ბერმელი

თქვენი კეთილდღეობის სალარო

ისტორია

2015 წელს საფინანსო კომპანია ,,ბერმელმა” 15 წლის იუბილე გადაიხადა.

,,ბერმელის” საქმიანობა ძირითადად ქართული კაპიტალით, ადგილობრივ მსესხებელთა ფინანსებითაა წარმართული და აქვს მას ამ ფინანსების გაზრდის რეალური შესაძლებლობები საქართველოში.

„ბერმელის“ სასესხო კაპიტალი (კომპანიაში შემოტანილი დანაზოგი) გამყარებულია ,,ბერმელის” საწესდებო კაპიტალით, აგრეთვე “ბერმელის”საკუთარი ქონებით, უძრავი ქონების იპოთეკით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, მიღებული ავტომანქანების რეგისტრაციით სშსს მომსახურების სააგენტოში, ძვირფასი ლითონებისა და თვლების, მობილური ტელეფონებისა და ტექნიკის გირაოთი, თავდებობის ხელშეკრულებით და სხვა გარანტიებით.

კომპანია მუშაობს თავისი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, არის მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის წევრი და თანამშრომლობს ისეთ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა: თიბისი ბანკი და სტანდარტ ბანკი და აქვს პერსპექტივა ისეთ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა, როგორებიცაა: საერთაშორისო მიკროსაფინანსო ქსელი (MFC), აშშ საერთო განვითარების სააგენტო; ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევრობანკი; საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები (USAID, UNHCR CV, IRC).