როგორ იცვლება ფინანსური ლანდშაფტი საქართველოში
2000 წელს, როდესაც ბერმელი დაარსდა, საქართველოს ფინანსური ბაზარი სრულიად სხვაგვარად გამოიყურებოდა. ეს ამბავი დაიწყო ერთი დასაქმებულით და 600 დოლარით, რომელიც დღეს 150-ზე მეტ თანამშრომელსა და მილიონობით აქტივებს მოიცავს. ეს ტრანსფორმაცია ასახავს იმას, თუ როგორ იცვლება ფინანსური მომსახურების მიდგომა საქართველოში, იგი ხდება უფრო ხელმისაწვდომი, უფრო გამჭვირვალე და მომხმარებელზე ორიენტირებული.
24 წლიანი გამოცდილება გვიჩვენებს ერთ მთავარ ჭეშმარიტებას: ფინანსური სიმშვიდე იწყება დაგეგმვით და არა, იმპულსური გადაწყვეტილებებით. ეს კი განსაკუთრებით აქტუალურია ახალი წლის პერიოდში, როდესაც ფინანსური საჭიროებები იანვრის ფინანსურ სტრესში გადაიზრდება. ამ სტატიაში ვისაუბრებთ, როგორ ავირიდოთ თავიდან ფინანსური სტრესი იანვრის თვეში და როგორ გავანაწილოთ, თუნდაც მცირე, საახალწლო ბიუჯეტი.
ხარჯები: სად “იკარგება” ყველაზე მეტი თანხა?
დღესასწაულის განწყობა ხშირად წინ უსწრებს ლოგიკურ აზროვნებას. ახალი წლის ხარჯები, რომლებიც მოიცავს, საჩუქრების შეძენას, სადღესასწაულო სუფრას თუ გასართობ ღონისძიებებს, ცალ-ცალკე არ ჩანს დიდ პრობლემად, მაგრამ ერთად სოლიდურ თანხას ქმნის.
მოგზაურობა და ახალი წლის სადღესასწაულო პროგრამები კიდევ ერთი კატეგორიაა, სადაც ხარჯები სწრაფად იზრდება. თუმცა, ყველაზე საპრობლემო სპონტანური, დაუგეგმავი ხარჯებია, როდესაც ვხედავთ “საუკეთესო” შეთავაზებას ან უბრალოდ გვესმის, რომ “ახალი წელის ფასდაკლებები დაიწყო”.
მთავარია გავიგოთ: ხარჯვა პრობლემა არ არის. პრობლემა არის უკონტროლო ხარჯვა, როდესაც არ გვაქვს მკაფიო ხედვა, რამდენს ვხარჯავთ და საიდან დავაფარავთ.
როგორ შევადგინოთ საახალწლო ბიუჯეტი ნაბიჯ-ნაბიჯ?
რეალური ფინანსური სურათის შეფასება
დაგეგმვა იწყება ობიექტური ანალიზით. ჩამოწერეთ თქვენი შემოსავალი, გვერდით კი მიმდინარე ვალდებულებები (კომუნალურები, სესხები, კვება, ტრანსპორტი) და გაარკვიეთ, რა თანხა გრჩებათ. სწორედ ეს თავისუფალი თანხაა და აქედან უნდა დაიწყოთ საახალწლო ბიუჯეტის დაგეგმვა.
ხარჯების პრიორიტეტების დალაგება
გამოარკვიეთ, რა არის აუცილებელი და რა – სურვილი. ახალ წელს ახლობლებისთვის საჩუქრების დარიგება აუცილებელია, განსაკუთრებით, საქართველოში, სადაც ახლო და თბილი ურთიერთობა გვაქვს მეგობრებთან, მეზობლებთან, თანამშრომლებთან თუ ნათესავებთან, მაგრამ ყველა საჩუქარი ფუფუნების საგანი ვერ იქნება. ასევე მნიშვნელოვანია სადღესასწაულო სუფრა, მაგრამ არ არის აუცილებელი მენიუში ყველა არსებული კერძი შევიტანოთ.
ლიმიტების განსაზღვრა თითოეულ კატეგორიაზე
მიუთითეთ კონკრეტული თანხები თითოეულ კატეგორიაზე:
- საჩუქრები X ლარი,
- სუფრა Y ლარი,
- გასართობი Z ლარი.
ეს ლიმიტები დაგეხმარებათ დაიცვათ ბალანსი დღესასწაულის სიხარულსა და ფინანსურ პასუხისმგებლობას შორის.
როგორ ავირიდოთ იანვრის ფინანსური სტრესი?
წინასწარი დაგეგმვა ნახევარი საქმეა. მეორე ნახევარი არის ხარჯების გონივრული გადანაწილება. თუ შესაძლებელია, ხარჯების ნაწილი გადაანაწილეთ დეკემბრის დასაწყისზე, რათა ბოლო კვირას ყველაფერი ერთად არ წამოგეწიოთ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია გადასახადების დროის მენეჯმენტი. ზოგიერთი რამ შეგიძლიათ ადრე იყიდოთ, ზოგი კი ბოლო მომენტში, რათა ფინანსური დატვირთვა თანაბრად განაწილდეს.
თქვენი ბიუჯეტიდან აუცილებლად დატოვეთ მცირე ფინანსური “ბუფერი”, დაახლოებით 10-15% . ეს სარეზერვო თანხა დაგიცავთ გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან. თქვენი მთავარი მიზანია ის, რომ ხალმა წელს არ გადაგვყვეს ძველი, გადაუჭრელი ფინანსური პრობლემები .
როდის არის სწორი გამოსავალი დამატებითი ფინანსური რესურსი?
ზოგჯერ, დაგეგმვის მიუხედავად, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ დამატებითი რესურსი გჭირდებათ. ეს არ შექმნის პრობლემას, თუ საკითხს სწორად მიუდგებით . სესხის აღება შეიძლება იყოს დაგეგმვის ნაწილი, იმ შემთხვევაში, თუ მკაფიო წარმოდგენა გაქვთ, რისთვის გამოიყენებთ თანხას და როგორ დაფარავთ მას.
მთავარია ის, რომ სესხის პირობები იყოს გამჭვირვალე და შეესაბამებოდეს თქვენს შესაძლებლობებს. ფინანსური დახმარება უნდა იყოს თქვენი გეგმების ასრულების ინსტრუმენტი, და არა ტვირთი, რომელიც იანვარში შეგიქმნით პრობლემებს.
ბერმელის სამომხმარებლო სესხი - საუკეთესო გადაწყვეტა საახალწლო ბიუჯეტისთვის
ბერმელის 24 წლიანი გამოცდილება მომხმარებელთა რეალური მოთხოვნების გაგებაზეა აგებული. “სურვილები სრულდება ბერმელში” – ეს სლოგანი არა მხოლოდ მარკეტინგული ფრაზაა, არამედ ფილოსოფია, რომელიც ყოველდღიურ პრაქტიკაში ვლინდება.
სამომხმარებლო სესხი სპეციალურად არის შექმნილი მოქნილობისთვის. სესხი გაიცემა ნებისმიერი მიზნობრიობით (არაუზრუნველყოფილი ვარიანტი 1000-დან 3000 ლარამდე, უზრუნველყოფილი კი 3000-დან 200,000 ლარამდე).
პირობები მაქსიმალურად გამარტივებულია: პირადობის მოწმობა, უძრავი ქონების ამონაწერი ან საკადასტრო კოდი, სახელფასო ამონაწერი ან სხვა შემოსავლების დადასტურება. მნიშვნელოვანია, რომ სესხის გაცემისას ხდება დაუდასტურებელი შემოსავლების გათვალისწინებაც, რაც პროცესს კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის.
საპროცენტო განაკვეთი თვეში 1.5%-დან იწყება, წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი 20.4%-დან. მაქსიმალური ვადა 10 წელია, ხოლო შესაძლებელია 6 თვიანი საშეღავათო პერიოდის არჩევაც, რაც იდეალური ვარიანტი მათთვის, ვისაც სჭირდება დრო ფინანსური მდგომარეობის გასასწორებლად.
ბერმელის სპეციალური შეთავაზებები ახალი წლისთვის
ბერმელი ყოველთვის ითვალისწინებს სეზონურ მოთხოვნებს. საახალწლო პერიოდში მოქმედებს სპეციალური პირობები:
- იპოთეკური სესხზე (15 დეკემბრიდან 15 იანვრამდე) გაცემის საკომისიო 0%-ია. პორტირებულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი თვეში 1.5%-დან (ეფექტური თვიური 1.64%), ნებისმიერი საკრედიტო ისტორიის შემთხვევაში.
- სალომბარდე სესხზე პირველი თვე სრულიად უპროცენტოა, რაც შესანიშნავი შესაძლებლობა მოკლევადიანი ფინანსური მხარდაჭერისთვის.
- ავტოსესხზე პორტირებისას საკომისიო 0%-ია, ხოლო სესხის ოდენობა 70%-ით იზრდება. საპროცენტო განაკვეთი თვეში 2%-დან, ეფექტური კი 30%-დან.
- ოქროს სესხზე პირველი თვე ხელმისაწვდომია 0% საპროცენტო განაკვეთით .
ბერმელის მთავარი უპირატესობაა მოქნილი გადახდის გრაფიი, სწრაფი და მარტივი განაცხადის პროცეი და გამჭვირვალე პირობები. აქ ყველა ვალდებულება წინასწარ ცნობილია.
როდის არის გამართლებული სესხი ახალი წლისთვის?
სესხი ახალი წლისთვის! – ეს არის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც გამართლებულია მხოლოდ დაგეგმილი და გააზრებული ხარჯების შემთხვევაში. თუ გაქვთ მკაფიო ხედვა ბიუჯეტის შესახებ, იცით რისთვის გჭირდებათ თანხა და როგორ დაფარავთ მას, მაშინ ეს არის გონივრული ნაბიჯი.
მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვიური გადახდა არ იყოს ტვირთი, სწორედ ამიტომ უნდა აირჩიოთ სანდო ფინანსური ორგანიზაცია, რომელსაც აქვს გამჭვირვალე პოლიტიკა და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა.
ახალი წლის სურვილები სრულდება ბერმელში!
ახალი წელი არ უნდა იწყებოდეს ფინანსური წნეხით. სწორად დაგეგმილი საახალწლო ბიუჯეტი ნიშნავს მშვიდ იანვარს, სადაც დღესასწაულის სიხარული არ იცვლება სტრესით.
ბერმელი 24 წელზე მეტია, რაც თქვენი პარტნიორია, რომელიც გეხმარებათ ფინანსური ბალანსის შენარჩუნებაში. 600 დოლარიდან მილიონობით აქტივებამდე გავლილი გზა ასახავს იმ ნდობას, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომი ფინანსური მომსახურება, ეს არის ის, რაც ბერმელს გამოარჩევს.
გახდით წარმატებული ბერმელთან ერთად ახალ 2026 წელს.
ცხელი ხაზი: +995 568 700 300 | 0 422 27 56 50


