საკუთარი იდეით ბიზნესის წამოწყება ერთია დიდი ნაბიჯია, თუმცა, მისთვის დაფინანსების მოძიება მეორე, მნიშვნელოვანი, გამოწვევაა. მიკრობიზნეს სესხი სწორედ მათთვისაა, ვისაც სტარტაპის დასაწყებად ან გასაფართოებლად კაპიტალი სჭირდება, მაგრამ დიდი ბიზნეს-ისტორია ჯერ არ აქვს.
ამ სტატიაში გაიგებ, რას ელოდება ბანკი რეალურად, რატომ მოდის ყველაზე ხშირად უარი და რა უნდა გააკეთო, რომ დამტკიცების შანსი მნიშვნელოვნად გაზარდო.
რა მოთხოვნები აქვთ ბანკებს შენთან?
ბანკების ვებსაიტებზე მოთხოვნები ზოგადია. რეალურად კი გადაწყვეტილება რამდენიმე კონკრეტულ ფაქტორზე ეყრდნობა:
საკრედიტო ისტორია - პირველი რასაც ბანკი ამოწმებს შენი საკრედიტო ისტორიაა. თუ წარსულში ვადაგადაცილება გქონია ეს პირდაპირ აისახება შედეგზე. თუ საკრედიტო ისტორია საერთოდ არ გაქვს, ეს ნეიტრალური ფაქტორი სულაც არ არის, არამედ ბანკისთვის დამატებითი რისკია.
შემოსავლის დამადასტურებელი ინფორმაცია. დამწყები ბიზნესისთვის ეს ყველაზე რთული ნაწილია. ბანკს სურს დარწმუნდეს, რომ სესხის გადახდა შეძლებ. თუ ბიზნეს-შემოსავალი ჯერ არ გაქვს, შეგიძლია გამოიყენო პირადი შემოსავალი ან თანამონაწილეობა.
თანამონაწილეობა (equity). მიკრობიზნეს სესხის აღებისას უმეტეს შემთხვევაში ბანკი ელოდება, რომ პროექტის ღირებულების 20–30% საკუთარი წყაროდან ფარავ. ეს აჩვენებს, რომ რისკი მხოლოდ ბანკის მხარეს არ არის.
ბიზნეს-გეგმა. ყველა ბანკი არ ითხოვს დეტალურ დოკუმენტს, მაგრამ კითხვებზე: რა შემოსავალს ელი, სად დახარჯავ ფულს, როგორ აპირებ სესხის დაფარვას; შენი პასუხები მკაფიო და ჩამოყალიბებული უნდა გქონდეს.
5 მთავარი მიზეზი: რატომ მიდის უარი
- ვადაგადაცილებული სესხები საკრედიტო ბიუროში: თუნდაც პატარა, დავიწყებული გადახდა ბანკისთვის ეჭვქვეშ აყენებს შენს პასუხისმგებლობას, რაც გადაწყეტილების მიღებაზე უარყოფითად იმოქმედებს.
- შემოსავლის დადასტურების შეუძლებლობა. "ვიმუშავე, მაგრამ საბანკო ანგარიში არ მაქვს".
- ბიზნეს-იდეა ბაზარზე ვალიდაციის გარეშე. თუ ვერ ახსნი ვინ არის მომხმარებელი და რატომ იქნება შენი ბიზნესი კონკურენტული ბაზარზე, ეს ხელს შეგიშლის საბანკო პროდუქტის მიღებაში.
- განაცხადში შეუსაბამო ციფრები. მაგ. ითხოვ 50,000 ლარს, მაგრამ ხარჯების სია 20,000-ს არ სცილდება. ეს ბანკს ნდობას უკარგავს.
- ბევრი ვალდებულება: თუ რამდენიმე აქტიური ვალდებულება გაქვს, ახალი სესხის დამტკიცება მნიშვნელოვნად რთულდება.
მცირე ბიზნესის დაფინანსება - როგორ გავზარდოთ სესხის დამტკიცების შანსი
თუ შენი მცირე ბიზნესის დაფინანსება გინდა, სასურველია ბანკთან მისვლამდე რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება:
- გაასუფთავე შენი საკრედიტო ისტორია: შეამოწმე საკრედიტო ბიურო (creditinfo.ge) და ვადაგადაცილებული ვალდებულება. არსებობის შემთხვევაში დაფარე ის და მხოლოდ ამის შემდეგ მიმართე ბანკს.
- გაიაქტიური საბანკო ანგარიში: თუ საბანკო ანგარიშებს არ იყენებ, ბანკისვის “არ არსებობს”. შესაბამისად, სესხის მოთხოვნამდე დაიჭირე თადარიგი და აჩვენე მინიმუმ 3–6 თვის ბრუნვა.
- იყავი აქტიური თანამონაწილე: თუ შენი თანამონაწილეობა აღემატება რეგულაციით მოთხოვნილ 20%-ს (მაგალითად, 30-40%) ეს პირდაპირ ამცირებს რისკს ბანკის გადმოსახედიდან და ზრდის სესხის დამტკიცების ალბათობას.
- შეიმუშავე კონკრეტული ბიზნეს-გეგმა: გამოიყენე ციფრები, გამოიკვლიე ბაზრის ზომა, კონკურენტები, პირველი კლიენტები და ამის შემდეგ მიმართე ბანკს.
სესხის დამტკიცების დოკუმენტები
სესხის დამტკიცებისთვის საჭირო სტანდარტული პაკეტი ბანკებში ასე გამოიყურება:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
- შემოსავლის ამსახველი დოკუმენტი
- ხელფასის ცნობა
- ბანკის ამონაწერი, ან საგადასახადოდან ამონაწერი
- საწარმოს რეგისტრაციის დამადასტურებელი (თუ კომპანია უკვე გაქვს) დოკუმენტი. ბიზნეს-გეგმა ან ხარჯთაღრიცხვა.
- უძრავი ან სხვა ტიპის ქონება, თუ ბანკი ითხოვს.
აღნიშნული დოკუმენტების წინასწარ მომზადება ბანკში წასვლამდე მნიშვნელოვან დროს დაგიზოგავს.
თუ საკუთარი ბიზნესის დაწყებას გეგმავ, გაიგე რა დაფინანსების შესაძლებლობები გაქვს, გაეცანი პირობებს და მიიღე შენს საჭიროებებზე მორგებული მიკრობიზნეს სესხი ბერმელისგან: www.bermeli.ge


