სიახლეები
უკანმიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ბერმელის" გუნდი უანგარო დონაციის ეროვნულ კამპანიას შეუერთდა
28 ნოემბერი, 2023
გაიღე სისხლი უანგაროდ, გადაარჩინე სიცოცხლე და გახდი გმირი - მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ბერმელის" გუნდი უანგარო დონაციის ეროვნულ კამპანიას შეუერთდა. „უანგარო დონაცია ერთ-ერთია გზაა დაეხმარო სხვას და ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე შეუნარჩუნო.
ვფიქრობ, ყველა ადამიანმა, ვისაც ჯანმრთელობა ხელს უწობს სისხლი უანგაროდ უნდა გაიღოს. როდესაც ასეთი შანსი გაქვს, რომ შეგიძლია სხვას სიცოცხლე ხელმეორედ აჩუქო, ამაზე უარი არ უნდა თქვა,“- ამბობს „ბერმელის“ რეგიონალური და დარგობრივი მენეჯერი ინგა გორგაძე.
"ბერმელის" სათავო ოფისში, ბათუმში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის „სისხლის უანგარო რეგულარული დონორობის მხარდაჭერისა და მოზიდვის ეროვნული კამპანიის ფარგლებში“ პარტნიორი ორგანიზაციის „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის" ორგანიზებით საინფორმაციო შეხვედრა 24 ნოემბერს გაიმართა.
ორ წელიწადში საქართველოში სისხლის დონაცია სრულად უანგარო იქნება. 2025 წლის პირველი ივლისიდან ქვეყანაში სისხლის ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ ჩაბარება იკრძალება.