How to get a mortgage loan under the best conditions?

იცოდი, რომ თანამედროვე იპოთეკური სესხების სისტემა პირველად დანიაში, 1797 წელს ჩამოყალიბდა? სწორედ ამ მოდელმა შექმნა საბინაო კრედიტების სტანდარტი, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. საქართველოში კი, ბოლო ათწლეულში, იპოთეკური სესხები ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ფინანსურ პროდუქტად იქცა.

 

საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტირება ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო და სტაბილურ გადაწყვეტილებად ითვლება. ბინის, სახლის ან მიწის ყიდვა ნიშნავს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, ამასთან, კაპიტალის დაგროვებასა და შემოსავლების ზრდას. სწორედ ამიტომაა,  იპოთეკური სესხი მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფინანსური პროდუქტი. 

 

სტატისტიკურად, საქართველოში იპოთეკური სესხების მოცულობა ყოველწლიურად იზრდება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ უფრო მეტი ადამიანი იყენებს ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მომსახურებას უძრავი ქონების შესაძენად.

 

ამ სტატიაში განვიხილავთ, რა უნდა ვიცოდეთ იპოთეკური სესხის აღებამდე, როგორ შევადაროთ პირობები და როგორ ავირჩიოთ საუკეთესო შეთავაზება.

 

რა უნდა ვიცოდეთ იპოთეკური სესხის აღებამდე?

სესხის აღება მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებაა. სანამ განაცხადს შეავსებთ, მნიშვნელოვანია პასუხი გასცეთ რამდენიმე კითხვას და კარგად გავეცნოთ, თუ როგორია ჩვენ მიერ შერჩეული მიკროსაფინანსოს იპოთეკური სესხის პირობები. 

 

  • რისთვის გსურთ სესხი? (ბინის ან მიწის შეძენა, მშენებლობა, რემონტი თუ არსებული სესხის რეფინანსირება)
  • გაქვთ თუ არა სტაბილური შემოსავალი, რომელიც ყოველთვიურ გადასახადებს დაფარავს?
  • რამდენია თქვენი მაქსიმალური ბიუჯეტი და რა სესხის ოდენობას შეძლებთ რეალურად გადახდას?

 

ამ ფაქტორების გათვალისწინება დაგეხმარებათ თავიდან აირიდოთ ზედმეტი ვალდებულებები და სწორად დაგეგმოთ ფინანსური სტრატეგია.

ძირითადი კრიტერიუმები საუკეთესო პირობების მისაღებად

სესხის აღებისას, მთავარი ყურადღება უნდა მიაქციოთ შემდეგ კრიტერიუმებს:

 

  • საპროცენტო განაკვეთი: რაც უფრო დაბალია, მით ნაკლები იქნება თქვენი საერთო ხარჯი. ამ მხრივ, ბერმელი ყველაზე კონკურენტული მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა ბაზარზე.
  • სესხის ვადა: გრძელვადიანი სესხი უფრო დაბალ გადასახადებს გთავაზობთ და თქვენი ბიუჯეტის გადანაწილება, შესაძებლობების ფარგლებში შეგიძლიათ. ბერმელში სესხის მაქსიმალური ვადა 10 წელია, თუმცა ვითვალისწინებთ ინდივიდუალურ შემთხვევებსაც. 
  • საშეღავათო პერიოდი: გეხმარებათ ფინანსური მოქნილობის შენარჩუნებაში. 
  • სესხის პირობების შედარება: აუცილებლად შეადარეთ რამდენიმე ფინანსური ორგანიზაციის პირობები, რათა დარწმუნდეთ, რომ საუკეთესო არჩევანს აკეთებთ.

 

პროცენტული განაკვეთი და გადახდის გრაფიკი

 

იპოთეკური სესხის პროცენტი ყველაზე ხშირად განსაზღვრავს სესხის მიმზიდველობას. გარდა ძირითადი პროცენტისა, უნდა გაითვალისწინოთ წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთიც, რომელიც საკომისიოსაც მოიცავს. ასევე, მნიშვნელოვანია გადახდის გრაფიკის სწორად შერჩევა:

 

ანუიტეტური გრაფიკი არის სესხის დაფარვის ფორმა, რომელიც პერიოდულობით ( ყოველთვიურად) თანაბარი მოცულობის შენატანების გაკეთებას გულისხმობს. შენატანი შედგება, როგორც ძირითადი თანხისგან, ისე დარიცხული პროცენტისგან, დაზღვევისგან და ხარჯებისგან. მისი უპირატესობა ის არის, რომ, მოვალემ ზუსტად იცის თვეში რამდენი თანხა უნდა შეიტანოს სესხის მომსახურებაში და ვალის დაფარვის ტვირთიც თანაბრად გადანაწილებულია დროში.

 

და დიფერენცირებული გრაფიკი, ასეთ დროს, სესხს დასაწყისში მაღალი, შემდეგ კი ეტაპობრივად შემცირებული გადასახადებით ფარავთ. 

 

სწორი არჩევანი დამოკიდებულია თქვენს ფინანსურ შესაძლებლობებსა და პრიორიტეტებზე. თუმცა, ჩვენი გამოცდილებით, მომხმარებელთა უმეტესობა ანუიტენტურ გრაფიკს ირჩევს, რათა არ დაირღვეს ბალანსი, ყოველდღიურ საჭირო ხარჯებსა და სასურველი ქონების შეძენას შორის. 

 

როგორ ვიპოვოთ დაბალპროცენტიანი იპოთეკური სესხი?

 

დაბალპროცენტიანი სესხის პოვნა ნიშნავს დეტალურ ანალიზსა და შედარებას. გაითვალისწინეთ:

 

  • სტაბილური შემოსავლის მქონე პირებს ხშირად სთავაზობენ უფრო კარგ პირობებს.
  • თუ გაქვთ სხვა აქტივები ან გარანტიები, შეგიძლიათ მიიღოთ უკეთესი შეთავაზება.
  • მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ნომინალური, არამედ ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შემოწმება.

 

ბერმელის უპირატესობები – რატომ არის ბერმელი საუკეთესო მიკროსაფინანსო ორგანიზაცია?

 

თუ გსურთ ბინის ან მიწის შეძენა, მშენებლობა, რემონტი ან არსებული იპოთეკური სესხის რეფინანსირება, “ბერმელი”: გთავაზობთ მარტივ და გამჭვირვალე პირობებს:

 

  • სესხი 1000 - 200 000 ლარამდე;
  • ნომინალური თვეში 1,5%-დან;
  • ეფექტური თვეში 1,7 %-დან;
  • სესხის მაქსიმალური ვადა - 10 წელი;
  • 6 თვიანი საშეღავათო პერიოდის შესაძლებლობა.

 

სესხის ასაღებად საჭიროა:

 

  • პირადობის მოწმობა;
  • უძრავი ქონების განახლებული ამონაწერი ან საკადასტრო კოდი;
  • შემოსავლის დადასტურება (შემოსავალი გაითვალისაწინება როგორც დადასტურებული(ხელფასი,იჯარა,გზავნილი) , ასევე დაუდასტურებელი: მაგ თუ ხარ ტაქსისტი,ხელოსანი,რეპეტიტორი ან  სხვა მოხელე დასაქმებული ).

 

“ბერმელში” სესხის აღება სწრაფი და მოქნილი პროცესია, რომელიც საშუალებას გაძლევთ ფინანსური მიზნები მაქსიმალურად მარტივად განახორციელოთ.

 

იპოთეკური სესხი არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ფინანსური თავისუფლებისკენ, მაგრამ სწორი გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ყველა დეტალის გათვალისწინება: პროცენტი, ვადა, პირობები და ორგანიზაციის სანდოობა. 

 

“ბერმელი” საშუალებას გაძლევთ, აიღოთ იპოთეკური სესხი საუკეთესო პირობებით და მშვიდად დაგეგმოთ თქვენი მომავალი.

 

დაგვიკავშირდით:

ცხელი ხაზი: +995 568 700 300 | 0 422 27 56 50

 

აიღე იპოთეკური სესხი ბერმელში და დააგროვე მნიშვნელოვანი ინვესტიცია მომავლისთვის!



How to get a mortgage loan under the best conditions?