პირველადი შენატანი ავტოსესხზე: რამდენი არის ოპტიმალური და როგორ ცვლის იგი თვიურ გადასახადს

მანქანის ყიდვისას ბევრს უჩნდება კითხვა “რამდენი უნდა გადავიხადო თავიდან? 10%? 20%? საერთოდ, ღირს თუ არა დიდი თანხის შემოტანა პირველადი შენატანის სახით?”

 

ეს გადაწყვეტილება პირდაპირ განსაზღვრავს, რამდენს შეიტანთ საფინანსო ორგანიზაციაში ყოველ თვე და პროცენტის სახით, რა თანხას გადაიხდით საბოლოოდ. 

 

სწორი გეგმა ნიშნავს ნაკლებ ფინანსურ წნეხს და მეტ სიმშვიდეს. ამ სტატიაში განვიხილავთ, თუ რა არის პირველადი შენატანი, როგორ მოქმედებს ის ავტოსესხის პირობებზე და როგორ უნდა ვიპოვოთ ოპტიმალური ბალანსი.

 

ეს სტატია წარმოადგენს ზოგად ფინანსურ გზამკვლევს და მიზნად ისახავს პირველადი შენატანის გავლენის მარტივად ახსნას. თითოეული სესხი და მსესხებლის ფინანსური მდგომარეობა ინდივიდუალურია, ამიტომ ოპტიმალური შენატანი უნდა განისაზღვროს კონკრეტულად თქვენი შემოსავლის, ხარჯებისა და სესხის პირობების მიხედვით. ბერმელის გუნდი თითოეულ შემთხვევას ინდივიდუალურად განიხილავს და გთავაზობთ თქვენზე მორგებულ ფინანსურ რეკომენდაციებს.

 

რა არის პირველადი შენატანი და როგორ მუშაობს?

პირველადი შენატანი ავტოსესხზე არის ის თანხა, რომელსაც საკუთარი ჯიბიდან ფარავთ. დანარჩენი ნაწილი ფინანსდება ავტოსესხით. მარტივი მაგალითი: თუ მანქანა 30,000 ლარი ღირს და 6,000 ლარს გადაიხდი წინასწარ, სესხი 24,000 ლარზე გაიხსნება.

 

რაც მეტია პირველადი შენატანი, მით ნაკლებია სესხის ძირი. ეს კი ნიშნავს, რომ ბანკი ან სასესხო ორგანიზაცია ნაკლებ თანხაზე დაგირიცხავს პროცენტს. შედეგად: ნაკლები სესხის თანხა = ნაკლები პროცენტს მთლიან სასესხო პერიოდში. ეს ერთ-ერთი მთავარი ლოგიკაა, რომელიც ყველამ უნდა გაითვალისწინოს ავტოსესხის პირობების განხილვისას.

 

როგორ ცვლის პირველადი შენატანი თვიურ გადასახადს?

ავტოსესხის პირველადი შენატანი პირდაპირ ცვლის თვიურ გადასახადს და საერთო სესხის ღირებულებას. მაგალითად, თუ მანქანის ღირებულება 30,000 ლარია და სესხის ვადა 36 თვეა, მაღალი პირველადი შენატანი მნიშვნელოვნად ამცირებს თვიურ გადასახადს. მაგალითად, 10%-იანი შენატანით, ანუ 3,000 ლარით, სესხის ძირი იქნება 27,000 ლარი. 20%-იანი შენატანის შემთხვევაში, ანუ 6,000 ლარით, სესხის ძირი მცირდება 24,000 ლარამდე, ხოლო 30%-იანი შენატანისას, 9,000 ლარს იხდი წინასწარ და სესხის ძირი მხოლოდ 21,000 ლარია. სხვაობა 10%-იანი და 30%-იანი შენატანის შორის არის 6,000 ლარი სესხის ძირში, რაც თვიურ გადასახადს რამდენიმე ასეული ლარით ამცირებს. მთავარია ის, რომ პირველადი შენატანი არა მხოლოდ თვიურ გადასახადს ამცირებს, არამედ მთლიანად სესხის დროს გადახდილ თანხასაც, რადგან ნაკლები ძირი ნიშნავს ნაკლებ დარიცხულ პროცენტს.

 

პირველადი შენატანის გავლენა:

პირველადი შენატანი წარმოადგენს ფინანსურ ბუფერს, რომელიც სესხის პროცესში პირდაპირ ცვლის სესხის ძირითად ამონაწერს. რაც უფრო მაღალია შენატანი, მით ნაკლები თანხა ფინანსდება ბანკის მიერ, რაც ავტომატურად ამცირებს პროცენტით დარიცხულ თანხას. 

თეორიულად, ეს ნიშნავს, რომ შენატანი არა მხოლოდ ყოველთვიურ ვალდებულებაზე მოქმედებს, არამედ მთლიანი სესხის ხარჯის სტრუქტურის “მოდელირებას” ახდენს . ოპტიმალური შენატანი არა მხოლოდ სესხის ტვირთს ამცირებს, არამედ ხელს უწყობს ფინანსურ სტაბილურობას.

რამდენია ოპტიმალური პირველადი შენატანი?

 

არ არსებობს ერთი "სწორი" პასუხი, ეს დამოკიდებულია თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე. თუმცა, შეიძლება გამოვყოთ სამი ზოგადი სცენარი:

 

  • მინიმალური (0-10%):თვიური გადასახადი მაღალია, მთლიანი პროცენტი-  მაქსიმალური. ვარგისია, თუ ახლა ლიკვიდური თანხა არ გაქვთ, მაგრამ სესხი გჭირდებათ.
  • საშუალო (15-25%):კარგი ბალანსი თვიურ გადასახადსა და შენახულ სახსრებს შორის. ყველაზე გავრცელებული არჩევანი.
  • მაღალი (30%+): დაბალი თვიური ვალდებულება, ნაკლები გადახდილი პროცენტი. მაქსიმალურად ამცირებს სესხის ტვირთს.
  • ოპტიმალური: არის ის შენატანი, რომელიც:  ამცირებს ყოველთვიურ ფინანსურ წნეხს და ფინანსური სტაბილურობის განცდას განიჭებთ.

 

როდის შეიძლება არ ღირდეს ძალიან მაღალი პირველადი შენატანი?

“რაც მეტი, მით უკეთესი” ყოველთვის არ მუშაობს. შემდეგ შემთხვევებში ფრთხილად უნდა ვიყოთ:

 

თუ დიდი შენატანი სრულად ცლის დანაზოგს, ეს სერიოზული რისკია. გაუთვალისწინებელი ხარჯები (ჯანმრთელობა, სახლი, სამსახური) ნებისმიერ დროს შეიძლება გამოგიჩნდეთ. თუ სხვა მნიშვნელოვანი ფინანსური მიზნები გაქვთ, ფინანსური ბუფერის შენარჩუნება ხშირად ბრძნული გადაწყვეტილებაა. ფინანსური ბუფერი, მინიმუმ 3-6 თვის ხარჯები, ყოველთვის უნდა გქონდეთ ანგარიშზე, მიუხედავად სესხის რაოდენობისა.

 

სწრაფი Checklist გადაწყვეტილების მიღებამდე

გადაწყვეტილების მიღებამდე საკუთარ თავს ეს კითხვები დაუსვით:

 

  • დარჩება თუ არა ჩემს ანგარიშზე მინიმუმ 3-6 თვის ხარჯების ეკვივალენტური თანხა?
  • რამდენით მცირდება თვიური გადასახადი სხვადასხვა შენატანის შემთხვევაში?
  • რამდენ ლარს ვზოგავ მთლიანი პროცენტის სახით?
  • კომფორტულია თუ არა ჩემთვის ყოველთვიური გადასახადი?

 

დასკვნა

 

პირველადი შენატანი პირდაპირ განსაზღვრავს შენი ავტოსესხის ტვირთს, როგორც ყოველ თვე, ისე მთელი სესხის განმავლობაში. რაც მეტია შენატანი, მით ნაკლებია სესხი, თვიური გადასახადი და ავტოსესხის პროცენტი. ამავდროულად, ფინანსური ბუფერის შენარჩუნება,  ერთნაირად მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

 

გინდა ავტოსესხი ხელსაყრელი პირობებით?

ბერმელი გთავაზობს ავტოსესხს სწრაფად და მარტივად:

 

განაცხადის გადახედვა: 1 საათში

სესხის თანხა; 1,000-დან 200,000 ლარამდე

წლიური საპროცენტო განაკვეთი: 24%-დან

ვადა: 1-დან 36 თვემდე

სესხი ავტომობილის უზრუნველყოფით: ავტომანქანის გამოშვების წელი 2002-ზე მეტი

 

საჭირო დოკუმენტები: პირადობის მოწმობა და ავტომობილის საკუთრების დამადასტურებელი საბუთები.

 

ვისთვის არის ბერმელის ავტოსესხი საუკეთესო არჩევანი?

ეს შეთავაზება განსაკუთრებით დაეხმარება იმ ადამიანებს, რომლებმაც:

  • უკვე შეარჩიეს ავტომობილი და სჭირდებათ სწრაფი დაფინანსება
  • არ სურთ ხანგრძლივი საბანკო პროცედურები
  • სჭირდებათ მოქნილი ვადა და სწრაფი დამტკიცება
  • აქვთ სტაბილური შემოსავალი და სურთ ყოველთვიური გადასახადის ოპტიმიზაცია

 

ჩვენი გუნდი თითოეულ მომხმარებელს ინდივიდუალურად უდგება და ეხმარება სესხის ისეთი სტრუქტურის არჩევაში, რომელიც მის ფინანსურ რეალობას შეესაბამება.

 

პირველადი შენატანი ავტოსესხზე: რამდენი არის ოპტიმალური და როგორ ცვლის იგი თვიურ გადასახადს