გაზარდე შენი კომპანია ბერმელთან ერთად – მიიღე ბიზნეს სესხი მარტივად

რატომ არის ბიზნეს სესხი კრიტიკული ზრდისთვის?

 

ბიზნესის განვითარება ყოველთვის მნიშვნელოვანი საკითხია: თითქმის ყველა კომპანიას მუდმივად სჭირდება ახალი ინვენტარი, დამატებითი სივრცე, თანამშრომლების დაქირავება, ტექნიკის განახლება ან სეზონური ბრუნვის დაფინანსება. თუმცა, ფინანსებზე წვდომა მცირე და საშუალო საწარმოების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა.

 

მოდი, გავეცნოთ სანდო საერთაშორისო სტატისტიკას, რომელიც ნათლად აჩვენებს, რატომ არის სწორი ფინანსური გადაწყვეტილება და ბიზნეს სესხი ზრდის საფუძველი:

 

  • მცირე და საშუალო ბიზნესების 55% აცხადებს, რომ მათი მთავარი ბარიერი ზრდაში არის ფინანსებზე წვდომა. (OECD SME Finance Outlook, 2023)
  • სტარტაპების 47% აღიარებს, რომ მათი ბიზნესის ჩავარდნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო არასაკმარისი ფინანსური რესურსი ან არასწორი დაფინანსება. (CB Insights, The Top Reasons Startups Fail, 2023)
  • იმ კომპანიების 63%, რომლებიც იღებენ ბიზნეს სესხს, პირველივე 12 თვეში ზრდიან ბრუნვას. (World Bank Enterprise Surveys, 2022)
  • მცირე ბიზნესების 70%-ზე მეტი ამბობს, რომ სწრაფი დაფინანსება პირდაპირ მოქმედებს მათ ზრდის შესაძლებლობებზე. (Visa Small Business Pulse Report, 2023)

 

ეს მონაცემები მკაფიო სურათს გვაჩვენებს: ბიზნესს სჭირდება სწრაფი, მარტივი და სანდო ფინანსური მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ, მცირე და საშუალო კომპანიები სულ უფრო ხშირად ირჩევენ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც მათთვის პროცესს ამარტივებენ.

 

ბერმელი სწორედ ასეთი პარტნიორია! ფინანსური ინსტიტუცი, რომელიც ბიზნესს მარტივ წვდომას აძლევს საჭირო თანხაზე, მინიმალური ბიუროკრატიითა და მაქსიმალურად მოქნილი პირობებით.

 

ბერმელის ბიზნეს სესხის მთავარი უპირატესობები

ახლა კი განვიხილოთ რა უპირატესობებით სარგებლობენ ბერმელის მომხმარებლები და რატომ უნდა აიღოთ ბიზნეს სესხი მარტივად ჩვენს 24 წლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით. 

 

 

  • სწრაფი და მარტივი განაცხადის პროცესი

 

 

ბერმელში განაცხადი განიხილება 1 საათში, რაც კრიტიკულია მაშინ, როცა ბიზნესი ყოველდღიურად იღებს გადაწყვეტილებებს.

 

 

  •  მინიმალური ბიუროკრატია

 

 

სესხის მისაღებად საჭიროა მხოლოდ:

  1. პირადობის მოწმობა
  2. დეკლარირებული ან დაუდასტურებელი შემოსავლები
  3. უძრავი ქონების ამონაწერი

 

 

  • მოქნილი გადახდის გრაფიკი

 

 

ბიზნესს შეუძლია გადახდის გრაფიკი საკუთარი შემოსავლების სტაბილურობის მიხედვით აირჩიოს. დამატებით ხელმისაწვდომია 6 თვიანი საშეღავათო პერიოდი, რაც განსაკუთრებით ეხმარება სეზონურ ბიზნესებს.

 

 

  • ხანგრძლივი დაფარვის პერიოდი: 10 წლამდე

 

 

ეს მეწარმეებს საშუალებას აძლევს მშვიდად დაგეგმონ მომავალი.

 

 

  •  გამჭვირვალე პირობები

 

 

სესხი გაიცემა 1000-200 000 ლარამდე, თვეში 1.5%-დან, ხოლო ეფექტური განაკვეთი იწყება 20.4%-დან.

 

ბიზნეს სესხის მიზნობრიობა ბერმელში – რომელი ვარიანტი შეგეფერება?

ბერმელისთვის მცირე ბიზნესის დაფინანსება ეკონომიკურ განვითარებაში წვლილის შეტანას ნიშნავს, ჩვენ არ გვაქვს კონკრეტული მოთხოვნები მიზნობრიობასთან დაკავშირებით და ვცდილობთ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ბიზნესის განვითარებას, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ თავად გქონდეთ გეგმა, თუ რა საჭიროებებისთვის იღებთ დამატებით ფინანსური რესურსს. 

აქტივების შესაძენი სესხი

იდეალურია, თუ გჭირდება ტექნიკა, ტრანსპორტი, სამუშაო დანადგარები ან შენობა.

საბრუნავი კაპიტალის სესხი

როდესაც დაგჭირდება მარაგების შევსება ან სახელფასო ფონდი სეზონის წინ.

სპეციალური პირობები სტარტაპებისთვის

ბერმელი ითვალისწინებს დაუდასტურებელ შემოსავლებსაც, ეს ძალიან იშვიათი შეთავაზებაა ქართული საფინანსო ბაზრისთვის.

შეუზღუდავი დანიშნულების ბიზნეს სესხი

ფინანსებს იყენებ იქ, სადაც იმ მომენტში შენს ბიზნესს სჭირდება, ზედმეტი ბიუროკრატიისა და ჩარევის გარეშე. 

 

ფინანსური ექსპერტის რჩევები: როგორ მოემზადოს მეწარმე სესხისთვის?

თქვენ შეგიძლიათ აიღოთ ბიზნეს სესხი მარტივად ბერმელში, მაგრამ გარკვეული მომზადება მაინც დაგჭირდებათ:

 

სესხის აღებამდე დაგჭირდებათ საჭირო დოკუმენტების მომზადება :

  • პირადობის მოწმობა
  • ამონაწერი უძრავი ქონებიდან
  • მინიმალური ფინანსური ინფორმაცია

 

ფინანსური მაჩვენებლების სწორად წარდგენა

მნიშვნელოვანია, მეწარმემ იცოდეს:

  • საშუალო თვიური შემოსავალი
  • ხარჯების სტრუქტურა

 

ბიზნეს გეგმის მნიშვნელობა

მცირე გეგმაც კი”რისთვის მჭირდება თანხა და რა შედეგს მივიღებ”ქმნის უსაფრთხოებას. 

 

როგორ განისაზღვრება სესხის მოცულობა

მაგალითად, ბერმელი ითვალისწინებს როგორც დეკლარირებულ, ასევე დაუდასტურებელ შემოსავლებს, რაც დამწყებ მეწარმეებს მნიშვნელოვნად უმარტივებს პროცესს.

 

რატომ ირჩევენ მეწარმეები ბერმელს?

სწრაფი ბიზნეს სესხი არის მთავარი უპირატესობა, რის გამოც კომპანიები ირჩევენ ბერმელს, ამას გარდა:

  • მრავალწლიანი გამოცდილება;
  • ინდივიდუალური მიდგომა ყოველი ბიზნესისთვის;
  • პროფესიონალური კონსულტაცია განაცხადისას;

 

როგორ ხდება განაცხადის შეტანა ბერმელში?

არა ერთხელ აღგვინიშნავს, რომ ბერმელში ბიზნეს სესხის განაცხადის შევსება მცირე ეტაპებთანაა დაკავშირებული, ეს ეხება ბიზნეს სესხსაც, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო პროდუქტია. 

 

  1. შეავსებთ ონლაინ განაცხადს ბერმელის გვერდზე;
  2. თქვენი მონაცემები განიხილება 1 საათში;
  3. ეწვევით ფილიალს დოკუმენტების დასადასტურებლად;
  4. იღებთ თანხას იმავე ან მომდევნო დღე.

 

რატომ არის ბერმელი საუკეთესო პარტნიორი თქვენი ბიზნესის გასაზრდელად?

 

ბერმელის ბიზნეს სესხი არის:

სწრაფი

გამჭვირვალე

მოქნილი

 

ხელმისაწვდომი როგორც სტარტაპებისთვის, ისე მოქმედი კომპანიებისთვის

 

თუ გსურს, რომ შენი ბიზნესი გაიზარდოს, მიიღო ახალი აღჭურვილობა, აამაღლო ბრუნვა ან გააფართოვო მომსახურება,  დაიწყე თანამშრომლობა ბერმელთან დღესვე.

 

ცხელი ხაზი: +995 568 700 300 / 0 422 27 56 50

სურვილები სრულდება ბერმელში!

 

გაზარდე შენი კომპანია ბერმელთან ერთად – მიიღე ბიზნეს სესხი მარტივად