იპოთეკური და სარემონტო სესხი ემიგრანტებისთვის (RU)

საზღვარგარეთ მყოფ ქართველებს ფინანსური დახმარება ხშირად ესაჭიროებათ ოჯახისთვის, განათლებისთვის თუ ჯანმრთელობისთვის. ყველაზე ხშირად კი ბინის ან მიწის შეძენა/რემონტისთვის.

 

საბედნიეროდ, ბერმელის დახმარებით, ემიგრანტებისთვის შესაძლებელია სესხის აღება ისე, რომ ქვეყანაში ჩამოსვლა აუცილებელი არ გახდეს.

 

ამ სტატიაში განვიხილავთ, რისთვის იღებენ ემიგრანტები სესხებს, როგორ ხდება სესხის აღება უცხოეთიდან და რა კრიტერიუმებით უნდა შეარჩიონ მათ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია.

რატომ შეიძლება დასჭირდეს იპოთეკური სესხი ემიგრანტს?

 

ემიგრაციაში წასული ადამიანები, ძირითადად, ოჯახის მთავარი ფინანსური საყრდენები არიან. თუმცა, დანაზოგი საკმარისი არ არის, ხოლო ყოველდღიური საჭიროებები სწრაფ და მოქნილ ფინანსურ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. 

 

სწორედ აქ არის საუკეთესო გამოსავალი ბერმელის სერვისით სარგებლობა - “იპოთეკური სესხი ემიგრანტებისთვის” ასე თქვენ შეძლებთ, დისტანციურად მოიპოვოთ საჭირო თანხა და დაგეგმილი საქმე დროულად შეასრულოთ.

 

ჩვენი გამოცდილებით, ემიგრანტები, რომლებიც გვიკავშირდებიან,  სხვადასხვა მიზნით იღებენ სესხს, ყველაზე ხშირად კი:

 

  • უძრავი ქონების შეძენის, ან რემონტისთვის:  ბევრი ემიგრანტი სესხს იღებს მიწის , ბინის ან სახლის შესაძენად, სარემონტოდ ან მშენებლობის დასაწყებად.
  • მშენებლობისთვის: ახალი საცხოვრებლის ასაშენებლად, მშობლიურ ქალაქში, სოფელსა თუ კურორტზე, რომელსაც კომერციული მიზნებისთვისაც იყენებენ. 
  • მცირე ბიზნესის მხარდაჭერად:  ემიგრანტები სესხით მიღებულ თანხას მცირე ან საშუალო ბიზნესის დაწყებასა და გაფართოებაში აბანდებენ, რაც უკან დასაბრუნებლად საუკეთესო ინვესტიციაა.

 

განსაკუთრებული პირობა ემიგრანტებისთვის: თანამონაწილეობითი სესხი

სტანდარტულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში მოთხოვნები მკაცრია:

  • საჭიროა მაღალი შემოსავლის დადასტურება, 
  • პირადი ვიზიტი, 
  • სესხის მომსახურების კოეფიციენტების გამოთვლა და სხვა ფორმალური პროცედურების გავლა.

 

ეს ყველაფერი დიდ დროს მოითხოვს. 

 

ბერმელმა კი შეიმუშავა სპეციალური, გამარტივებული მიდგომა, რომელიც საშუალებას გაძლევთ იპოთეკური ან სარემონტო მიზნებისთვის (ბინის შეძენა, რემონტი, მშენებლობა ან მიწის შეძენა) სრულიად დისტანციურად, უცხოეთიდან მიიღოთ სესხი.

 

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ პროცესი არა მხოლოდ მარტივია, არამედ ფინანსურად უსაფრთხოც. ჩვენი სპეციალური პირობით, გათვალისწინებულია 30%-იანი თანამონაწილეობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ბინის ან ქონების ღირებულების 30%-ს თქვენ იხდით, ხოლო დანარჩენ 70%-ს აფინანსებს ბერმელი. ეს ინოვაციური მიდგომა საშუალებას გაძლევთ, დაიწყოთ საოცნებო პროექტი მაშინაც, როცა სხვა საფინანსო ორგანიზაციები უარს გეუბნებიან.

 

ასეთ დროს ემიგრანტებისთვის არ ითვლება სესხის მომსახურების კოეფიციენტები, ანუ არ არსებობს შემოსავლის ფორმალური შეზღუდვები, როგორც სხვა ბანკებში. მთავარია, უცხოეთიდან დასტურდებოდეს შემოსავლის წყარო: გზავნილები, ხელფასის დოკუმენტები ან სხვა.

 

ბერმელის სპეციალური პირობები სწორედ იმ სარგებელს გაძლევთ, რაც ჩვეულებრივ შეუძლებლად მიგაჩნდათ: სიმარტივე, მოქნილობა და მაქსიმალური ხელმისაწვდომობა.

როგორ იღებს ემიგრანტი იპოთეკურ სესხს დისტანციურად?

სესხის აღება უცხოეთიდან დღეს უკვე რეალურია და პროცესიც მაქსიმალურად გამარტივებულია. მაგალითად, ბერმელი 3,000 ლარიდან 200,000 ლარამდე სესხს სთავაზობს ემიგრანტებს და ამისთვის საჭირო იქნება:

 

 

  • პირადობის მოწმობა;
  • უძრავი ქონების განახლებული ამონაწერი ან საკადასტრო კოდი;
  • მინდობილობა (შესაძლებელია ონლაინ გაკეთება, ჩამოსვლა საჭირო არ არის);
  • საზღვარგარეთ მიღებული შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ. გზავნილი).

 

 

სესხის პირობები ბერმელში:

 

 

  • პროცენტი: თვეში 1,5%-დან;
  • ვადა: მაქსიმუმ 10 წელი;
  • შესაძლებელია 6-თვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობა.

 

 

კრიტერიუმები მიკროსაფინანსო ორგანიზაციის არჩევისას

 

სესხის არჩევისას აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ:

 

  • საპროცენტო განაკვეთს: ბერმელის სესხი, რომელიც თვეში 1,5%-დან იწყება კონკურენტული პირობაა ქართული ბაზრისთვის. 
  • სესხის ვადასა და მოქნილობას: გრძელვადიანი ვადა და საშეღავათო პერიოდი საშუალებას გაძლევთ ფინანსური დატვირთვა სწორად გადაანაწილოთ.
  • დოკუმენტაციის სიმარტივეს: ონლაინ მინდობილობის გაფორმება და დისტანციური განაცხადი დაზოგავს დროსა და ხარჯებს.
  • ორგანიზაციის სანდოობას: შეამოწმეთ მიკროსაფინანსო კომპანიის რეპუტაცია, მომხმარებელთა შეფასებები და საქმიანობის ლეგალურობა.

დამატებითი კომფორტი და უპირატესობები ემიგრანტებისთვის ბერმელისგან

ბერმელი გამორჩეული მმიკროსაფინანსო ორგანიზაციაა იმ მხრივ, რომ, პირველ რიგში, ჩვენი მომსახურება თქვენთვის სიმშვიდის გარანტია ხდება, თქვენი ფინანსური ნაბიჯი აქ მაქსიმალურად დაცული და მარტივი იქნება. 

 

  • მოქნილი გადახდის გრაფიკი: გრძელვადიანი ვადა და საშეღავათო პერიოდი საშუალებას გაძლევთ, მშვიდად დაგეგმოთ თითოეული გადახდა.
  • პარტნიორული მიდგომა: ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თანხის გაცემა, არამედ თქვენი მიზნის მიღწევა. ამიტომ ვირჩევთ ინდივიდუალურ პირობებს, რომლებიც ყველაზე მეტად შეეფერება თქვენს საჭიროებებს.
  • თავისუფლება გადაწყვეტილებაში: სესხის დაფარვას შეგიძლიათ დაჩქარებულადაც, ზედმეტი ჯარიმების გარეშე. 
  • დისტანციური კომფორტი: ყველა პროცედურას ონლაინ გაივლით, ამიტომ დაზოგავთ დროსა და ხარჯებს.

 

ასე ფინანსური მხარდაჭერა იქცევა სანდო გზად თქვენი ცხოვრებისეული მიზნების რეალიზებისთვის.

დასკვნა – ფინანსური მხარდაჭერა ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთიდანაც რეალურია

 

მიკროსაფინანსო სესხი ემიგრანტისთვის იდეალური გამოსავალია, თუ გსურთ:

  • ბინის ან მიწის შეძენა, 
  • რემონტის ან სამშენებლო პროექტის დაწყება; 
  • 30%-იანი თანამონაწილეობის პირობით კი საშუალება გეძლევათ, 70% მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ დააფინანსოს. 

 

სურვილები სრულდება ბერმელში!

 

დაგვიკავშირდით:

+995 568 700 300

0 422 27 56 50

 

იპოთეკური და სარემონტო სესხი ემიგრანტებისთვის (RU)