2020 წლის 17 თებერვალს, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბერმელსა“ და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მხარეებს წარმოადგენდნენ „ბერმელის“ დირექტორი ქალბატონი ეთერ ბერიძე-მელიქიშვილი და უნივერსიტეტის რექტორი - ბატონი მერაბ ხალვაში.
დოკუმენტი ითვალისწინებს თანამშრომლობას საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროში, კერძოდ, სტუდენტთა პრაქტიკული და ანალიტიკური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების მიზნით, მათი სასწავლო და პროფესიული პრაქტიკის გავლას „ბერმელის“ არსებულ ბაზაზე.
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტისთვის დაწესდა ბერმელის სტიპენდია. „ბერმელის სტიდპენდიანტი“ ყოველთვიურად დაფინანსდება 100 ლარის ოდენობით.