტანდარტულ კატეგორიაში ვერ ჯდება. “ფრილანსერი”, რომელიც ციფრულ მომსახურებებს ყიდის, შეიძლება ერთ თვეში ბევრს გამოიმუშავებდეს და მეორეში - გაცილებით ნაკლებს. მცირე ბიზნესის მფლობელს შეიძლება ჰქონდეს კომპანიის ანგარიში, პირადი ანგარიში და ამ ორს შორის გადარიცხვები, რაც ძნელად გასაანალიზებელია.
მეორე მხრივ, ინდივიდუალური მომსახურების გამწევს (ექიმს, ადვოკატს, ხელოსანს) შეიძლება ჰყავდეს სტაბილური მომხმარებელი, მაგრამ არ ჰქონდეს ოფიციალური ხელშეკრულებები, რომლებსაც ბანკი დაეყრდნობა.
ყველა ამ შემთხვევაში პრობლემა ერთია: შემოსავალი რეალურია, მაგრამ ქაღალდზე, ნაწილობრივ ან საერთოდ, არ ჩანს. შესაბამისად, ბანკს არ შეუძლია იმის შეფასება, რასაც ვერ ხედავს.
რა დოკუმენტები სჭირდება თვითდასაქმებულ ადამიანს სესხის მისაღებად
დოკუმენტაცია თვითდასაქმებულისთვის ერთგვარი ხიდია რეალურ ფინანსურ მდგომარეობასა და ბანკის შეფასებას შორის. რაც უფრო სრულყოფილად შეძლებთ ფინანსური სურათის ქაღალდზე ასახვას, მით უფრო მაღალია ალბათობა, რომ მიიღოთ სესხი თვითდასაქმებულებისთვის.
არსებობს სამი ძირითადი დოკუმენტი, რომელთა მომზადება საქმეს გაგიმარტივებთ:
- პირველი - საბანკო ამონაწერი, სასურველია ბოლო 6–12 თვის, რომელიც ასახავს ანგარიშზე შემოსული თანხების სტაბილურობასა და მოცულობას.
- მეორე - გადასახადების დეკლარაცია, რომელიც ოფიციალური და სახელმწიფოს მიერ დადასტურებული დოკუმენტია და ბანკისთვის ყველაზე სანდო საბუთია.
- მესამე - ბიზნესის ფინანსური ინფორმაცია, მაგალითად, შემოსავლებისა და ხარჯების ამსახველი ანგარიშები, კლიენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებები ან ინვოისები.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს: ბანკი ამ დოკუმენტებს არ სთხოვს ადამიანს, რათა გაართულოს პროცესი. ის ეძებს არგუმენტებს, რომლებიც საშუალებას მისცემს სესხი დაამტკიცოს. სწორად მომზადებული დოკუმენტაცია, შეფასების პროცესში, ფაქტობრივად, თქვენი ადვოკატია.
რა უნდა გააკეთოს თვითდასაქმებულმა სესხის დამტკიცების შანსის გასაზრდელად
- ყველაზე ჭკვიანური სვლა თვითდასაქმებულისთვის ფინანსური პორტფელის მოწესრიგებაა, სესხის მოთხოვნამდე კარგი ხნით ადრე.
ასახეთ თქვენი თითოეული ფინანსური შემოსავალი ოფიციალური საბანკო ანგარიშის გავლით.
ბანკი ხედავს ანგარიშს, ხედავს ნაკადს, რაც ნდობას ქმნის. საბანკო ანგარიშის აქტიური და თანმიმდევრული გამოყენება ფინანსური ქცევის სტაბილურობას აჩვენებს.
- გადასახადების სწორად დეკლარირება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რაც იურიდიული წესრიგის გარდა, მომხმარებლის პასუხისმგებლობასაც უსვამს ხაზს.
დეკლარაცია ოფიციალური ჩანაწერია, რომელსაც ბანკი ყველაზე სერიოზულად ეკიდება. აღნიშნულის სისწორე უყურადღებოდ არ დარჩება, განსაკუთრებით მაშინ, თუ გეგმავთ აიღოთ ხანგრძლივი ტიპის ბიზნეს სესხი ან იპოთეკური სესხი.
- და ბოლოს - არსებული ვალდებულებების კონტროლი: მნიშვნელოვანია, სანამ ახალ სესხს მიმართავთ, შეამციროთ მოქმედი სესხების ან განვადებების ტვირთი, რათა ფინანსური დატვირთვა ბანკის შეფასებისთვის მისაღებ ფარგლებში იყოს.
შეჯამება
შემოსავლის ტიპი სესხის დამტკიცების პროცესზე ნამდვილად მოქმედებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სესხი თვითდასაქმებულებისთვის მიუწვდომელი პროდუქტია. უმეტესწილად პრობლემა მომზადების პროცესშია.
დასაქმებული, რომელიც თავის ფინანსებს ორგანიზებულად აწარმოებს, გადასახადებს სწორად ასახავს და შემოსავლებს ოფიციალური არხებით ატარებს, ბანკის თვალში ისეთივე სანდო კლიენტია, როგორც ნებისმიერი დაქირავებული თანამშრომელი.
თუ გსურთ, მიიღოთ სესხი თვითდასაქმებულებისთვის, ბიზნეს სესხი ან იპოთეკური სესხი გაეცანით ბერმელის სესხის პროდუქტებს და მიიღეთ დეტალური ინფორმაცია ვებგვერდზე: www.bermeli.ge


