ბერმელი ერთადერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც შეიქმნა და განვითარდა აჭარაში და გაფართოვდა მთელი საქართველოს მასშტაბით;
ბერმელს აქვს ფასეულობები,ისტორია, ტრადიციები, მისია ,მიზნები, საკრედიტო დაწესებულებების ნდობა, საფირმო სტილი და ა.შ.
ორგანიზაციამ მუშაობა ერთი დასაქმებულით დაიწყო და ახლა კომპანიაში 150-მდე ადამიანია დასაქმებული.
საწყის ეტაპზე ორგანიზაციამ მუშაობა 600$ ით შეუდგა და ახლა მისი აქტივები რამდენიმე მილიონ დოლარს შეადგენს;
ბერმელის მთავარი ამოცანაა - მრავალფეროვანი, მაღალხარისხოვანი და ხელმისაწვდომი ფინანსური მომსახურება მოსახლეობისათვის; ბერმელის მთავარი ღირებულებაა - მომხმარებელთა მოთხოვნების გათვალისწინება, რაც პირდაპირ აისახება ორგანიზაციის სლოგანზე - "სურვილები სრულდება ბერმელში" !
მოსახლეობის ნდობამ და ჩვენმა რეპუტაციამ, კომერციული და სოციალური ამოცანების დაახლოებამ და ბალანსის დაცვამ, ბერმელი წარმატებულ ბრენდად აქცია.
ბერმელი თავისი 24 წლიანი წარმატებულად განვლილი გზით შესანიშნავი მაგალითია გამარჯვების, გამოწვევების დაძლევისა და განვითარების.