სიახლეები
უკანსალომბარდო განყოფილების საზეიმო კრება
30 სექტემბერი, 2015
2015 წლის 24 სექტემბერს ჩატარდა ბერმელში დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, სალომბარდო განყოფილების საზეიმო კრება, თანამშრომლებს სიტყვით მიმართა ორგანიზაციის დირექტორმა ეთერ ბერიძე-მელიქიშვილმა და სალომბარდო განყოფილების უფროსმა თათია ჯოხაძემ. ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლენილი გამარჯვებული თანამშრომლები, რომლებსაც გადაეცათ ფულადი პრემიები და საჩუქრები.
ნომინაციებში: „ლიდერი თანამშრომელი“ - დაჯილდოვდნენ: ნატო გორგილაძე, გადაეცა ფულადი პრემია 1000 ლ. „წარმატებული თანამშრომელი'', I ადგილი - ინგა მეხეშიძე - 800 ლ; „წარმატებული თანამშრომელი'', II ადგილი - ინგა შოტიძე - გადაეცა ნოუთბუქი; „წარმატებული თანამშრომელი", III ადგილი - ნინო დუმბაძე - გადაეცა ნოუთბუქი; „წარმატებული თანამშრომელი", III ადგილი - ელზა მგელაძე - გადაეცა ნოუთბუქი; „წარმატებული თანამშრომელი", III ადგილი - ხათუნა ჭაღალიძე - გადაეცა ნოუთბუქი.
დედობა მიულოცეს და გადასცეს სხვადასხვა პრიზები დეკრეტულ შვებულებაში მყოფი თანამშრომლებს: მაია კვირიკაძეს, ინგა შოთიძეს, სოფო შაბანიძეს, სოფო ვერულიძეს, მარი ხოზრევანიძეს, ლალი გვენეტაძე, ქეთი სურმანიძეს.
საზეიმო კრებაზე ბერმელის მსესხებელს, თემურ ბერიძეს, მიულოცეს ქორწინება და გადასცეს საჩუქარი, - "ბერმელის ოქროს ლოგო".
ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ ყოფილი თანამშრომლები - ლენა ქამადაძე, და ნინო მამულაძე, რომლებსაც მიენიჭათ " ბერმელის საპატიო წევრის წოდება", გადაეცათ საპატიო წოდების სიგელები, აგრეთვე საჩუქრები.
კრებაზე შეაჯამეს გაწეული მუშაობის შედეგები და დასახეს სამომავლო ამოცანები.