კითხვა - პასუხი
-
1. საიდან შემიძლია პროცენტის დაფარვა?
პასუხი: ჩვენს სისტემაში შეგიძლიათ განახორციელოთ გადახდები 24/7.
თუმცა, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გადახდის აღიარება და ანგარიშზე თანხის შეტანა დამოკიდებულია გადახდის მეთოდზე.
- თუ გადახდა განხორციელდება TBC pay-აპარატებიდან ან მითითებული ბმულიდან: https://tbcpay.ge/services/bankebi-sxva-finansuri-momsaxureba/bermeli - თანხა აისახება მომენტალურად;
- თუ გადახდა განხორციელდა პირდაპირ კომპანიის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით :
ნებისმიერი ბანკიდან თანხის ჩარიცხვა უნდა მოხდეს კვირის სამუშაო დღეებში- 16:30 საათამდე;
______________________________________________________________________________
-
2. რა დრო სჭირდება სესხის დამტკიცებას ?
პასუხი: სესხის დამტკიცება ხდება დღის განმავლობაში, მაგრამ ეს დამოკიდებულია რომელი სასესხო პროდუქტით ხართ დაინტერესებული და დამატებითი დოკუმენტაციის საჭიროებაზე.
ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ სწრაფად და მარტივად დავასრულოთ სესხის დამტკიცების პროცესი.
______________________________________________________________________________
-
3. რატომ ვიღებ სმს შეტყობინებას დავალიანებაზე თუ სესხის თანხა შემაქვს წინასწარ ანგარიშზე?
პასუხი: თუ წინაწარ შეიტანთ სესხის თანხას ანგარიშზე, თანხა ჩამოიჭრება გრაფიკის მიხედვით გათვალისწინებულ თარიღში.
გადახდის თარიღამდე ავტომაურად მიიღებთ მაინც სმს შეტყობინებას დავალიანების შესახებ,რაც პრობლემას არ წარმოადგენს თქვენთვის;
______________________________________________________________________________
-
4. რა ტიპის შემოსავალი უნდა მქონდეს თანხის გასატანად?
პასუხი: ბერმელში სესხის განაცხადის შევსება შეგიძლიათ ნებისმიერი შემოსავლით, მათ შორის:
- თვითდასაქმებული — ფიზიკური პირი, რომელიც არ არის დაქირავებული სხვა იურიდიული ან ფიზიკური პირის მიერ, არამედ თავად იღებს ეკონომიკურ სარგებელს თავისი საქმიანობიდან. მას აქვს ფიქსირებული ან არაფიქსირებული შემოსავალი, რომელიც გამომდინარეობს მის მიერ გაწეული საქმიანობიდან ან მომსახურებიდან.
- სამეწარმეო საქმიანობა
- გზავნილი
- იჯარა
- ხელფასი
______________________________________________________________________________
5. ყოველთვიურ სესხის გადახდის გრაფიკში იფარება როგორც ძირი, ასევე პროცენტი?
პასუხი: კი, ყოველთვიური გადახდით იფარება როგორც პროცენტი ასევე ძირი;
______________________________________________________________________________
6. კითხვა: შესაძლებელია თუ არა ბერმელში სესხების გაერთიანება?
პასუხი: დიახ, ჩვენთან შეგიძლიათ გააერთიანოთ ყველა მიმდინარე სესხი ერთში და გადაიხადოთ მხოლოდ ერთი გადასახადი მარტივად და სწრაფად.
______________________________________________________________________________
7. შესაძლებელია თუ არა იპოთეკური სესხის გაცემა მიწის უზრუნველყოფით?
პასუხი: კი, ჩვენ გაძლევთ შესაძლებლობას მიიღოთ იპოთეკური სესხი მიწის უზრუნველყოფით, თუ მიწა არის ოფიციალურად რეგისტრირებული და მისი ღირებულება შეესაბამება თქვენს მიერ მოთხოვნილ თანხას და საბანკო პირობებს;
______________________________________________________________________________
8. კითხვა: შესაძლებელია თუ არა სესხის აღება ონლაინ რეჟიმში?
პასუხი: ბერმელში ონლაინ სესხები არ გვაქვს ამ ეტაპზე.
შეგიძლიათ შეავსოთ ჩვენთან ნებისმიერი მიზნით სესხის განაცხადი და განხილვის შემდეგ დაგიკავშირდებათ ჩვენი სესხის ოფიცერი და დაიწყებთ სესხის შევსების პროცედურებს;
______________________________________________________________________________
9. რის საფუძველზე გასცემთ სესხებს?
პასუხი: სესხის გაცემა ხდება თქვენი სარეგისტრაციო მონაცემებისა და ფინანსური მდგომარეობის საფუძველზე. ჩვენ ვამოწმებთ თქვენს შემოსავალსა და საკრედიტო ისტორიას.
______________________________________________________________________________
10. რა ტიპის უზრუნველყოფა გაქვთ სალომბარდე სესხში?
პასუხი: ჩვენთან შეგიძლიათ ისარგებლოთ ძვირფასი ლითონებისა (ოქროსა) და ძვირფასი თვლების (ბრილიანტი) სალომბარდე სესხით;
______________________________________________________________________________
11. როგორ ხდება უზრუნველყოფის შეფასება?
პასუხი: უზრუნველყოფის შეფასება ხდება ჩვენს ფილიალში სპეციალისტის მიერ. შეფასებისას გათვალისწინებულია ნივთის წონა, სინჯი და მიმდინარე ბაზრის ფასი.
______________________________________________________________________________
12. შესაძლებელია ლომბარდში სხვა პირის სახელით ჩაბარება ან გამოტანა?
პასუხი: არა, ნივთი შეიძლება ჩაბარდეს და გამოტანილ იქნას მხოლოდ იმ პირის მიერ, ვისი სახელითაც გაფორმდა ხელშეკრულება, ან მისი მინდობილობის საფუძველელზე;
______________________________________________________________________________
13. როდის შემიძლია გირაოს გატანა ?
პასუხი: გირაოს გატანის დღეებია: ორშაბათი-ოთხშაბათი-პარასკევი დღის მეორე ნახევარი.
______________________________________________________________________________
