როგორ მოამზადოთ საკრედიტო ისტორია სესხის აღებამდე: 5 ნაბიჯი უკეთესი პირობებისთვის (RU)

 

ბევრი ფიქრობს, რომ სესხის მიღება მხოლოდ განაცხადის შევსებაზეა დამოკიდებული. სინამდვილეში კი, ბანკებისა და ფინანსური ორგანიზაციების გადაწყვეტილებას, განაცხადის სისწორეზე მეტად, თქვენი ფინანსური ისტორიის შეფასება განაპირობებს. ისინი, ვინც წინასწარ ამზადებენ საკუთარ საკრედიტო პროფილს, ბევრად უფრო ხშირად იღებენ სასურველ პასუხს და უკეთეს პირობებს. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ისეთ პროდუქტს ეხება, როგორიცაა იპოთეკური სესხი - სადაც პირობების სხვაობამ შესაძლოა ათასობით ლარი შეადგინოს.

 

რა არის საკრედიტო ისტორია და რატომ არის მნიშვნელოვანი?

საკრედიტო ისტორია თქვენი ფინანსური ქცევის ჩანაწერია: ყველა სესხი, განვადება, საკრედიტო ბარათი და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის, თუ რამდენად დროულად იხდიდით ყოველთვიურ ვალდებულებებს. ეს ინფორმაცია საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში ინახება და მისი გადამოწმება, თქვენი განაცხადის განხილვისას, ნებისმიერ ფინანსურ ინსტიტუტს შეუძლია.

ბანკებისა და სხვა საფინანსო ორგანიზაციებისთვის ეს ისტორია, ფაქტობრივად, თქვენი სანდოობის ყველაზე ობიექტური მტკიცებულებაა. ისინი ხედავენ, გქონდათ თუ არა დაგვიანებები, რამდენი აქტიური ვალდებულება გაქვთ ამჟამად და რა არის თქვენი საერთო ფინანსური დატვირთვა. სწორედ ამ სურათის საფუძველზე წყდება დაამტკიცებენ თუ არა სესხს და რა განაკვეთით.

 

ნაბიჯი 1: გადაამოწმეთ თქვენი საკრედიტო ისტორია

სანამ რაიმე ნაბიჯს გადადგამთ, პირველ რიგში უნდა იცოდეთ, სად დგახართ. ბევრი ადამიანი საკრედიტო ანგარიშის ნახვისას გაკვირვებულიც კია, რადგან ამ დროს ძველ, დავიწყებულ ვალდებულებებს ან შეცდომებს აღმოაჩენს, რომელთა გასწორება დიდი პრობლემა ხდება.

საკუთარი საკრედიტო ისტორიის გადამოწმება საქართველოს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მეშვეობით შეგიძლიათ. თუ თქვენი მიზანია, აიღოთ იპოთეკური სესხი, გირჩევთ გადაამოწმოთ მიმდინარე ვალდებულებები, ძველი სესხების სტატუსი და გადახდის ისტორია. 

თუ რაიმე შეუსაბამობას შეამჩნევთ, დროულად მოაგვარეთ, სანამ ეს ინფორმაცია ბანკამდე მიაღწევს.

 

ნაბიჯი 2: დროულად დაფარეთ არსებული ვალდებულებები

გადახდის დისციპლინა ყველა ფაქტორს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია. ერთი ან ორი დაგვიანებაც კი, განსაკუთრებით თუ ბოლო პერიოდში მოხდა, შესაძლოა ბანკის თვალში სერიოზულ სიგნალად აღიქმებოდეს. მომხმარებელი, ვინც თვეების განმავლობაში თანმიმდევრულად და დროულად იხდის ვალდებულებებს, გაცილებით სანდო სახეს იქმნის.

სესხის განაცხადის შევსებამდე, მინიმუმ 3-6 თვით ადრე, დარწმუნდით, რომ ყველა გადახდა მოცემულ ვადაში გაქვთ შესრულებული. ეს პერიოდი ბანკისთვის ყველაზე „ახალი" და შესაბამისად, ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციაა.

 

ნაბიჯი 3: შეამცირეთ მიმდინარე ვალდებულებები

ბანკი არ უყურებს მხოლოდ იმას, იხდით თუ არა ვალდებულებებს. ის ასევე აფასებს, რამდენად დიდია თქვენი საერთო ფინანსური დატვირთვა - ანუ, თქვენი ყოველთვიური გადასახდელების ჯამი შემოსავლის მიმართ. თუ ეს პროპორცია მაღალია, გაგიჭირდებათ დაიმტკიცოთ ახალი სესხი, განსაკუთრებით მსხვილი იპოთეკური სესხი, თუნდაც გადახდის ისტორია სუფთა გქონდეთ.

სწორედ ამიტომ, ახალი სესხის მოთხოვნამდე, გადახედეთ შეგიძლიათ თუ არა ზოგიერთი მცირე სესხის ან განვადების წინასწარ დაფარვა. ეს მომენტალურად გააუმჯობესებს თქვენს ფინანსურ სურათს ბანკის თვალში.

 

ნაბიჯი 4: მოერიდეთ ახალი ვალდებულებების აღებას განაცხადამდე

ეს ნაბიჯი მარტივი ჩანს, მაგრამ ბევრი სწორედ აქ უშვებს შეცდომას. სესხის განაცხადამდე 2-3 თვეში ახალი ფინანსური ვალდებულების აღება: იქნება ეს სამომხმარებლო სესხი, ტელეფონის განვადება თუ საკრედიტო ბარათზე მსხვილი ხარჯი, ბანკისთვის უარყოფითი სიგნალია. 

ამიტომ, ახალი ვალდებულების აღება განაცხადამდე რეალურად მნიშვნელოვანი არ არის თქვენთვის, აჯობებს, დროებით გადადოთ. ეს პატარა ნიუანსი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობს.

 

ნაბიჯი 5: სწორად დაგეგმეთ სესხის მოცულობა

ბანკი არა მხოლოდ თქვენს ისტორიას უყურებს, ის ასევე აფასებს, რამდენად რეალისტურია თქვენ მიერ მოთხოვნილი თანხა თქვენი შემოსავლისა და ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით. ზედმეტად მაღალი განაცხადი ამცირებს დამტკიცების ალბათობას, თუნდაც ყველა სხვა კრიტერიუმი შესაბამისი იყოს.

შესაბამისად, თუ გსურთ დაიმტკიდოთ იპოთეკური სესხი, გამოთვალეთ: 

  • თანხის რა მოცულობაა თქვენთვის კომფორტული სახდელი, საკუთარი შემოსავლების გათვალისწინებით? 
  • რა რეალისტურ პერიოდში ფიქრობთ სესხის დაფარვას? 
  • რა მოცულობისაა თანხა, რომელიც ნამდვილად გჭირდებათ თქვენი საჭიროების დასაკმაყოფილებლად? 

 

დასკვნა

საკრედიტო ისტორიის მომზადება მნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც თქვენს დროს, ყურადღებასა და გათვლილ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. ადამიანი, რომელიც ამ ხუთ ნაბიჯს სწორად გადადგამს, ბანკისთვის გაცილებით სანდოა, რაც პირდაპირ აისახება გადაწყვეტილებაზე თუ საბოლოო პირობებზე. 

 

თუ სესხის აღებას გეგმავთ, გაიგეთ რა დაფინანსების შესაძლებლობები გაქვთ, გაეცანით პირობებს და მიიღეთ თქვენს საჭიროებებზეა მორგებული იპოთეკური სესხი ბერმელისგან: www.bermeli.ge

 

როგორ მოამზადოთ საკრედიტო ისტორია სესხის აღებამდე: 5 ნაბიჯი უკეთესი პირობებისთვის (RU)