ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

ავტო სესხი თუ ავტო ლიზინგი

საქართველოში ავტომობილზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა, შესაბამისად, ადამიანებმა მანქანის შეძენის ალტერნატიულ გზებზე დაიწყეს ფიქრი. 

დღეს უამრავი მძღოლი არჩევნის წინაშე დგება: ავტოსესხი აიღოს თუ ავტო ლიზინგით ისარგებლოს? მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი სიტყვა ხშირად ერთმანეთის სინონიმებად აღიქმება, გარკვეული განსხვავებები მაინც არსებობს.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბერმელის შემთხვევაში , განსხვავება მცირეა და ორივე სესხის პირობა მომხმარებლის საჭიროებებზეა მორგებული.

რა არის ავტო სესხი?

ეს არის სესხი, რომელიც ავტომობილის უზრუნველყოფით გაიცემა. ანუ, თქვენ იღებთ თანხას, ყიდულობთ მანქანას და შეძენილ ქონებას იყენებთ უზრუნველყოფად.  მანქანა თქვენს საკუთრებაში გადმოდის, თუმცა განვადების დაფარვამდე “დაგირავებულია”.

ავტო სესხის მთავარი უპირატესობაა ის, რომ თქვენ ხდებით მანქანის მფლობელი პირველივე დღიდან.

ბერმელი გთავაზობთ ავტო სესხის პირობებს:

  • თანხა: 1 000 - 200 000 ლარამდე
  • საპროცენტო განაკვეთი: წლიური 24%-დან, ეფექტური 32.8%-დან
  • ვადა: 1-36 თვე
  • საჭიროა: პირადობის მოწმობა და ავტომობილის საკუთრების დამადასტურებელი საბუთები
  • ავტომობილი უნდა იყოს 2002 წლის ზევით
  • სესხის განაცხადზე პასუხს მიიღებ 1 საათში!

რა არის ავტო ლიზინგი?

ტრადიციულად, ავტო ლიზინგის გაფორმებისას, მანქანა ჯერ ლიზინგის კომპანიის საკუთრებაში რჩება, მომხმარებელი კი მას ყველა ვალდებულების დაფარვის შემდეგ კი იფორმებს.  

თუმცა ბერმელის შეთავაზება არატრადიციული მიდგომა შექმნა და პირობები მორგებულია მომხმარებლის საჭიროებებზე:

აქ ლიზინგი პრაქტიკულად იმავე წესებით გაიცემა, რომლითაც ავტოსესხი. თქვენ იღებთ ავტომობილს სასურველ დღესვე და არ გჭირდებათ შემოსავლის დადასტურება, მსგავსი პირობა განსაკუთრებით  მოქნილია თვითდასაქმებულთათვის ან მათთვის, ვინც ოფიციალურად არ ფიქსირდება შემოსავლიან პირად. 

პირობებიც იგივეა: გადახდის ვადა, თანხა, საპროცენტო განაკვეთი, პასუხის სისწრაფე და მანქანის ასაკობრივი ზღვარი.

მაშ, რა განსხვავებაა?

ბერმელის შემთხვევაში, განსხვავება ფორმალურია და არა შინაარსობრივი. ორი სერვისის ფინანსური პირობები თითქმის იდენტურია, თუმცა პრაქტიკაში ეს ორი ტერმინი ორი განსხვავებული მომხმარებლისთვისაა შექმნილი:

  • ავტო სესხი მისაღებია იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს, რომ მანქანა პირველივე დღიდან მის საკუთრებაში იყოს და შეუძლია შემოსავლების დადასტურება.

  • ავტო ლიზინგი უფრო მოქნილი ფორმაა მათთვის, ვისაც არ აქვს ფორმალური შემოსავალი ან უბრალოდ უნდა, რომ პროცესი მაქსიმალურად სწრაფად და მარტივად წარმართოს.

ლიზინგი თუ ავტო სესხი?  როგორია ტენდენციაა საქართველოში

საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ავტომობილის შესაძენად სესხით ან ლიზინგით სარგებლობს. თუ ადრე ავტო სესხი იყო მთავარი არჩევანი, დღეს ავტო ლიზინგიც სერიოზულ ალტერნატივად იქცა.

ეროვნული ბანკისა და ფინანსური მედიის (GBC.ge) ინფორმაციით, 2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველოში ავტო ლიზინგით სარგებლობდა 22 449 აქტიური მომხმარებელი, რაც 3000-ით მეტია 2023 წლის აგვისტოსთან შედარებით.  ეს ზრდა განპირობებულია სერვისის მოქნილობით, მომხმარებლების დიდი ნაწილი ირჩევს ლიზინგს, რადგან არ სჭირდება შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ფინანსური და იურიდიული საკითხები: რისკები და უპირატესობები

ავტოსესხი და ავტო ლიზინგი განსხვავებულ ფინანსურ და იურიდიულ პასუხისმგებლობას გულისხმობს. ავტო სესხის შემთხვევაში, თქვენ ავტომობილის მფლობელი ხართ, მაგრამ ვალდებული ხართ რეგულარულად დაფაროთ გადასახადები, რათა არ დაკარგოთ მანქანა. ლიზინგის შემთხვევაში  კი, მანქანის იურიდიული მფლობელი კომპანიაა და თქვენ ხართ მხოლოდ მომხმარებელი, სანამ სრულად არ გადაიხდით თანხას.

ნებისმიერი არჩევანის გაკეთებისას, მნიშვნელოვანია:

  • წაიკითხოთ ხელშეკრულების პირობები;
  • ყურადღება მიაქციოთ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს;
  • გაითვალისწინოთ მანქანის ასაკი და მდგომარეობა.

სურვილები სრულდება ბერმელში!
შეარჩიე საუკეთესო სერვისი შენი შესაძლებლობებისა და საჭიროებების მიხედვით.

 დაგვიკავშირდი დღესვე:
+995 568 700 300 / 0 422 27 56 50
გაიგე მეტი და შეიძინე მანქანა ისე, როგორც შენ გინდა, სესხით ან ლიზინგით!



ავტო სესხი თუ ავტო ლიზინგი