სალომბარდო განყოფილების საზეიმო კრება

30 სექტემბერი, 2015
    2015 წლის 24 სექტემბერს ჩატარდა ბერმელში დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, სალომბარდო განყოფილების საზეიმო კრება, თანამშრომლებს სიტყვით მიმართა ორგანიზაციის დირექტორმა ეთერ ბერიძე-მელიქიშვილმა და სალომბარდო განყოფილების უფროსმა თათია ჯოხაძემ.  ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლენილი გამარჯვებული თანამშრომლები, რომლებსაც გადაეცათ ფულადი პრემიები  და საჩუქრები.
 
    ნომინაციებში: „ლიდერი თანამშრომელი“ - დაჯილდოვდნენ:  ნატო გორგილაძე, გადაეცა ფულადი პრემია 1000 ლ.  „წარმატებული თანამშრომელი'',  I ადგილი - ინგა მეხეშიძე - 800 ლ;  „წარმატებული თანამშრომელი'', II ადგილი - ინგა შოტიძე - გადაეცა ნოუთბუქი;  „წარმატებული თანამშრომელი",  III ადგილი - ნინო დუმბაძე  -  გადაეცა ნოუთბუქი;  „წარმატებული თანამშრომელი",  III ადგილი - ელზა მგელაძე - გადაეცა ნოუთბუქი;  „წარმატებული თანამშრომელი",  III ადგილი - ხათუნა ჭაღალიძე - გადაეცა ნოუთბუქი.
 
    დედობა მიულოცეს და გადასცეს სხვადასხვა პრიზები დეკრეტულ შვებულებაში მყოფი თანამშრომლებს:  მაია კვირიკაძეს, ინგა შოთიძეს, სოფო შაბანიძეს, სოფო ვერულიძეს, მარი ხოზრევანიძეს, ლალი გვენეტაძე, ქეთი სურმანიძეს.
 
   საზეიმო კრებაზე ბერმელის მსესხებელს,  თემურ ბერიძეს, მიულოცეს  ქორწინება და გადასცეს საჩუქარი, - "ბერმელის ოქროს ლოგო".
ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ ყოფილი თანამშრომლები - ლენა ქამადაძე, და ნინო მამულაძე, რომლებსაც მიენიჭათ " ბერმელის საპატიო წევრის წოდება",  გადაეცათ  საპატიო წოდების სიგელები, აგრეთვე საჩუქრები. 
 
    კრებაზე  შეაჯამეს გაწეული მუშაობის შედეგები და დასახეს სამომავლო ამოცანები.
სალომბარდო განყოფილების საზეიმო კრება