იპოთეკური სესხი ემიგრანტებისთვის (RU)

2023 წელს GEOSTAT-ის მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში საქართველოდან დაახლოებით 245 000 ადამიანი ემიგრირდა. მათ შორის 30% 20-39 წლის შრომისუნარიანი ასაკობრივი ჯგუფია. ემიგრანტების დიდი ნაწილი უცხოეთში სამუშაოს საძიებლად მიდის, რათა სამშობლოში უძრავი ქონება ან საცხოვრებელი სახლი შეიძინოს. 

ბინის შეძენისთვის საჭირო თანხის შეგროვებას წლები სჭირდება. ბინის ღირებულება  კი წელიწადში საშუალოდ 8-8.6%-ით იზრდება, ზოგ შემთხვევაში (მაგალითად, ვაკე-საბურთალო, თუნდაც დიღომი/დიდუბე თბილისის რაიონებში) ბინის ფასის წლიური ზრდა 20-35%-ის ფარგლებშია. 

ფასების სწრაფი ზრდის ფონზე, თანხის დაგროვება საუკეთესო გზა ნამდვილად აღარ არის.  სწორედ ამიტომ შეიქმნა ბერმელის სერვისი იპოთეკური სესხის ემიგრანტებისთვის. სტანდარტული სესხისგან განსხვავებით, საზღვარგარეთ მყოფთათვის, თანხის მისაღებად საჭიროა სპეციფიკური ნიუანსების გათვალისწინება: დოკუმენტაცია, პროცედურები და პირობები. 

 

ამ სტატიაში დეტალურად განვიხილავთ, როგორ და რატომ უნდა აიღოთ იპოთეკური სესხი ემიგრანტებისთვის, თუკი ამჟამად საზღვრებს გარეთ მუშაობთ. 

 

რატომ არის იპოთეკური სესხი ემიგრანტებისთვის საუკეთესო გამოსავალი?

თუ საზღვარგარეთ მუშაობთ და საქართველოში ბინის შესაძენად, სარემონტოდ ან სახლის ასაშენებლად თანხა გაკლდებათ, სესხი ემიგრანტებისთვის საუკეთესო გზაა მიზნის მისაღწევად.

რაც მთავარია, შეგიძლიათ სესხი დისტანციურად აიღოთ, რადგან პროცესის დიდი ნაწილი ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს. ეს ნიშნავს, რომ:

  • წლების განმავლობაში თანხის დაგროვება აღარ დაგჭირდებათ, ბინის შეძენას შეძლებთ ახლავე, სანამ ფასები კიდევ უფრო გაიზრდება.
  • შეგიძლიათ შეიძინოთ საცხოვრებელი, სადაც თქვენი ოჯახის წევრები ან შვილები იცხოვრებენ თქვენს დაბრუნებამდე.
  • ბინის გაქირავებით მიიღებთ დამატებით შემოსავალს, რომელიც დაგეხმარებათ სესხის დაფარვაში.
  • შეძლებთ სამშობლოში დაბრუნებისთვის აუცილებელი პირობების შექმნას: ბინის ყიდვა ინვესტიციადაც გადაიქცევა, რადგან უძრავი ქონების ღირებულება ყოველწლიურად მატულობს.
  • უძრავი ქონების ფლობა ფინანსურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უზუნველყოფს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ემიგრანტებისთვის, რომელთაც მომავალში ბიზნესის დაწყება ან სამშობლოში ოჯახთან ერთად ცხოვრება სურთ.

 

ამ გზით, ემიგრანტები არ მხოლოდ საცხოვრებელს იძენენ, არამედ საკუთარ მომავალშიც აკეთებენ სტაბილურ და მომგებიან ინვესტიციას.

 

როგორ ხდება იპოთეკური სესხის აღება საზღვარგარეთ ყოფნისას?

იპოთეკური სესხის აღება ბერმელში მარტივია, პროცესი კი სრულიად გამჭვირვალე და დისტანციური. ყველაფერი ისეა ორგანიზებული, რომ დროისა და ფინანსური რესურსის მინიმალური დანახარჯით შეძლოთ მიზნის მიღწევა. თქვენ დაგჭირდებათ:

  • პირადობის მოწმობა: აუცილებელია მოქმედი დოკუმენტი.
  • უძრავი ქონების განახლებული ამონაწერი ან საკადასტრო კოდი: რათა დაფიქსირდეს ბინის ან მიწის იდენტიფიკაცია.
  • მინდობილობა: შესაძლებელია ონლაინ გაკეთება, ამიტომ ჩამოსვლა აუცილებელი არ არის.
  • შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი: მაგალითად, თქვენი გზავნილების ან ხელფასის შესახებ ცნობა.

პროცედურა შედგება განაცხადის შევსების, დოკუმენტაციის გადამოწმებისა და ხელშეკრულების გაფორმებისგან, რაც რამდენიმე დღეში დასრულდება. ამ გზით არა მხოლოდ ბინის შეძენას შეძლებთ, არამედ მშენებარე პროექტებში ჩართვასაც, რაც განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისაც დროულად და მომგებიანად სურს ინვესტიციის გაკეთება.

 

ბერმელის სესხის პირობები ემიგრანტებისთვის

თუკი გსურთ აიღოთ იპოთეკური სესხი ყველაზე დაბალ პროცენტში და მაქსიმალურად შეამციროთ სესხის მომსახურების ხარჯები, მაშინ “ბერმელი” გთავაზობთ მოქნილ და ხელმისაწვდომ პირობებს, რომლებიც მორგებულია ემიგრანტების საჭიროებებზე:

 

სესხის მოცულობა: 3 000 ლარიდან 200 000 ლარამდე;

თვიური პროცენტი: 1.5%-დან;

ვადა: მაქსიმუმ 10 წელი;

საშეღავათო პერიოდი:  შესაძლებელია 6 თვემდე.

 

გარდა ამისა, თუ ბინას მშენებარე პროექტში ყიდულობთ და სხვა საფინანსო ორგანიზაციები პროექტის სტატუსის გამო უარს გეუბნებიან, “ბერმელი” თავისი ინდივიდუალური მიდგომით, სწორედ თქვენთვის სასურველი ბინის შეძენაში დაგეხმარებათ! 

 

რატომ უნდა აირჩიოთ ბერმელი?

ბერმელში თავისუფალი ხართ ზედმეტი ბიუროკრატიისგან. ჩვენთან ფასდება თქვენი, როგორც ემიგრანტის შრომა, სწორედ ამიტომ, “იპოთეკური სესხი ბინის შესაძენად” ნიშნავს  დისტანციურ რეჟიმში დოკუმენტაციის გაგზავნას, მინდობილობის მომზადებასა და შეთანხმებების გაფორმებას.

 

თქვენ გახდებით უძრავი ქონების მფლობელი საკუთარ სამშობლოში, ზედმეტი დროისა და ხარჯის გარეშე.

 

სურვილები სრულდება ბერმელში!

 

ცხელი ხაზი: +995 568 700 300 | 0 422 27 56 50




იპოთეკური სესხი ემიგრანტებისთვის  (RU)