ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

იპოთეკური სესხი

2025 წელი საუკეთესო პერიოდია ბინის შეძენისთვის, მშენებლობის დაწყებისთვის, რემონტისთვის ან არსებული სესხის რეფინანსირებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა შენი პარტნიორი ბერმელია.

წელს საქართველოში იპოთეკური სესხების რაოდენობა შემცირდა, სწორედ ამიტომ, 2025 წლის თებერვალში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო,გაამარტივა სესხზე გაცემის პირობები და პირველადი შენატანის მინიმალური ზღვარი შემცირდა. 

  • ადრე, ბინის შეძენის მსურველს სესხის ასაღებად სჭირდებოდა უძრავი ქონების ღირებულების მინიმუმ 15% პირველი შენატანის სახით, ხოლო დარჩენილ 85%-ს დაფარავდა ბანკი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია.
  • ახალი რეგულაციის მიხედვით, ეს ზღვარი შემცირდა და ახლა პირველადი შენატანი შეიძლება იყოს მხოლოდ 10%, ხოლო დანარჩენი 90% დაფაროს კრედიტმა.

რეგულაცია ვრცელდება არა მხოლოდ კომერციულ ბანკებზე, არამედ ყველა ტიპის საკრედიტო ორგანიზაციაზე, რაც საშუალებას გვაძლევს, იპოთეკური სესხის პირობები უფრო მოქნილი და მომხმარებელზე მორგებული გავხადოთ.  

რა არის იპოთეკური სესხი?

იპოთეკური სესხის უზრუნველყოფად უძრავი ქონება გამოიყენება: ბინა, სახლი ან მიწის ნაკვეთი. ამ ტიპის სესხით ადამიანი ან ოჯახი იღებს ფინანსურ რესურსს, რათა შეიძინოს ან განავითაროს საკუთრება, ხოლო სესხის დაფარვის ვალდებულება ეტაპობრივად, განსაზღვრული გრაფიკით ხდება. 

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იპოთეკა საშუალებას გაძლევს, რომ წლები არ დაკარგო დანაზოგის დაგროვებაში და ახლავე დაიწყო შენი ცხოვრების ახალი თავი საკუთარ სივრცეში.

იპოთეკური სესხის პირობები მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბერმელში

ბერმელში იპოთეკური სესხი გაიცემა 1,000 ლარიდან 200,000 ლარამდე ოდენობით, ხოლო საპროცენტო განაკვეთი თვეში 1.5%-დან იწყება, რაც წლიურად 20.4%-ზე დაბალია. იპოთეკური სესხის ვადა მაქსიმუმ 10 წელია, ეს კი საკმარისია დროა იმისთვის, რომ კომფორტული და სტაბილური გადახდის გეგმა შეადგინო. 

როგორ მივიღოთ საუკეთესო იპოთეკური სესხი [გზამკვლევი]

სესხის აღება ბერმელში მარტივია. 

  • საჭიროა მხოლოდ პირადობის მოწმობა, 
  • უძრავი ქონების ამონაწერი ან საკადასტრო კოდი 
  • და შემოსავლების დადასტურება (ან გონივრული ალტერნატიული გზა, რომელსაც ბერმელი ინდივიდუალურად განიხილავს - თუ ხარ თვითდასაქმებული და არ გაქვს ფიქსირებული შემოსავალი). 

ბერმელი ყოველთვის ცდილობს, რომ მოქნილი და ინდივიდუალური მიდგომა შესთავაზოს თავის მომხმარებლებს. 

იპოთეკური სესხი -  რისკები და შესაძლებლობები

იპოთეკური სესხის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დადებითი მხარე არის ის, რომ არ გჭირდება წლობით ლოდინი ბინის შესაძენად, შეგიძლია მომენტალურად გახდე საკუთრების მფლობელი და ნელ-ნელა დაფარო ვალდებულება.

ბინის ფასები საქართველოში მუდმივად იზრდება. 2025 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, მხოლოდ თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასმა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საშუალოდ 9%-ით მოიმატა, ზოგ უბანში კი ზრდამ თვიური 1%-ს გადააჭარბა. ეს ნიშნავს, რომ თუ ბინას დღეს 120,000 ლარად ყიდიან, ერთ წელიწადში მისი ფასი შესაძლოა 130,000 ლარი გახდეს ან მეტი - დღეს ხელმისაწვდომი ქონება, მომავალში მიუწვდომელი გახდება.

ამ რეალობამ ერთი რამ გვიჩვენა:

დანაზოგით ბინის შეძენა კარგია, მაგრამ რეალობა სწრაფად იცვლება, ჩვენი დანაზოგი კი ასეთი ტემპით ვერ იზრდება. თუ თვეში 1,000 ლარს მოაგროვებ, ეს წელიწადში 12,000 ლარს ნიშნავს - ამ ტემპით კი, შენთვის სასურველი ბინის შეძენას 10 წელზე მეტი დასჭირდება, კიდევ უფრო დიდი პრობლემაა ის, რომ ამ 10 წელში ბინის ფასი მინიმუმ ორჯერ გაიზრდება.

ასეთი იპოთეკა რისკებისგან დაზღვევას ნიშნავს, შენ არ ელოდები მომავალს და იმავე დღეს ხდები უძრავი ქონების მფლობელი. თანხას იხდი ეტაპობრივად, შენს შემოსავალზე მორგებული გრაფიკით და იმ პირობებით, რაც ბერმელს ერთ-ერთ ყველაზე მოქნილ ფინანსურ პარტნიორად აქცევს საქართველოში.

რა თქმა უნდა, სესხის ვალდებულება გადახდის რეჟიმის დაცვას მოითხოვს. თუმცა, ბერმელში სესხის პირობები მაქსიმალურად უწყობს ხელს ჩვენი მომხმარებლის ფინანსურ სტაბილურობას - დაწყებული საშეღავათო პერიოდიდან, დასრულებული ვადის მოქნილობითა და ინდივიდუალურ მიდგომით.

ამიტომ, იპოთეკური სესხი, განსაკუთრებით 2025 წელს, არა უბრალოდ გამოსავალია, არამედ ახალი ეტაპის დასაწყისი შენს ცხოვრებაში.

იპოთეკა: რა უნდა გავითვალისწინოთ ბინის იპოთეკამდე

სანამ გადაწყვეტთ, რომ ბინის იპოთეკა გჭირდებათ, მნიშვნელოვანია, სწორად განსაზღვროთ მიზნები: რატომ გსურს ბინა? საცხოვრებლად გჭირდება, გასაქირავებლად, თუ ინვესტიციისთვის? რა ტიპის ქონებას ეძებ? რა არის შენი ბიუჯეტი და რამდენად ხარ მზად გრძელვადიანი ვალდებულებისთვის?

ბერმელი გთავაზობს არა მხოლოდ სესხს, არამედ მხარდაჭერას, სწორად განსაზღვრო შენი მიზნები. 

თუ ბინის შეძენა, მშენებლობა, რემონტი ან არსებული სესხის რეფინანსირება გსურს, გელოდები ბერმელში!

იპოვე საუკეთესო იპოთეკური სესხი შენზე მორგებული პირობებით!

დაგვიკავშირდი დღესვე და დაიწყე მომავლის შენება.

 

მეტი შესაძლებლობა შენთვის!

 

იპოთეკური სესხი