სოფლის მეურნეობა სეზონური ბიზნესია, ხარჯი გაზაფხულზეა, შემოსავალი - შემოდგომაზე. სწორედ ამ სხვაობის დასაფარად და ფერმერებისთვის წარმოების გასაფართოებლად აგრო სესხი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული ინსტრუმენტია. სესხის დამტკიცება ყველასთვის ერთნაირად იოლად არ ხდება. თუმცა, უარის მიზეზი ხშირად არა საქმიანობა, არამედ განაცხადის სწორად მომზადებაა.
თუ ფერმერი ხარ და გინდა იცოდე, როგორ გამოიყენო აგრო სესხი შენი მეურნეობის გასაფართოებლად, ამ სტატიაში გაიგებ, რა მოთხოვნებს ეყრდნობა ბანკი, რომელია ყველაზე ხშირი შეცდომები და როგორ შეძლებ გაზარდო დამტკიცების შანსი მაქსიმალურად.
აგრო პროგრამები
საქართველოში სოფლის მეურნეობის დაფინანსების ორი ძირითადი წყარო არსებობს:
- სახელმწიფო პროგრამები. აგრარული პროექტების მართვის სააგენტო (APMA) და Enterprise Georgia აფინანსებენ სასოფლო-სამეურნეო პროექტებს შეღავათიანი პირობებით, ხშირად 8–10%-იანი წლიური განაკვეთით, რაც კომერციულ ბანკებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია. ზოგიერთ პროგრამაში სახელმწიფო პროცენტის ნაწილს თავად ანაზღაურებს (სუბსიდირებული სესხი).
- კომერციული ბანკები. ბანკების უმეტესობა ფერმერებს აგრო სესხს მორგებული ვადებითა და სეზონური დაფარვის გრაფიკით სთავაზობს. განაკვეთი, როგორც წესი, 14–20%-ის ფარგლებშია, დამოკიდებულია გირაოზე და საკრედიტო ისტორიაზე.
პრაქტიკული რჩევა: სანამ კომერციულ ბანკს მიმართავ, გაარკვიე ხელმისაწვდომი სახელმწიფო პროგრამების შესახებ.
რა მოთხოვნები აქვთ ბანკებს?: მიწა, შემოსავალი, ისტორია
სოფლის მეურნეობის დაფინანსების მისაღებად ბანკი რამდენიმე ძირითად კრიტერიუმს ამოწმებს:
- მიწა და გირაო. აგრო სესხის შემთხვევაში გირაო ყველაზე ხშირად თავად მიწაა. ბანკი ამოწმებს ფართობს, რეგისტრაციის სტატუსს და საბაზრო ღირებულებას. დაურეგისტრირებელი ან სადავო მიწა ავტომატურად ართულებს პროცესს.
- სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ისტორია. ბანკს სურს დარწმუნდეს, რომ მიწა ფუნქციონირებს. სასურველია ჰქონდეს ინფორმაცია მოსავლიანობის, გაყიდვების ან გადამამუშავებელ კომპანიებთან ხელშეკრულებების შესახებ.
- შემოსავლის დასტური. ფერმერებისთვის ეს ყველაზე რთული ნაწილია. ნაღდი ანგარიშსწორება და არარეგისტრირებული გაყიდვები ბანკისთვის შემოსავალი არ არის. თუ ფლობ საგადასახადო ამონაწერის, შესყიდვის ხელშეკრულებების ან ბანკის ანგარიშზე ასახული ბრუნვის დოკუმენტაციას, საქმე გაცილებით გაგიმარტივდება.
- საკრედიტო ისტორია. წინა სესხების პუნქტუალური დაფარვა სანდო არგუმენტია. ვადაგადაცილება, თუნდაც წვრილმანი ამცირებს დამტკიცების შანსს.
ფერმერული სესხი: როგორ გაზარდო დამტკიცების შანსი
აგრო სესხის დამტკიცებისთვის რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებასა და წინასწარ დაგეგმვას შეუძლია მნიშვნელოვნად შეცვალოს ბანკის გადაწყვეტილება შენს სასიკეთოდ. აი რამდენიმე ნაბიჯი, რომელიც შენს შანსებს გაზრდის:
- დაარეგისტრირე მიწა. თუ მიწა საკუთარ სახელზე არ გაქვს, აუცილებლად მოაგვარე ეს. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (SSDA) სოფლის მეურნეობის მიწის რეგისტრაციის პროცედურას ამარტივებს.
- გაატარე შემოსავალი საბანკო ანგარიშზე. თუ მოსავლის გაყიდვა ნაღდი ანგარიშსწორებით ხდება გადაიყვანე ის ბანკის ანგარიშზე. 2-3 სეზონის ბრუნვის ჩვენება საკმარისი იქნება.
- შესყიდვის ხელშეკრულება: ყველაზე ძლიერი დოკუმენტი. თუ გადამამუშავებელ კომპანიასთან ან სუპერმარკეტთან ხელშეკრულება გაქვს ეს, ბანკისთვის გარანტიაა.
- შეათანხმე სეზონური გრაფიკი წინასწარ. ბანკი უნდა გთავაზობდეს დაფარვის გრაფიკს მოსავლის სეზონზე მორგებით. თუ ის ამ მოქნილობის საშუალებას არ გაძლევს, მიმართე კონკურენტს და პირობები.
სესხი ფერმერისთვის და ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები
ფერმერების უმეტესობა ხშირად არ ინტერესდება ან არ არკვევს დეტალებს სესხის აღებამდე, რაც საბოლოოდ არაერთ პრობლემას წარმოქმნის.
- გადახდის ვადის არჩევა სეზონური შემოსავლის გათვალისწინების გარეშე. თუ სესხი 12 ყოველთვიურ გადახდაზეა განაწილებული, მაგრამ შემოსავალი წელიწადში ერთხელ მოდის (მაგალითად ზამთარში) გადახდის რიცხვი შენს პრობლემად იქცევა. ყოველთვის მოითხოვე სეზონური გრაფიკი.
- მოსავლის ყველა ტიპსა და კულტურაზე ერთი სესხის აღება. სხვადასხვა კულტურას განსხვავებული ციკლი და ROI აქვს. ყველაფრის ერთ სესხში გაერთიანება ართულებს დაგეგმვას და ზრდის რისკს.
- მხოლოდ სასუქისა და თესლის ხარჯის დაფინანსება, ინფრასტრუქტურის გარეშე. მოკლევადიანი ფერმერული სესხი საოპერაციო ხარჯებისთვის კარგია, მაგრამ თუ ინფრასტრუქტურა (სარწყავი, საწყობი, ტექნიკა) მოძველებულია, გრძელვადიანი ინვესტიცია მისგან დამოუკიდებლად უნდა იყოს დაგეგმილი.
- ერთი ბანკის შეთავაზებაზე გაჩერება. სამეწარმეო სესხის პირობები განსხვავდება სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით. ესენია: პროცენტი, გრაფიკი, გირაოს მოთხოვნის პირობა და სხვ. ამიტომ, შენზე მორგებული, საუკეთესო შეთავაზების მისაღებად, აუცილებელია დოკუმენტზე ხელისმოწერამდე 2–3 ბანკის პირობის შედარება.
როგორ შეგიძლია გამოიყენო სესხი ისე, რომ მოგებაში დარჩე
სესხი მხოლოდ მაშინ მუშაობს, როდესაც ინვესტიცია მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე გადასახადი. ფერმერული ბიზნესისთვის ეს ნიშნავს:
- დათვალე ინვესტიციიდან მიღებული შემოსავალი კულტურის მიხედვით – სანამ სესხს აიღებ, გაარკვიე: ამ კულტურის 1 ჰექტარი საშუალოდ რა შემოსავალს იძლევა? სასუქი, შრომა, ტრანსპორტი… შეაფასე ხარჯი რეალისტურად. თუ მოგების მარჟა სესხის პროცენტს არ ფარავს, არ გაითვალისწინო ეს კულტურა სესხისთვის.
- მიმართე სესხი წარმოების გაზრდაზე და არა არსებული ხარჯების დაფარვაზე: თუ გასულ სეზონში ზარალი გქონდა და სესხით ამ ხარჯს დაფარვას აპირებ, ეს დიდი შეცდომაა. გახსოვდეს, სესხი ზრდის ინსტრუმენტია და არა ხარჯის გადავადება.
- განსაზღვრე გაყიდვის შესაძლებლობები სეზონის მოსვლამდე – ერთ-ერთი ყველაზე ხშირი შეცდომა, რომელსაც ფერმერები უშვებენ ისაა, რომ არ აქვთ მოსავლის გაყიდვის ჩამოყალიბებული გეგმა. თუ არ გინდა, შენც მათ რიგებში აღმოჩნდე და მოსავლის გაყიდვა სამომავლო პრობლემად არ გექცეს, წინასწარ დასახე გაყიდვის სტრატეგია და მოიძიე პარტნიორები.
თუ სოფლის მეურნეობის განვითარებას გეგმავ, გაიგე რა დაფინანსების შესაძლებლობები გაქვს, გაეცანი პირობებს და მიიღე შენს საჭიროებებზე მორგებული აგრო სესხი ბერმელისგან: www.bermeli.ge


