საქართველოში ბიზნეს სექტორის განვითარება ბოლო 30 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციის პროცესს განიცდიდა. 1990-იან წლებში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საწარმოები ძირითადად სახელმწიფო საკუთრებაში იყო, მათ შორისაც, უმეტესობა არამომგებიან და არაკონკურენტუნარიან საქმიანობას წარმოადგენდა. 1994 წელს დაიწყო მასობრივი პრივატიზაციის პროცესი.
მიუხედავად ამ ტრანსფორმაციისა, მრავალი წლის განმავლობაში ბიზნესისთვის ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობა და დაფინანსების პირობები ხშირად შეზღუდული იყო. მათ არ ჰქონდათ საკმარისი აქტივები ან სტაბილური შემოსავალი, რაც კრედიტორებისთვის რისკს წარმოადგენდა. ამასთანავე, ფინანსური ინსტიტუტები ხშირად არ სთავაზობდნენ ადაპტირებულ პირობებს მცირე და საშუალო კომპანიების.
ბოლო წლებში, განსაკუთრებით 2010-იანი წლების ბოლოს და 2020-იან წლებში, გარემო მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები უფრო მოქნილ პირობებს სთავაზობენ ბიზნესებს.
“ბერმელი” ქართულ ბაზარზე უკვე 25 წელია ოპერირებს და ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიმუშავა სპეციალური ბიზნეს სესხი , რაც მეწარმეებს სტაბილურ ფინანსურ მხარდაჭერასა და შესაძლებლობების ზრდას ჰპირდება.
ბიზნეს სესხი: რატომ სჭირდებათ კომპანიებს დაფინანსება?
საქართველოში ბიზნესის როლი ეკონომიკის განვითარებაში შეუფასებელია. სხვადასხვა კვლევების მიხედვით, ისინი მნიშვნელოვან წვლილს იძლევიან როგორც მშპ-ში, ისე დასაქმების კუთხით.
სწორედ ამიტომ, ქართულ კომპანიებს ყველაზე ხშირად სჭირდებათ ფინანსური მხარდაჭერა: ინფრასტრუქტურის განახლება, პროდუქციის წარმოება, თანამშრომელთა ანაზღაურება და ახალი ბაზრების ათვისება. ეს კი თითქმის ყოველთვის მოითხოვს დამატებით რესურსებს. ასეთ დროს გეხმარებათ ბიზნეს სესხი.
ძირითადი კრიტერიუმები ბიზნეს სესხის არჩევისას
სესხი ბიზნესისთვის, სწორად შერჩეული პირობებით, შეიძლება იქცეს კომპანიის ზრდისა და განვითარების მთავარ ბერკეტად. მაგრამ რა არის მთავარი, რაც უნდა გაითვალისწინოს მეწარმემ გადაწყვეტილების მიღების წინ?
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია განისაზღვროს სესხის ოდენობა და ვადა. თუ თანხა მეტისმეტად მაღალია ან გადახდის ვადა ზედმეტად ხანგრძლივი, ბიზნესი შესაძლოა მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდეს.
არანაკლებ მნიშვნელოვანია საპროცენტო განაკვეთი. აქ მხოლოდ ნომინალური პროცენტის ცოდნა არ კმარა: აუცილებელია ეფექტური წლიური განაკვეთის გათვალისწინება, რადგან ის რეალურად აჩვენებს რა თანხას გადაიხდის კომპანია სესხის სრულ ვადაში.
ამასთანავე, ბევრ მეწარმეს ეხმარება საშეღავათო პერიოდის არსებობა, რომელიც ბიზნესს აძლევს დროს, სტაბილურად მოაწყოს ოპერაციები და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს ძირითადი ვალდებულებების დაფარვა.
რა განსხვავებაა ბიზნეს სესხსა და სტარტაპ სესხს შორის?
ბერმელში ორივე ტიპის შემოთავაზებას იპოვით:
სტარტაპ სესხი განკუთვნილია იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც ჯერ კიდევ არ აქვთ შემოსავლების ისტორია. სწორედ ამიტომ, მათ სთხოვენ უფრო დეტალურ ბიზნეს გეგმას და ხშირად აქვთ შედარებით მკაცრი პირობები.
ბიზნეს სესხი გათვლილია უკვე მოქმედ ბიზნესზე, რომელსაც აქვს გარკვეული სტაბილური შემოსავლები და სურს გაფართოება ან ახალი პროექტის დაწყება.
როგორ გავზარდოთ შანსი სესხის დამტკიცებაზე?
სესხის დამტკიცების შანსის გასაზრდელად ბიზნესმა მაქსიმალურად უნდა წარმოაჩინოს თავისი შესაძლებლობები: დეკლარირებული შემოსავლები, გამჭვირვალე ფინანსური ანგარიშგება და პასუხისმგებლიანი საკრედიტო ისტორია ამ პროცესში გადამწყვეტ როლს თამაშობს.
ბევრი კომპანია სარგებლობს იმითაც, რომ სესხის გამცემი ორგანიზაციები ზოგჯერ დაუდასტურებელ შემოსავლებსაც ითვალისწინებენ.
ბერმელის ბიზნეს სესხის უპირატესობები
ბიზნეს სესხის არჩევისას ყოველთვის მნიშვნელოვანია პირობების შედარება. რაც არ უნდა იყოს სხვადასხვა ორგანიზაციას შორის არსებული განსხვავებები, პროცენტი, ვადა თუ დამატებითი მომსახურება, თითოეულმა დეტალმა, საბოლოოდ შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს კომპანიის ფინანსურ სტაბილურობაზე.
საქართველოში ბიზნესებისთვის ბევრი სტანდარტული შეთავაზება არსებობს, თუმცა “ბერმელის” ბიზნეს სესხი გამორჩეულია სიმარტივითა და მოქნილობით.
“ბერმელში” კომპანიებს შეუძლიათ მიიღონ ფინანსური მხარდაჭერა 1 000-დან 200 000 ლარამდე. სესხის პროცენტი თვეში იწყება 1.5%-დან, ხოლო წლიური ეფექტური განაკვეთი შეადგენს 20.4%-ს. დაფინანსების მაქსიმალური ვადა 10 წელია, რაც მეწარმეებს საშუალებას აძლევს, გრძელვადიან პერსპექტივაში დაგეგმონ თავიანთი საქმიანობა. დამატებითი უპირატესობაა 6 თვიანი საშეღავათო პერიოდი, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი პროექტების დაწყებისას.
დოკუმენტაციაც მარტივია: საჭიროა მხოლოდ პირადობის მოწმობა, უძრავი ქონების ამონაწერი და შემოსავლების დადასტურება.
უფრო სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ “ბერმელი” გარკვეულ შემთხვევებში დაუდასტურებელ შემოსავალსაც ითვალისწინებს, რაც მცირე ბიზნესებისთვისაც ამარტივებს სესხის მიღებას.
სწორი ფინანსური გადაწყვეტილება = ბიზნესის წარმატება
საბოლოოდ, სწორი ფინანსური გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია ბიზნესის წარმატებასთან.
ბიზნეს სესხი არ არის მოკლევადიანი დახმარება, ის არის შესაძლებლობა, რომ კომპანიამ წამოიწყოს ახალი პროექტები, შეიძინოს აქტივები, გაიხსნას ახალ ბაზრებზე და გაზარდოს თავისი კონკურენტუნარიანობა.
სწორედ ამიტომ, “ბერმელის” ბიზნეს სესხის პირობები ქმნის სტაბილურ გარემოს როგორც დიდი, ასევე მცირე და საშუალო კომპანიებისთვის, სადაც ფინანსური მხარდაჭერა მარტივად ხელმისაწვდომია და განვითარების შესაძლებლობები რეალობად იქცევა.
დაგვიკავშირდით
ცხელი ხაზი: +995 568 700 300 | 0 422 27 56 50
სურვილები სრულდება ბერმელში!
