თანამედროვე სამყაროში, როცა თითქმის ყველაფერი იდეით იწყება, ხშირად ჩნდება კითხვა: წარმატების მისაღწევად არის თუ არა საკმარისი, მხოლოდ იდეა?
რეალობა ასეთია: იდეა მნიშვნელოვანია, მაგრამ მისი რეალიზებისთვის საჭიროა ფინანსური რესურსი. აქ კი მთავარ როლს თამაშობს ფინანსური მხარდაჭერა და მიკრო ბიზნეს სესხი, რომელიც სტარტაპებსა და მცირე მეწარმეებს საშუალებას აძლევს, საკუთარი იდეების განხორციელება დაიწყონ.
ჩვენი ქვეყნისთვის მცირე და საშუალო ბიზნესები ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი საყრდენია. თუმცა, ბევრი მათგანისთვის ყველაზე რთული ეტაპი საქმის წამოწყებაა, რადგან როგორც წესი, დანაზოგი საკმარისი არ არის.
აქედან გამომდინარე, მცირე ბიზნესის დაფინანსება მნიშვნელოვანია როგორც მეწარმისთვის, ისე ქვეყნის ეკონომიკისთვის. ასე იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, იზრდება ბაზრის დივერსიფიკაცია და ეკონომიკა უფრო მდგრადი ხდება.
მიკრო ბიზნეს სესხი - როდის ვისარგებლოთ ამ სერვისით?
ბევრი დამწყები მეწარმე ფიქრობს, რომ მცირე კაპიტალის გარეშე ბიზნესის დაწყება შეუძლებელია. მაგალითად, კაფეს მფლობელი შეიძლება ფიქრობდეს, როგორ დაფაროს ინვენტარის ხარჯები ან იჯარა. ხელნაკეთი პროდუქციის მწარმოებელს მასალა სჭირდება, ხოლო რეპეტიტორს საგანმანათლებლო სივრცე, წიგნები თუ კვალიფიკაციის ამაღლება.
ასეთ დროს მიკრო ბიზნეს სესხი საუკეთესო გამოსავალია.
ბერმელი სპეციალურად მცირე მეწარმეებისთვის შექმნილ ფინანსურ პროდუქტს, მიკრო სესხს გთავაზობთ, რომელიც ყოველი დამწყები მეწარმისთვის მოქნილი და ხელმისაწვდომი სერვისია.
მიკრო სესხი ონლაინ: სწრაფი და მარტივი გადაწყვეტილება
ბიზნეს სესხი, რომელიც შეგიძლიათ ონლაინ მოითხოვოთ, ამარტივებს პროცესს და დაზოგავს დროს. მცირე ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, რომ ფინანსურ რესურსი სწრაფად და მარტივად მიიღოს, რათა საქმიანობა დაიწყოს მაშინ, როცა მასზე მოთხოვნა მაღალია. მაგალითად, რეპეტიტორმა სასწავლო წლის დასაწყისში, კაფეს მფლობელმა კი გაზაფხულის ბოლოს.
სწორედ ამიტომ, დოკუმენტაციასთან დაკავშირებული გამარტივებული პროცედურები ბერმელის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა.
სესხის პირობები ბერმელში
ბერმელში სესხის ასაღებად დაგჭირდებათ პირადობის მოწმობა და ობიექტის იჯარის ხელშეკრულება.
სესხი გაიცემა 3000 ლარამდე;
თვეში 1,5%-დან;
სესხის მაქსიმალური ვადა 2 წელია.
ასეთი პირობები განსაკუთრებით მომგებიანია მათთვის, ვინც ახლა იწყებს საქმიანობას და არ აქვს დიდი საწყისი კაპიტალი.
ბერმელის უპირატესობები
ბერმელი არ არის მხოლოდ ფინანსური ინსტიტუტი, ის არის პარტნიორი, რომელიც ხელს უწყობს მცირე ბიზნესის გაძლიერებას. მისი მთავარი უპირატესობაა:
მოქნილობა: სესხი მორგებულია მცირე ბიზნესის საჭიროებებზე;
სისწრაფე: მარტივი პროცედურებით (მაგალითად, ონლაინ განაცხადის შევსება) თანხას მოკლე დროში მიიღებთ;
ხელმისაწვდომობა: მცირე სესხის მოცულობა სწორედ იმ ადამიანებისთვისაა, ვისაც დიდი კაპიტალი არ აქვს, მაგრამ განვითარება სურს.
სწორედ ამიტომ, თუკი გადაწყვიტეთ, რომ დროა, საკუთარი იდეა წარმატებულ ბიზნესად აქციოთ, ბერმელის მიკრო ბიზნეს სესხი შეიძლება თქვენი პირველი ნაბიჯი იყოს დიდ წარმატებამდე.
მომხმარებლის მხარდაჭერა და სანდოობა
ბერმელი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მომხმარებლის საჭიროებებსა და კომფორტს. სესხის აღების პროცესში თითოეულ მეწარმეს ეხმარება პროფესიონალი კონსულტანტი, რომელიც მას დეტალურად უხსნის ყველა ეტაპს და პასუხობს ნებისმიერ კითხვას.
ბერმელის სანდოობა და გამჭვირვალე პირობები უზრუნველყოფს, რომ მეწარმემ ან მომავალმა ბიზნესმენმა გადაწყვეტილება მშვიდად და თავდაჯერებულად მიიღოს.
სწორედ ეს ქმნის ნდობასა და გრძელვადიან პარტნიორობას.
ვის შეიძლება გამოადგეს მიკრობიზნეს სესხი?
მცირე ბიზნესის დაფინანსება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან თითოეული წარმატებული მეწარმე ქმნის ახალ სამუშაო ადგილს და აძლიერებს ქვეყნის ეკონომიკას. იდეა არის საწყისი, მაგრამ მისი განხორციელება ფინანსური მხარდაჭერის გარეშე რთულია.
მიკრო ბიზნეს სესხი ბერმელისგან იდეალური გამოსავალია:
- სტარტაპებისთვის, რომლებიც იწყებენ ახალ საქმიანობას;
- მცირე მაღაზიებისა და კაფეების მფლობელებისთვის, რომლებსაც დამატებითი თანხა სჭირდებათ;
- მომსახურების სფეროს წარმომადგენლებისთვის (სალონი, სახელოსნო, სარემონტო სერვისი და სხვა);
- ინდივიდუალური მეწარმეებისთვის, რომლებიც საკუთარი საქმიანობის გაფართოებას გეგმავენ.
სესხი მოქნილია და მორგებული ყოველდღიურ საჭიროებებზე, ამიტომ ნებისმიერი მცირე მეწარმისთვის შეიძლება გახდეს პირველი ნაბიჯი წარმატებისკენ.
სურვილები სრულდება ბერმელში!
ცხელი ხაზი: +995 568 700 300 | 0 422 27 56 50
