ბერმელმა ტრადიციას არც წელსაც უღალატა და თანამშრომლები ექსკურსიაზე წაიყვანა, ამჯერად სვანეთში. ორდღიანი ტური დატვირთული იყო სვანეთის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებით, მათ მოინახულეს მესტიაში არსებული საქართველოს ეროვნული მუზეუმი, იმყოფებოდნენ უშგულში, გაეცნენ ადგილობრივთა ყოფა-ცხოვრებას და მიიღეს მონაწილეობა ადგილობრივი კერძების დამზადების პროცესში. ტრადიცია ბერმელში მომავალშიც გაგრძელდება, მომდევნო ექსკურსია საქართველოს ისტორიულ მხარეში ტაო-კლარჯეთში მოეწყობა.