ავტოსესხის წინასწარი დაფარვა: როდის ღირს, რას “იგებ” პროცენტში და რა უნდა გადაამოწმო ხელშეკრულებაში

ავტოსესხი გაქვს და მოულოდნელად დამატებითი შემოსავალი გაგიჩნდათ? ალბათ ფიქრობთ, ხომ არ სჯობს წინასწარ დავფარო პროცენტი, იქნებ, ეს მომგებიანი გადაწყვეტილება იყოს გრძელვადიან პერპექტივაში?

 

ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. ზოგჯერ სესხის წინასწარ დაფარვა მართლაც მომგებიანი გადაწყვეტილებაა, ზოგჯერ კი შეიძლება დაგვაზიანოს. ყველაფერი დამოკიდებულია სესხის სტრუქტურაზე, ვადაზე და, რაც მთავარია, ხელშეკრულების პირობებზე.

 

ეს სტატია წარმოადგენს ზოგად ფინანსურ გზამკვლევს და მიზნად ისახავს ავტოსესხის წინასწარი დაფარვის ძირითადი პრინციპების მარტივად ახსნას. თითოეული სესხი და მსესხებლის ფინანსური მდგომარეობა ინდივიდუალურია, ამიტომ კონკრეტული გადაწყვეტილება ყოველთვის უნდა მიიღოთ თქვენი ხელშეკრულების პირობებისა და პირადი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით. ჩვენი გუნდი თითოეულ შემთხვევას ინდივიდუალურად განიხილავს და თქვენზე მორგებულ რეკომენდაციებს გზავაზობთ.

 

ახლა კი გავარკვევთ, არის თუ არა ავტოსესხის წინასწარი დაფარვა გონივრული ნაბიჯი და როგორ უნდა მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება.

 

რას ნიშნავს წინასწარი დაფარვა და როგორ ითვლება პროცენტი?

 

  • სესხის წინსწრებით დაფარვა არის პროცესი, როცა  შეთანხმებულ ვადაზე ადრე იხდით სესხს,  სრულად ან ნაწილობრივ.
  • რული დაფარვა ნიშნავს, როცა მთლიან დარჩენილ თანხას ერთჯერადად ფარავთ და სესხს ხურავთ.
  • ნაწილობრივი დაფარვა კი ნიშნავს, რომ დამატებითი თანხა შეგაქვთ და დარჩენილ ნაშთს ამცირებთ, რის შედეგადაც ან ვადა მცირდება, ან ყოველთვიური გადასახადი.

 

მნიშვნელოვანი პრინციპი ასეთია: პროცენტი ითვლება დარჩენილ ნაშთზე.

ანუ რაც ნაკლები თანხა გრჩებათ გადასახდელი, მით ნაკლებ პროცენტი დაგერიცხებათ მომავალში.

 

ასევე უნდა იცოდეთ, რომ სესხის დასაწყისში გადახდილი თანხის დიდი ნაწილი პროცენტს აკლდება, ხოლო ძირი ნელა მცირდება. ამიტომ ადრეულ ეტაპზე დაფარვა უფრო მომგებიანია.

 

განვიხილოთ მარტივი მაგალითი:

თუ 20,000 ლარი აიღეთ 3 წლით და 1 წლის შემდეგ ამ თანხას სრულად დაფარავთ, დაზოგავთ იმ პროცენტს, ანუ იმ თანხას, რომელიც დარჩენილი ორი წლის განმავლობაში დაგერიცხებოდათ პროცენტის სახით. მაგრამ თუ სესხს ბოლო წელს ფარავთ, ძირის დიდი ნაწილი უკვე გადახდილი გაქვთ და ეკონომია მინიმალური იქნება.

როდის ღირს ავტოსესხის წინასწარი დაფარვა?

წინასწარი დაფარვა ყველაზე მომგებიანია სამ შემთხვევაში:

 

  • სესხის ვადის საწყის ეტაპზე

 

სწორედ ამ ეტაპზე გერიცხებათ ყველაზე მეტი პროცენტი, ამიტომ ადრეული დაფარვა მაქსიმალურ ეკონომიას გაძლევთ.

 

  • როცა არ არსებობს წინასწარი დაფარვის ჯარიმა ან საკომისიო 

 

ზოგიერთი ხელშეკრულება ითვალისწინებს დამატებით საკომისიოს.

 

  • როცა დამატებითი შემოსავალი და თანხა სხვა მიზნებისთვის არ გჭირდებათ

 

თუ მსესხებელს აქვს დამატებითი შემოსავალი ან დაგროვილი დანაზოგი, რომელსაც კონკრეტული დანიშნულება არ აქვს, სესხის წინასწარი დაფარვა შეიძლება შეფასდეს როგორც ფინანსურად რაციონალური გადაწყვეტილება.

 

სესხის არსებობის პირობებში მსესხებელი რეგულარულად იხდის პროცენტს დარჩენილ ნაშთზე. ამავე დროს, თუ თავისუფალი თანხა უბრალოდ ინახება და არ ქმნის შემოსავალს, იგი არ ამცირებს ფინანსურ ვალდებულებას და არ ანაზღაურებს გადახდილ პროცენტს. ასეთ შემთხვევაში, წინასწარი დაფარვა ფუნქციურად ჰგავს დაბალრისკიან, პრაქტიკულად “გარანტირებულ” სარგებელს: მცირდება დარჩენილი ძირი და შესაბამისად, მომავალში გადასახდელი პროცენტის მოცულობაც.

 

ეკონომიკური თვალსაზრისით, თუ სესხის საპროცენტო განაკვეთი აღემატება იმ სარგებელს, რომელსაც დანაზოგი გამოიმუშავებს (ან საერთოდ არ გამოიმუშავებს), თავისუფალი თანხის მიმართვა სესხის შემცირებისკენ ზრდის ფინანსურ ეფექტიანობას და ამცირებს საერთო ხარჯს გრძელვადიან პერსპექტივაში.

როდის შეიძლება არ ღირდეს?

ობიექტურობისთვის მნიშვნელოვანია განვიხილოთ შემთხვევებიც, როდესაც სესხის წინასწარი დაფარვა ფინანსურად ოპტიმალური არჩევანი არ არის.

 

პირველ რიგში, თუ ხელშეკრულება ითვალისწინებს საკომისიოს ან ჯარიმას წინასწარ დაფარვაზე, ეს თანხა პირდაპირ ამცირებს მოსალოდნელ ეკონომიას. პრაქტიკაში შესაძლოა დაზოგილი ავტოსესხის პროცენტი იმდენად მცირე აღმოჩნდეს, რომ საკომისიომ თითქმის სრულად გაანულოს სარგებელი. ამიტომ აუცილებელია წინასწარ გამოთვლა: რამდენს ზოგავთ და რამდენს იხდით დამატებით.

 

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია სესხის ვადის ეტაპი. თუ მსესხებელი უკვე ვადის ბოლო ნაწილშია, ძირითადი თანხის დიდი ნაწილი გადახდილია და დარჩენილი პროცენტის მოცულობა შედარებით მცირეა. ამ პირობებში წინასწარი დაფარვა ფინანსურ ეფექტს თითქმის არ იძლევა, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, ძირითადი საპროცენტო ხარჯი უკვე გაწეულია.

 

და ბოლოს, გადაწყვეტილება არ უნდა აზიანებდეს პირად ფინანსურ სტაბილურობას. თუ დამატებითი თანხის გამოყენება გამოიწვევს ლიკვიდობის შემცირებას და გადაუდებელი ხარჯებისთვის საკმარისი რეზერვი აღარ დარჩება, უმჯობესია პირველ ეტაპზე შეიქმნას “სარეზერვო ფონდი” და მხოლოდ ამის შემდეგ განიხილებოდეს სესხის წინასწარი შემცირება.

 

რა უნდა გადაამოწმო ხელშეკრულებაში - Checklist

სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, გადაამოწმეთ შემდეგი საკითხები:

 

სესხის წინასწარი დაფარვის გადაწყვეტილება მხოლოდ ინტუიციას არ უნდა ეფუძნებოდეს. მნიშვნელოვანია წინასწარ გაანალიზდეს ხელშეკრულების კონკრეტული პირობები და ტექნიკური დეტალები, რათა ფინანსური ეფექტი რეალურად შეფასდეს.

 

პირველ რიგში, გადაამოწმეთ, არსებობს თუ არა წინასწარი დაფარვის საკომისიო ან ჯარიმა და რა ოდენობისაა იგი. ეს პირდაპირ მოქმედებს ფინანსებზე.

 

მეორე, გაარკვიეთ, როგორ ითვლება ავტოსესხის პროცენტი – ანუიტეტური თუ დიფერენცირებული გრაფიკით. ანუიტეტური სქემის შემთხვევაში სესხის დასაწყისში პროცენტის წილი მაღალია, ხოლო დიფერენცირებული გრაფიკის დროს ძირი თანაბრად მცირდება და პროცენტი უფრო სწრაფად იკლებს.

 

ასევე მნიშვნელოვანია იცოდეთ, ნაწილობრივი დაფარვის შემთხვევაში რა იცვლება, სესხის ვადა მცირდება, თუ ყოველთვიური გადასახადი?

 

დაზუსტებას საჭიროებს ისიც, აუცილებელია თუ არა წინასწარი წერილობითი განცხადების გაკეთება (ზოგ შემთხვევაში 10-30 სამუშაო დღით ადრე) და არსებობს თუ არა დამატებითი ადმინისტრაციული გადასახადი, ხელშეკრულების ცვლილებისას.

 

ამ კითხვებზე პასუხების ცოდნა  თავიდან აგაცილებთ მოულოდნელ ფინანსურ რისკებს. 

 

დასკვნა

ავტოსესხის წინასწარი დაფარვა ხშირად ფინანსურად გონივრული გადაწყვეტილებაა, განსაკუთრებით სესხის საწყის ეტაპზე და მაშინ, თუ ავტოსესხის ხელშეკრულება ამ ნაბიჯს ჯარიმის გარეშე გითვლის. მაგრამ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სწორი გადაწყვეტილება მოითხოვს ხელშეკრულების გადაკითხვას და ციფრების გაანგარიშებას.

 

თუ გაქვთ კითხვები ავტოსესხის პირობებზე ან გაინტერესებთ თქვენი კონკრეტული სიტუაციისთვის საუკეთესო გადაწყვეტა, ბერმელის სპეციალისტები ინდივიდუალურად განიხილავენ თქვენს შემთხვევას და დაგეხმარებიან სწორი გადაწყვეტილების პოვნაში: დაგვიკავშირდით +995 568 700 300 ან 0422 27 56 50, შეავსეთ სესხის განაცხადი და ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ საუკეთესო გზის პოვნაში.

 

ჩვენი მიზანი არ არის მხოლოდ სერვისის შეთავაზება,  ჩვენ ვავრცელებთ განათლებას ფინანსურ საკითხებზე და გეხმარებით გაცნობიერებული გადაწყვეტილებების მიღებაში.

 

ავტოსესხის წინასწარი დაფარვა: როდის ღირს, რას “იგებ” პროცენტში და რა უნდა გადაამოწმო ხელშეკრულებაში