ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

მზად გაქვს ბიზნეს იდეა და ფინანსურ მხარდაჭერას ეძებ? - სტარტაპ სესხი

სტარტაპის დაწყება არაერთ გამოწვევასთანაა დაკავშირებული. იდეა არსებობს, მოტივაციაც უხვად არის, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი,  ფინანსური რესურსი, ხშირად ბარიერად იქცევა. 

ჟურნალ ეკონომისტის კვლევის მიხედვით, “Startup Access to Finance in Georgia”, საქართველოში სტარტაპერების 50% ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობას ძირითად ბარიერად ასახელებს, ხოლო 40%-ისთვის ეს არის მთავარი პრობლემა სტარტაპის ზრდისა და განვითარების გზაზე.

სწორედ ამ საჭიროებაზე პასუხობს ბერმელის სტარტაპ სესხი, რომელიც მიზნად ისახავს სტარტაპებისა და დამწყები ბიზნესების დაფინანსებას.

როგორ ხდება სტარტაპის დაფინანსება? - სტარტაპ სესხი

სტარტაპის დაფინანსება არის „ბერმელის“ სპეციალური პროდუქტი და ეს სერვისი იმ ადამიანებისთვისაა, ვისაც უკვე აქვს ჩამოყალიბებული ბიზნეს იდეა, მაგრამ საქმის დასაწყებად ჯერ არ გააჩნია საკმარისი ფინანსური რესურსი.

სესხი გაიცემა 1000-დან 200 000 ლარამდე მოცულობით, 10 წლამდე ვადით . საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია 6 თვიანი საშეღავათო პერიოდის გამოყენება, რაც საშუალებას გაძლევთ, ბიზნესი ისე განავითაროთ, რომ სესხის გადახდა ტვირთად არ იქცეს.

რა არის სტარტაპ სესხის მთავარი უპირატესობა

ბერმელი გთავაზობთ სტარტაპის დაფინანსებას, რომელოიც რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობით გამოირჩევა:

  • ხელმისაწვდომობა: არ გჭირდებათ უკვე მოქმედი ბიზნესი ან მრავალწლიანი გამოცდილება. საკმარისია გქონდეთ გამართული ბიზნეს იდეა.
  • გადახდის მოქნილი პირობები:  საშეღავათო პერიოდი, ხანგრძლივი ვადა და მოქნილი პროცენტი ხელს უწყობს თქვენს ფინანსურ სტაბილურობას.
  • მარტივი დოკუმენტაცია: სესხის ასაღებად დაგჭირდებათ მხოლოდ პირადობის მოწმობა, უძრავი ქონების ამონაწერი და დეტალურად აღწერილი ბიზნეს იდეა.
  • ფინანსური მხარდაჭერა სტარტაპებისთვის: ბერმელის მიზანია ახალი ინოვაციების მხარდამჭერ სივრცედ იქცეს.

ვის და როგორ შეუძლია სტარტაპ სესხით სარგებლობა

სტარტაპ სესხი ხელმისაწვდომია საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელიც ახალი ბიზნესის დაწყებას გეგმავს და შეუძლია წარმოადგინოს სწორად დაგეგმილი,  რეალისტური ბიზნეს იდეა. თუ გაქვთ უძრავი ქონება, მისი გამოყენება სესხის  უზრუნველსაყოფად შეგიძლიათ.

სესხის ასაღებად დაგჭირდებათ:

  • პირადობის მოწმობა;
  • ბიზნეს იდეის დეტალური აღწერა;
  • უძრავი ქონების განახლებული ამონაწერი.

ბერმელი, ადგილი,  სადაც თქვენი იდეა რეალობაც იქცევა 

თუ თქვენ უკვე მზად გაქვთ იდეა და ახლა ფინანსური მხარდაჭერა გჭირდებათ სტარტაპისთვის,  ბერმელი გთავაზობთ თქვენზე მორგებულ პირობებს, რათა ნაბიჯ-ნაბიჯ, საკუთარი ბიზნესის მფლობელი გახდეთ.

ბერმელის სესხის პირობები:

 

  • თანხა: 1 000 - 200 000 ლარამდე
  • თვიური პროცენტი: 1.5 %-დან
  • წლიური ეფექტური განაკვეთი: 20.4%-დან
  • ვადა: მაქსიმუმ 10 წელი
  • საშეღავათო პერიოდი: 6 თვემდე

ცხელი ხაზი:

+995 568 700 300

0 422 27 56 50

სურვილები სრულდება ბერმელში!

 

მზად გაქვს ბიზნეს იდეა და ფინანსურ მხარდაჭერას ეძებ? -  სტარტაპ სესხი