ბერმელი

თქვენი კეთილდღეობის სალარო

სიახლეები

უკან

მადლიერების გრძნობა

2 ოქტომბერი, 2021

    

   ქალბატონ ეთერ, მინდა დაგემშვიდობოთ რამდენიმე სიტყვით, როგორც თქვენთვის ცნობილია დღეს ჩემი ბოლო სამუშაო დღეა ქუთაისის ფილიალების იურისტის პოზიციაზე.

მადლობა რომ საშუალება მომეცით განვითარებულიყავი როგორც იურისტი და მემუშავა თქვენს გუნდთან ერთად. არცერთი წუთით არ ვნანობ ბერმელში გატარებულ წლებს, პირიქით ეს ყოველთვის ის ადგილი იქნება ჩემთვის სადაც "ფეხი ავიდგი", გავიცანი ბევრი საინტერესო და წარმატებული პიროვნება, ვისწავლე შრომის ფასი, მოთმინება და გამოვიმუშავე იურისტისთვის საჭირო უნარ-ჩვევები. გულწრფელად მწყდება გული, მადლობა ყველაფრისთვის თქვენ და ამ ორგანიზაციას.

 

  ორგანიზაციას კი ვუსურვებ დიდ წარმატებას, მუდამ ერთგულ, შრომისმოყვარე თანამშრომლებსა და ბევრ კეთილგანწყობილ მომხმარებელს. ვიმედოვნებ მალე ვიხილავ ბერმელს კომერციული ბანკების სიაში.

 

წარმატებები...

პატივისცემით, თეონა გორგოძე