სიახლეები
უკანმიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბერმელი“ წლის ლიდერ კომპანიად დასახელდა
1 ივლისი, 2023მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბერმელი“ წლის ლიდერ კომპანიად დასახელდა.
დაჯილდოვების ცერემონია წელს პირველად, 30 ივნისს „შერატონი ბათუმში“ გაიმართა.
"5000 ამერიკული დოლარის სასესხო კაპიტალით დაწყებული საქმიანობა იზრდებოდა, ვითარდებოდა და დღეს „ბერმელი“ ლიდერია მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორის ქართულ ბაზარზე. ამ დროის განმავლობაში, ბერმელი" ძირითადად ქართული კაპიტალით საქმიანობს.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, დასაწყისში, პირველ წელს მხოლოდ 50-მდე მომხმარებელს ემსახურებოდა, ახლა კი, კომპანიის სერვისებით 20 000 -მდე ადამიანი სარგებლობს. ოპტიმალური მომსახურების შედეგად, კომპანია სტაბილურობას ქართულ ბაზარზე უკვე 20 წელია ინარჩუნებს.
"ბერმელის" მიზანი ფინანსური სექტორის გაძლიერება, ინვესტიციების მოზიდვა და მომხმარებელთა რიცხვის გაზრდაა. ხელსაყრელი საკრედიტო პირობების მქონე ორგანიზაცია, მოსახლეობას სთავაზობს იპოთეკურ, სამომხმარებლო და ბიზნესს სესხს, აგრეთვე, სალომბარდო და ავტო სესხს. „ბერმელი" თქვენი საიმედო მეგზურია ფინანსებში" - აღნიშნა ღონისძიების წამყვანმა, რომელმაც სცენაზე კომპანიის რისკების მართვის დირექტორი ბატონი არჩილ მელიქიშვილი მიიწვია და დამსახურებული ჯილდო გადასცა.
„ქართული ბრენდის დღე“ თავისი არსით, შინაარსით განსხვავებულია და ასახავს ყველა იმ მოვლენას, რაც კი საქართველოს ცხოვრებაში და რაც მთავარია, ბიზნესში ხდება. პროექტის წარმატებულად განხორციელებაში უდიდესი როლი აქვს "ბერმელს", რომელიც „ქართული ბრენდის დღე - ბათუმი 2023“ ვერცხლის სპონსორია“, - აღნიშნა პიარ სააგენტო „პროფილის“ დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა მანანა გეგიძემ.
"ქართული ბრენდის დღის“ ავტორია საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო "პროფილი“, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბერმელი“ კი პროექტის ვერცხლის სპონსორია.