სამომხმარებლო სესხი მოგზაურობისთვის - სრული გზამკვლავი ბერმელისგან
დასვენება ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპია. ამ დროს ჩვენ ვიღებთ შთაგონებას, ვივსებით ახალი ენერგიით, მნიშვნელოვნად მცირდება სტრესის დონე, ვბრუნდებით უფრო პროდუქტიულები და ვგრძნობთ მრავალფეროვანი სამყაროს მშვენიერებას.
ზოგჯერ გაუთვალისწინებელი ხარჯების გამო, ვერ ვახერხებთ სასურველი მოგზაურობის დაგეგმვას, თუმცა არსებობს ფინანსური გამოსავალი - სამომხმარებლო სესხი მოგზაურებისთვის.
ამ სტატიაში გაეცნობით, რა არის სამოგზაურო სესხი, რა პირობები აქვს ბერმელს და როგორ გავანაწილოთ ხარჯები გონივრულად.
რა არის სამომხმარებლო სესხი და რატომ გამოიყენება მოგზაურობისთვის?
ამომხმარებლო სესხი არის არამიზნობრივი კრედიტი, რომელსაც ნებისმიერი პირადი საჭიროებისთვის გამოიყენებთ, მათ შორის, მოგზაურობის დაფინანსებისთვის.
სწრაფად გაიცემა, არ მოითხოვს კონკრეტული საჭიროების მითითებას და მომხმარებლებს ყველაზე მოულოდნელ და გამოუვალ სიტუაციებში ეხმარება, მაგალითად, ბილეთის, სასტუმროს ან სხვა დანახარჯის დაფარვისას.
სამომხმარებლო სესხი (როგორც მას ხშირად უწოდებენ - სამოგზაურო სესხი) ფინანსურ თავისუფლებას განიჭებთ - თქვენ აღარ გიწევთ წლების განმავლობაში ფულის დაზოგვა და მაშინვე იწყებთ დაუვიწყარ თავგადასავალს, თანხას კი ნელ-ნელა აბრუნებთ.
ბერმელის სამომხმარებლო სესხის პირობები
ბერმელი გთავაზობთ მოქნილ და გამჭვირვალე სესხის პირობებს:
- არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი - 5 000 ₾-მდე
- უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი - 200 000 ₾-მდე
- პროცენტი: თვეში 1.5%-დან, წლიური ეფექტური განაკვეთი - 20.4%-დან
- ვადა: მაქსიმუმ 10 წელი
- შესაძლებელია ყველა ვალდებულების გადაფარვა ერთი სესხით;;
სესხი გაიცემა როგორც უზრუნველყოფით (უძრავი ქონებით), ისე უზრუნველყოფის გარეშე. აღსანიშნავია, რომ ბერმელი ითვალისწინებს დაუდასტურებელ შემოსავალსაც, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თვითდასაქმებული პირებისთვის.
როგორ უნდა შეადაროთ სესხის შეთავაზებები?
გადაწყვეტილების მიღებამდე მნიშვნელოვანია:
- შეადაროთ პროცენტის განაკვეთები;
- გადაამოწმოთ ეფექტური წლიური განაკვეთი;
- გადაამოწმოთ, რამდენად მარტივია განაცხადის შევსება და დამტკიცების პროცესი;
ბერმელში სესხი სწრაფად გიმტკიცდებათ, განაცხადის შევსების შემდეგ, თქვენ დაგიკავშირდებათ სესხის ოფიცერი, რომელიც დაგეხმარებათ პროცედურის გავლაში და ზედმიწევნით გაგაცნობთ შეთანხმების თითოეულ პუნქტს.
სესხის აღების პრაქტიკული რჩევები
მოგზაურობის ხარჯები რამდენიმე კომპონენტს მოიცავს და სწორედ ამ დეტალების წინასწარ შეფასება განსაზღვრავს სესხის ოპტიმალურ მოცულობას.
სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ:
- შეაფასეთ თქვენი შემოსავალი და გადახდისუნარიანობა;
- გაითვალისწინეთ მოგზაურობის სრული ბიუჯეტი: ბილეთები, საცხოვრებელი, კვება, ტრანსპორტი;
- დაითვალეთ, რამდენი თანხაა აუცილებელი და რა ვადით;
- დარწმუნდით, რომ სესხის დაბრუნება არ დააზარალებს თქვენს ფინანსურ მდგომარეობას.
მოგზაურობისთვის ფულის აღება ბრძნული ნაბიჯია იმ შემთხვევაში, თუკი სწორად დაგეგმავთ ფინანსურ გადაწყვეტილებებს და შეარჩევთ სანდო პარტნიორს.
ხშირად დასმული კითხვები სამომხმარებლო სესხის აღებისას
- შეიძლება თუ არა სესხის აღება დაუდასტურებელი შემოსავლით?
დიახ.
- როგორ ხდება გადახდა?
TBC Pay-დან თანხა აისახება მომენტალურად; ბანკის გადარიცხვა სამუშაო საათებში.
- არის თუ არა ონლაინ სესხი შესაძლებელი?
ამ ეტაპზე არა, მაგრამ განაცხადის შევსება ონლაინ შეგიძლიათ.
- ფარავს თუ არა ყოველთვიური გადახდა როგორც პროცენტს, ისე ძირს?
დიახ.
- შეიძლება სესხების გაერთიანება?
შესაძლებელია ყველა მიმდინარე სესხის გაერთიანება ერთ მარტივ გადასახადში.
ღირს თუ არა მოგზაურობის დაფინანსება სესხით?
გახსოვდეთ, მოგზაურობა საკუთარ მომავალში ჩადებული ინვესტიციაა - ახალი გამოცდილება, კულტურული განვითარება, სიახლეების შეცნობა - ფსიქიკური ჯანმრთელობის საწინდარია. სწორად დაგეგმილი სესხი, არა ფინანსური ტვირთი, არამედ სიცოცხლით სავსე ცხოვრების შესაძლებლობაა.
თქვენი მოგზაურობა იწყება ბერმელთან ერთად!
დაუთმე დრო მდიდარი შთაბეჭდილებების მიღებას, ახალი ქვეყნებისა და ადამიანების აღმოჩენას - ფინანსურ მხარეზე კი ჩვენ ვიზრუნებთ გამჭვირვალე პირობებით, მოქნილი გადახდის გრაფიკითა და უსაფრთხო მომსახურებით, რომელიც ათასობით კმაყოფილი მომხმარებლის მიერ არის შემოწმებული.
ცხელი ხაზი: +995 568 700 300 | 0 422 27 56 50
მეტი შესაძლებლობა შენთვის!
