მიკროსაფინანსო სესხი სწრაფად და მარტივად (RU)

მიკროსაფინანსო სესხი სწრაფად და მარტივად - მიკროსაფინანსო ბანკების უპირატესობა

საქართველოში მიკროსაფინანსო სესხებზე მოთხოვნა იზრდება. ეს იმის გამო, რომ ყოველდღიურად სწრაფ ფინანსურ გადაწყვეტილებებს ვიღებთ. 

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის პირველ ნახევარში სესხების რაოდენობა 12%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაც ნათლად მიუთითებს, ბაზარზე მოქნილი და ხელმისაწვდომი ფინანსური პროდუქტების მზარდ პოპულარობაზე, იქნება ეს სწრაფი სესხი, იპოთეკური თუ სხვა. 

რა არის მიკროსაფინანსო სესხი?

მიკროსაფინანსო სესხი, ტრადიციულ ბანკებთან შედარებით, მცირე ოდენობის თანხის გაცემას გულისხმობს. მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ან ბანკები, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ იმ მომხმარებლებს შორის, რომელთაც გარკვეული მიზეზებით, შესაძლოა არ ჰქონდეთ წვდომა ტრადიციული ბანკების მომსახურებაზე. 

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში სესხი ნებისმიერი მიზნობრიობით გაიცემა, მათ შორის,  მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის, საოჯახო საჭიროებებისთვის, უძრავი ქონების შესაძენად ან რემონტისთვის, აგრეთვე თვითდასაქმებული პირებისთვის.

მიკროსაფინანსო კომპანიის უპირატესობები ტრადიციულ ბანკებთან შედარებით

მიკროსაფინანსო ბანკები რამდენიმე მნიშვნელოვან უპირატესობას გაძლევთ:

 

  • მოქნილობა:

 

მთავარი უპირატესობა აქ ისაა, რომ სესხი შეიძლება გაიცეს შემოსავლის დადასტურების გარეშეც: მაგალითად, ბერმელში, იმ შემთხვევაში, თუკი ვერ წარადგენთ ოფიციალურ საშემოსავლო დოკუმენტს, მაინც გაქვთ შანსი მიიღოთ სერვისი. თვითდასაქმებულების შემთხვევაში, ბერმელის სესხის ოფიცერი ფოტო-დოკუმენტებით აღწერს თქვენს საქმიანობას და ადასტურებს არაოფიციალურ შემოსავალს. 

სწრაფი გადაწყვეტილება:

სესხის დამტკიცება მოკლე დროში ხდება: მომხმარებელს არ სჭირდება ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცესის გავლა.

მინიმალური მოთხოვნები:

ბერმელში სესხის მისაღებად, უმეტესად, საკმარისია მხოლოდ პირადობის მოწმობა და უძრავი ქონების ამონაწერი ან საკადასტრო კოდი.

პერსონალიზებული მიდგომა:

ტრადიციულ ბანკებთან შედარებით, მიკროსაფინანსო ბანკები უფრო მეტად ითვალისწინებენ მომხმარებლის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და შესაძლებლობებს.

ვის შეუძლია ისარგებლოს სწრაფი სესხით?

მიკროსაფინანსო სესხი განკუთვნილია ნებისმიერი მიზნობრიობის მომხმარებლისთვის, მაგალითად:

 

  • თვითდასაქმებულებისთვის
  • მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებისთვის
  • ფერმერებისთვის
  • სტუდენტებისთვის
  • ემიგრანტებისთვის
  • იპოთეკური, აგრო, ან სამომხმარებლო მიზნებისთვის საჭირო თანხის მომთხოვნებისთვის

ბერმელი, თითოეულ ამ მიმართულებაზე გთავაზობთ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ, მოქნილი გადახის გრაფიკის მქონე სესხებს - დაწყებული სტუდენტურით, დასრულებული ავტო ლიზინგით. 

რაც მთავარია, ჩვენთან ყოველ სერვისზე მოქმედებს 6 თვიანი საშეღავათო პერიოდი.

გზამკვლევი: ბერმელში სესხის მიღების პროცესი ონლაინ

თუკი გაინტერესებთ, რა ეტაპები უნდა გაიაროთ იმისთვის, რომ ბერმელის ვებგვერდზე ან მობილური აპლიკაციით ონლაინ სესხი მიიღოთ, უნდა იცოდთ,  რომ რეალურად პროცესი მარტივია და რამდენიმე ეტაპს მოიცავს:

 

  • განაცხადის შევსება
  • პირადობისა და უძრავი ქონების დოკუმენტების ატვირთვა
  • სასესხო წინადადების მიღება
  • ხელშეკრულების გაფორმება ელექტრონულად
  • თანხის ჩარიცხვა ანგარიშზე

რისკები და პასუხიმგებლობა – რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა სწრაფი სესხის აღებისას

მიუხედავად იმისა, რომ მიკროსაფინანსო სესხი სწრაფი და მოსახერხებელია, მომხმარებელმა წინასწარ უნდა გაიაზროს:

 

  • სესხის ყოველთვიური გადახდის ვალდებულება;
  • ეფექტური საპროცენტო განაკვეთი;
  • ზედმეტი დავალიანების თავიდან აცილება.

რეკომენდაცია: არ აიღოთ სესხი, თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ სესხის დაფარვას შეძლებთ; ან შეარჩიეთ ისეთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელიც მაქსიმალურად გაითვალისწინებს ინდივიდუალურ საჭიროებებს; მაგალითად, ბერმელის სალომბარდე სესხის ვადაგადაცილების შემთხვევაში, არ ვყიდით გირაოს სახით ჩადებულ ოქროს და მომხმარებელს გადახდის ახალ და მოქნილ გრაფიკს ვთავაზობთ.

რატომ ირჩევენ ადამიანები მიკროსაფინანსო სესხს და მიკროსაფინანსო ბანკებს?

მიკროსაფინანსო სესხი = მოქნილობა, სისწრაფე და ნაკლები ბიუროკრატია - სწორედ ეს არის ის სამი ძირითადი მიზეზი, რის გამოც ადამიანები გვირჩევენ ჩვენც.

ბერმელი მომხმარებლებს მრავალფეროვან სასესხო პროდუქტს სთავაზობს,  მათ შორის, იპოთეკურ, აგრო, სტარტაპ, ემიგრანტებისა და სტუდენტებისთვის განკუთვნილ სესხებს.

 

ასე რომ, თუ გსურთ ბინის შეძენა, მშენებლობა ან რემონტი, ან ხართ მცირე მეწარმე, რომელიც განვითარების გზებს ეძებს, იცოდეთ, რომ სურვილები სრულდება ბერმელში!

 

ცხელი ხაზი: +995 568 700 300 / 0 422 27 56 50



მიკროსაფინანსო სესხი სწრაფად და მარტივად  (RU)