ბიზნეს სესხი უკვე მოქმედი კომპანიებისთვის - როდის არის სწორი დრო გაფართოებისთვის?

უკვე მოქმედი კომპანია ხარ, შემოსავალი გაქვს, მაგრამ ზრდა შენელდა და გაფართოებისთვის ფინანსებიც არ გყოფნის? ამ მომენტში ჩნდება კითხვა: ავიღო ბიზნეს სესხი, თუ დაველოდო უკეთეს შესაძლებლობას? 

ამ სტატიაში მოგიყვებით არა იმას, თუ "როგორ აიღოთ სესხი", არამედ, როდის არის ეს გადაწყვეტილება სწორი და როდის - არა.

 

3 ნიშანი, რომ ბიზნეს სესხი გჭირდება

სესხი ინსტრუმენტია, არა გამოსავალი, ხოლო ინსტრუმენტი მაშინ იმუშავებს სწორად, როდესაც კომპანია უკვე მზადაა მის ასათვისებლად:

ნიშანი 1: გაქვს პროგნოზირებადი შემოსავალი. თუ ბოლო 6–12 თვის “cash flow” სტაბილურია და ყოველთვიური შემოსავალი პოტენციური სესხის გადასახადს მინიმუმ 1.3–1.5-ჯერ ფარავს, ეს პირველი მწვანე შუქია.

ნიშანი 2: გაფართოება ნიშნავს კონკრეტულ შემოსავალს. ბიზნესის დაფინანსება მაშინაა ეფექტური, როდესაც გაწეულ ხარჯს გაზომვადი ROI-ს გენერირება შეუძლია. თუ დარწმუნებული ხარ, რომ აღებული სესხით კომპანია მეტ შემოსავალს მიიღებს, მაშინ ეს კიდევ ერთი დასტურია.

სიგნალი 3: მიწოდება ვერ ეწევა ბაზრის მოთხოვნას. თუ იმაზე მეტი მომხმარებელი გყავს, ვიდრე სიმძლავრის ნაკლებობის გამო ემსახურები, ეს ყველაზე ძლიერი სიგნალია. ამ შემთხვევაში კომპანიის გაფართოება სესხით ფაქტობრივად თვითდაფინანსებადია.

 

როდის არ უნდა აიღო სესხი ბიზნესისთვის

ეს კითხვა იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც მისი წინამორბედი. სესხი ბიზნესისთვის კატასტროფად იქცევა, თუ:

  • იღებ მიმდინარე ხარჯების დასაფარად. თუ ოპერაციული ხარჯები მთელ შემოსავალს ისრუტავს, სესხი შენს პრობლემას კიდევ უფრო გაართულებს.
  • კლიენტთა ბაზა არასტაბილურია. თუ შენი შემოსავლის 60-70% 1-2 დიდი კლიენტისგან მოდის, სესხის აღება დიდი რისკია.
  • თუ გაფართოების გეგმა "ვნახოთ" ლოგიკაზეა დაფუძნებული. ბანკი პროექციებს ითხოვს, შესაბამისად სესხის აღებამდე აუცილებელია, გქონდეს ჩამოყალიბებული გეგმა და გაფართოების სტრატეგია. 
  • cash flow სეზონურია და ყველაზე სუსტ კვარტალში გადახდებს ვერ ფარავ.

 

ROI-ზე დაფუძნებული გადაწყვეტილება: როდის ავიღოთ ბიზნეს სესხი

პრაქტიკული ჩარჩო: სანამ ბიზნეს სესხს აიღებ, უპასუხე სამ კითხვას:

  1. რა ჯდება სესხი? წლიური ეფექტური განაკვეთი + ყველა საკომისიო.
  2. რა შემოსავალს დააგენერირებს ინვესტიცია? გაქვს კონკრეტული პროექცია - არა ოპტიმისტური, არამედ ობიექტური სცენარი.
  3. ROI > სესხის ღირებულება? რომელია მეტი - სესხის ხარჯი თუ ინვესტიციით მიღებული მოგება? 

 

სესხის გარეშე ზრდის ალტერნატივები

ბიზნესის დაფინანსება სესხის გარეშეც შესაძლებელია. სანამ ბანკში წახვალ, განიხილე შემდეგი ვარიანტები:

  • გამოყოფილი მოგება (retained earnings). გაზარდე ბიზნესი იმ ფულით, რაც უკვე გამოიმუშავე. პროცესი ნელი და შედარებით რთულია, თუმცა, თუ შეგიძლია ბიზნესის გაფართოება საკუთარი სახსრებით, ეს ყოველთვის პრიორიტეტული არჩევანი უნდა იყოს, ვიდრე თვეების განმავლობაში სესხის პროცენტების გადახდა.
  • გადახდის პირობების გადახედვა. თუ გაუთვალისწინებელი ხარჯების გამო გარკვეული თანხა გჭირდება, თანამ მოძიებისთვის ბევრი დრო არ გაქვს, თუ წახვალ ბანკში პირველივე დღეს. სცადე კლიენტებს სთხოვო წინასწარი გადახდა, მომწოდებლებს კი 30–60 დღით გადავადება. ეს მარტივი ხრიკი რამდენიმე კვირას ან თვეს მოგცემს სტაბილურ მდგომარეობამდე დასაბრუნებლად. 
  • გრანტები და სახელმწიფო პროგრამები. საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის არსებობს შეღავათიანი დაფინანსების პროგრამები დაბალი პროცენტით ან თანადაფინანსებით. სანამ ბანკში მიხვალ, შეამოწმე მსგავსი პროგრამები.
  • სტრატეგიული პარტნიორობა. ზოგჯერ მომწოდებელი ან დიდი კლიენტი თავად არის დაინტერესებული, რომ შენი კომპანია გაიზარდოს და მზადაა კაპიტალი ჩადოს პარტნიორობის სახით. 

რა შეცდომები არ უნდა დაუშვა ბიზნეს სესხის აღებისას

  1. სესხის აღება ბიზნესის გადარჩენისთვის, ზრდის ნაცვლად. თუ სესხს მხოლოდ იმითომ იღებ, რომ ბიზნესი დახურვას გადაარჩინო, თუმცა, ბიზნეს შემოსავლის გაზრდის პოტენციალი არ აქვს, სესხი დამატებითი ვალდებულებაა და ექსტრემალურად გაზრდილი რისკია.
  2. მაქსიმალური ლიმიტის გამოყენება. მაგალითად, თუ ბანკი 200,000 ლარიან ლიმიტს გთავაზობს, ეს არ ნიშნავს, რომ 200,000 ლარის სესხი აიღო. გამოიტანე ზუსტად იმდენი, რამდენიც კონკრეტულ მიზანს ესაჭიროება.
  3. სესხის ვადის შეუსაბამობა ROI ციკლთან. თუ ინვესტიცია 18 თვეში მოგცემს დასახულ შედეგს, ხოლო სესხს 5-წლით იღებ, ეს ზედმეტ პროცენტებად დაგიჯდება. გაითვალისწინე, რომ ვადა ROI ციკლს უნდა ემთხვეოდეს.
  4. Cash flow-ის სტრესტესტის გარეშე ხელმოწერა. სანამ ხელს მოაწერ, გაიარე რამდენიმე ალტერნატიული სცენარი: მაგალითად, რა ხდება, თუ შემოსავალი 20%-ით შემცირდა? ფარავ გადახდებს?
  5. მხოლოდ ერთი ბანკის შეთავაზება. სესხი ბიზნესისთვის სხვადასხვა ბანკში სხვადასხვა პირობებით გვხვდება. შეადარე მინიმუმ 2–3 სხვადასხვა ბანკის შეთავაზება.

 

თუ კომპანიის გაფართოებას გეგმავ, გაიგე რა დაფინანსების შესაძლებლობები გაქვს, გაეცანი პირობებს და მიიღე შენს საჭიროებებზე მორგებული ბიზნეს სესხი ბერმელისგან: www.bermeli.ge

 

ბიზნეს სესხი უკვე მოქმედი კომპანიებისთვის - როდის არის სწორი დრო გაფართოებისთვის?