ბიზნესის ზრდა მეწარმისთვის სასიხარულო, თუმცა, ხშირად გამოწვევებით სავსე პროცესია. ეს ძირითადად იწყება მაშინ, როცა არსებული რესურსი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აღარ კმარა: შეკვეთები იზრდება, მომხმარებლები ელიან მეტს, ბაზარი შესაძლებლობების აღარ კარებს გვიხსნის, თუმცა, კაპიტალი, ადამიანური თუ ფინანსური, ზრდის ტემპს ვეღარ ეწევა. სწორედ ამ დროს იწყებს მეწარმეთა უმეტესობა ფიქრს - აიღოს თუ არა ბიზნეს სესხი.
სესხი ბიზნესისთვის შეიძლება იყოს როგორც სასარგებლო, ისე დამღუპველი გადაწყვეტილება. ამიტომ, მის მოთხოვნამდე აუცილებელია გაითვალისწინოთ რიგი საკითხების - გათვლილი ციფრებითა და მკაფიო სტრატეგიით.
ნამდვილი საჭიროება თუ ძვირი შეცდომა?
ამ კითხვაზე პასუხი ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ბიზნესის გაფართოება სწორ დროს საუკეთესო ინვესტიციაა, ხოლო ნაადრევი გაფართოება - ყველაზე ძვირი შეცდომა.
არსებობს რამდენიმე ნიშანი, რომელიც გვიჩვენებს, რომ ზრდის ეტაპი მართლაც მოვიდა.
- პირველი: მომხმარებლების რაოდენობა სტაბილურად იზრდება და არსებული გუნდი ან სიმძლავრე ამ მოთხოვნას ვეღარ ფარავს.
- მეორე: პროდუქტზე ან სერვისზე მოთხოვნა აღემატება მიწოდების შესაძლებლობას, ანუ ბაზარი მეტს ითხოვს, ვიდრე შეგიძლიათ მიაწოდოთ.
- მესამე: ახალი ბაზრის ათვისების კონკრეტული შესაძლებლობა გამოჩნდა, რომელსაც აითვისებენ კონკურენტები, თუ დროულად არ იმოქმედებთ.
- მეოთხე: არსებული ინფრასტრუქტურა ან რესურსი ობიექტური შეზღუდვა გახდა და ბიზნესი ამის გამო შემოსავალს კარგავს.
თუ ამ ნიშნებიდან ერთი ან მეტი თქვენთვის ნაცნობია, დროა გაფართოებაზე სერიოზულად დაფიქრდეთ.
რისთვის გამოიყენებენ ბიზნეს სესხს ყველაზე ხშირად?
ბიზნეს სესხის გამოყენება ბევრი სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება, თუმცა ყველაზე ეფექტური შედეგი მიიღწევა მაშინ, როდესაც დაფინანსება კონკრეტულ, გაზომვად მიზანს ემსახურება.
- ახალი ფილიალის ან ოფისის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საჭიროებაა, განსაკუთრებით იმ ბიზნესებისთვის, რომელთა ზრდა ფიზიკურ გაფართოებას მოითხოვს.
- ინვენტარის ან ტექნიკის შეძენა მნიშვნელოვანია წარმოებაზე ორიენტირებული კომპანიებისთვის, სადაც ახალი აღჭურვილობა პირდაპირ ზრდის გამოშვების მოცულობას ან ხარისხს.
- ახალი პროდუქტის ან სერვისის განვითარება კიდევ ერთი გავრცელებული მიზანია, სადაც სესხი აფინანსებს კვლევას, პროტოტიპის შექმნას ან ბაზარზე გასვლის პირველ ეტაპს.
- ბოლო ძირითადი მიმართულება, ბიზნეს ოპერაციების ზოგადი გაფართოება, რაც გულისხმობს ახალი თანამშრომლების აყვანას, გაყიდვების განყოფილების გაძლიერებას ან მარკეტინგში ინვესტიციას.
*მნიშვნელოვანია: სესხის მიზანი წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული, რადგან სწორედ ის განსაზღვრავს, რა ოდენობის დაფინანსება გჭირდებათ, რა ვადით და რა ანაზღაურების გრაფიკი იქნება თქვენთვის რეალისტური.
ბიზნესის შეფასება სესხის აღებამდე
სესხის მოთხოვნამდე მნიშვნელოვანია საკუთარი ბიზნესი ბანკის პერსპექტივიდან შეაფასოთ. ქვემოთ ჩამოთვლილი ოთხი ფაქტორის გათვალისწინება ერთი ნაბიჯით წინ წაგწევთ:
- მიმდინარე შემოსავლები: მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ყოველთვიური ბრუნვა, არამედ მისი სტაბილურობა. ბიზნესი, რომლის შემოსავალი ერთ თვეში მაღალია, მეორეში ძალიან დაბალი, ბანკისთვის მეტ კითხვებს ბადებს, ვიდრე ზომიერი, მაგრამ სტაბილური ბრუნვის მქონე კომპანია.
- სესხის გადახდის რეალური შესაძლებლობა: დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: გამოიმუშავებს ბიზნესი საკმარის თანხას საიმისოდ, რომ ყოველ თვე სესხის დასაფარად X ლარი გადავიხადო? რა დარჩება ბიზნესს ოპერაციული ხარჯების დასაფარავად ან თანამშრომლების ხელფასის გადასახდელად?
- ბიზნესის ზრდის პროგნოზი: სტარტაპ სესხი ან გაფართოების დაფინანსება იმ ლოგიკით მუშაობს, რომ ფული ბიზნესს მეტი შემოსავლის გამომუშავებაში ეხმარება. თუ ეს ლოგიკა ციფრებით ვერ დასტურდება - გაყიდვების ზრდის პროგნოზით, ახალი კლიენტების გათვლით და სხვ. - სესხი სტრატეგიული ნაბიჯის ნაცვლად ფინანსურ ტვირთად გექცევათ.
როგორ მივიღოთ გააზრებული გადაწყვეტილება
სესხის აღების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ყველაზე ეფექტურია მაშინ, როდესაც ის სტრუქტურირებულ გეგმას ეყრდნობა.
ბიზნესის განვითარების მკაფიო გეგმა ნიშნავს, რომ იცით:
- კონკრეტულად რისთვის გჭირდებათ ფული;
- რას შეცვლის ის ბიზნესში;
- რა დროში დადგება შედეგი.
ხშირად ბიზნესის მფლობელები ამბობენ: „გვინდა გავიზარდოთ", თუმცა, ეს ვერ იქნება საკმარისი პასუხი. გაცილებით გამართლებული ვარიანტია – „გვინდა მეორე ფილიალი X უბანში, რომლის პირველ კვარტალში ანაზღაურება გვაქვს გათვლილი Y შემოსავლის პროგნოზით".
გააზრებული გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია საჭირო თანხის სწორად განსაზღვრა. ზოგიერთი მეწარმე ითხოვს იმაზე მეტს ან ნაკლებს, ვიდრე რეალობა მოითხოვს. ორივე შეცდომაა. პირველი ზრდის ხარჯებს, მეორე კი გაფართოების პროცესს გაურკვეველი ვადით აჩერებს.
და ბოლოს, დაფინანსების სხვადასხვა ვარიანტის შედარება: X საფინანსო ინსტიტუტის პირობები Y-თან შედარებით შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს, განაკვეთით, ვადით, ადრეული დაფარვის პირობებით და სხვ. ამიტომ, აუცილებლად განიხილეთ სხვადასხვა ორგანიზაციის შემოთავაზება და მხოლოდ ამის შემდეგი აიღეთ ბიზნეს სესხი.
დასკვნა: სწორად გამოყენებული სესხი გაზრდის თქვენს ბიზნესს
საქმის გაფართოება ყოველთვის გარკვეულ რისკს შეიცავს, ეს ბიზნესის ბუნებაა. მაგრამ სწორად გამოყენებული სესხი ბიზნესისთვის, ბიზნეს სესხი თუ სტარტაპ სესხი, ამ რისკებს გათვლილ, მართვად შესაძლებლობებად აქცევს. განსხვავება წარმატებულ გაფართოებასა და ჩავარდნილ ინვესტიციას დამოკიდებულია მომზადების ხარისხზე, გეგმასა და გაცნობიერებულ გადაწყვეტილებაზე.
თუ გსურთ, მიიღოთ სესხი ბიზნესისთვის, ბიზნეს სესხი ან სტარტაპ სესხი გაეცანით ბერმელის სესხის პროდუქტებს და მიიღეთ დეტალური ინფორმაცია ვებგვერდზე: www.bermeli.ge


