თუ შენი იპოთეკური სესხის პროცენტი დღეს ბაზარზე არსებულზე მაღალია, ალბათ დაფიქრებულხარ, ღირს თუ არა, რომ სხვა საფინანსო ორგანიზაციაში გადავიტანო? პასუხი ერთმნიშვნელოვანი არ არის. დაბალი პროცენტი ავტომატურად მოგებას არ ნიშნავს. მთავარი კითხვა სხვაა: რეალურად რამდენს ზოგავთ?
ამ სტატიაში გავარჩევთ, რა არის იპოთეკური სესხის რეფინანსირება, როდის ღირს საფინანსო ორგანიზაციის შეცვლა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ უნდა დავითვალოთ ყველა ხარჯი სწორად.
ეს სტატია წარმოადგენს ზოგად საინფორმაციო გზამკვლევს და მიზნად ისახავს იპოთეკური სესხის რეფინანსირების ძირითადი პრინციპების მარტივად ახსნას. თითოეული სესხი, ხელშეკრულება და მსესხებლის ფინანსური მდგომარეობა ინდივიდუალურია, ამიტომ რეფინანსირების გადაწყვეტილება უნდა დაეფუძნოს კონკრეტულ ციფრებსა და პირობებს. ბერმელის გუნდი თითოეულ შემთხვევას ინდივიდუალურად აფასებს და მომხმარებელზე მორგებულ ფინანსურ რეკომენდაციებს გასცემს.
რა არის იპოთეკური სესხის რეფინანსირება?
რეფინანსირება ნიშნავს, რომ ახალი საფინანსო ორგანიზაცია ფარავს ძველ სესხს და თქვენ აგრძელებთ სესხის გადახდას ახალი პირობებით. ეს არის ახალი სესხი, უბრალოდ, შესაძლოა, გაცილებით უკეთესი იპოთეკური სესხის პირობებით.
რეფინანსირებისას შეიძლება შეიცვალოს:
- საპროცენტო განაკვეთი: ახალი ორგანიზაცია გთავაზობს დაბალ პროცენტს;
- სესხის ვადა: შეიძლება გახანგრძლივდეს ან შემცირდეს;
- თვიური შენატანი: ხშირად მცირდება, მაგრამ ყოველთვის არა.
როდის ღირს ბანკის შეცვლა?
რაც უფრო ადრე ახდენ რეფინანსირებას, მით მეტი პოტენციური სარგებელი გაქვს. შეცვლა გამართლებულია, თუ:
- ბაზარზე პროცენტები მნიშვნელოვნად შემცირდა: სხვაობა 1.5%-ზე მეტია;
- სესხის დარჩენილი ვადა დიდია: 5 წელზე მეტი;
- შეგიძლია თვიური გადასახადის შესამჩნევი შემცირება;
- ძველი ბანკის დახურვის ჯარიმა დაბალია ან არ არსებობს.
როგორ დაითვალო რეალური სარგებელი?
ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ფორმულა მარტივია:
სარგებელი = დაზოგილი პროცენტი − ყველა ერთჯერადი ხარჯი
პრაქტიკული მაგალითი:
დარჩენილი სესხი: 150,000 ლარი
ძველი პროცენტი: 12% —> ახალი: 10%
თვიური დანაზოგი: დაახლოებით 150-200 ლარი
ერთი შეხედვით მოგება აშკარაა. მაგრამ გასათვალისწინებელია ყველა ერთჯერადი ხარჯი:
- რეფინანსირების ხარჯები
- იპოთეკის ხელახალი რეგისტრაცია
- ნოტარიული ხარჯი
- ქონების შეფასების ხარჯი
თუ ეს ხარჯები ჯამში 3,000-5,000 ლარია, გამოთვალე, რამდენ თვეში “ამოიღებ” ამ თანხას დაბალი პროცენტით. მაგ: 4,000 ÷ 175 ≈ 23 თვე. თუ სესხი დიდხანს გრძელდება, ეს პირობა მომგებიანია.
როდის შეიძლება არ ღირდეს რეფინანსირება?
ნუ მიიღებ სწრაფ გადაწყვეტილებას გადაწყვეტილებას, თუ:
- სესხის დასრულებამდე ცოტა დრო რჩება;
- პროცენტებს შორის სხვაობა მცირეა;
- ძველი ბანკის დახურვის ჯარიმა მაღალია;
- ვადის გაზრდა ამცირებს თვიურ შენატანს, მაგრამ ზრდის საბოლოო ჯამს.
დაბალი თვიური გადასახადი ყოველთვის ხელსაყრელი არ არის, ზოგჯერ ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტს გადაიხდი.
სწრაფი Checklist — 5 კითხვა გადაწყვეტილებამდე
- რამდენია დარჩენილი ძირი და ვადა?
- რამდენია პროცენტული სხვაობა (ახალი vs ძველი სესხი)?
- რამდენია ყველა ერთჯერადი ხარჯის ოდენობა?
- რამდენ თვეში ამოიღებ ამ ხარჯს?
- იზრდება თუ მცირდება სესხის საერთო გადახდა?
პორტირებული სესხები და სარგებლის გაზრდა
რეფინანსირება და პორტირება: რა განსხვავებაა?
ეს ტერმინები ერთმანეთში ხშირად ერევათ, ამასთან პრაქტიკაში მცირე განსხვავებაა:
- რეფინანსირება არის ზოგადი პროცესი, როდესაც იღებ ახალ სესხს უკეთესი პირობებით ძველი სესხის დასაფარად, ეს შეიძლება მოხდეს იმავე ბანკში ან სხვა ორგანიზაციაში.
- პორტირება არის რეფინანსირების კონკრეტული ტიპი, როდესაც სესხს ერთ ორგანიზაციიდან მეორეში გადააქვს და გადახდას უკვე ახალი პირობებით აგრძელებ
სხვა სიტყვებით, ყველა პორტირება არის რეფინანსირება, მაგრამ ყველა რეფინანსირება არ არის პორტირება.
რა პირობები გვაქვს პორტირებულ სესხზე ბერმელში?
თუ უკვე გაქვს სესხი სხვა ბანკში, შესაძლებელია მისი “პორტირება” ბერმელში. პორტირებული სესხი ნიშნავს, რომ პირად სესხს გადაიტან ბერმელში, სადაც უკეთესი პირობები დაგხვდება.
პორტირებაზე მოქმედი ფასდაკლება:
- ავტო სესხი: 10%
- უზრუნველყოფილი სესხები: 5%
სესხის ასაღებად საჭირო დოკუმენტები:
- პირადობის მოწმობა
- უძრავი ქონების ამონაწერი ან ავტომობილის საკუთრების დამადასტურებელი საბუთი
- შემოსავლის დადასტურება (სახელფასო ან სხვა წყარო)
ბერმელის პირობები:
სესხის ოდენობა: 1,000 - 200,000 ლარი
თვიური პროცენტი: 1,5%-დან
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი წლიურად: 20,4%-დან
მაქსიმალური ვადა: 10 წელი
შესაძლებელია 6 თვიანი საშეღავათო პერიოდი
პორტირებული სესხის საშუალებით შეგიძლია შეამცირო ყოველთვიური გადახდა და გაამარტივო ფინანსური დაგეგმვა.
დასკვნა
იპოთეკური სესხის რეფინანსირება შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზაა ფინანსური ტვირთის შესამცირებლად, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება მიღებულია ციფრების საფუძველზე და არა დაბალი პროცენტის დანახვით.
თუ გინდა ზუსტად იცოდე, რეალურად გიღირს თუ არა რეფინანსირება ან პორტირება, ბერმელის გუნდი ინდივიდუალურად დაგეხმარება შენი სესხის ანალიზში და საუკეთესო სტრუქტურის შერჩევაში.
ჩვენი მიზანი არ არის მხოლოდ სესხის შეთავაზება: ჩვენ ვზრდით ფინანსურ განათლებას და გეხმარებით გააზრებული გადაწყვეტილების მიღებაში.
დაგვიკავშირდი:
+995 568 700 300
0 422 27 56 50


