ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

ქუთაისში რიგით მეხუთე ფილიალი საზეიმოდ გაიხსნა

28 მაისი, 2025

2025 წელს,  ბერმელი საუკუნის მეოთხედს მიითვლის, საიუბილეო წელს, კომპანიაში არის საიუბილეო განწყობაც.

ქუთაისში, კომპანიის რიგით მეხუთე ფილიალი გაიხსნა 

(ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე №25).

 

ახალი ფილიალი წარმოადგენს მომსახურების თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ სივრცეს, რომელიც განკუთვნილია როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის.

 

-   ფილიალში ხელმისაწვდომია შემდეგი პროდუქტები:

  • უზრუნველყოფილი და არაუზრუნველყოფილი სესხები;
  • ავტოსესხი და სალიზინგო მომსახურება;
  • ოქროთი უზრუნველყოფილი სესხი;
  • ვალუტის კონვერტაცია;
  • სხვა ფინანსური სერვისები მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული პირობებით.

 

ჩვენი მიზანია შევთავაზოთ მომხმარებლებს მარტივი, სწრაფი და კომფორტული ფინანსური გამოცდილება ყოველდღიურად .

 

-   ახალი ფილიალის გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ კომპანიის მენეჯმენტის წარმომადგენლები, მათ შორის:

  • არჩილ მელიქიშვილი – რისკების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
  • ინგა გორგაძე – დირექტორის მოადგილე, ადამიანური რესურსების, პიარისა და მარკეტინგისა და იურიდიული  მიმართულების ხელმძღვანელი
  • ნათია ორველაშვილი-პიარისა და მარკეტინგის მენეჯერი
  • ბერმელის ქუთაისის ფილიალების თანამშრომლები

 

-   ახალი ფილიალის გახსნა არის მეტი ხელმისაწვდომობა, მეტი მომხმარებლისათვის უკეთესი მომსახურება  და დამატებითი სამუშაო ადგილები ქუთაისში, რითაც ბერმელმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა როგორც განვითარების, წინსვლის, ისე სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით.

 

დღეისათვის ბერმელი წარმოდგენილია საქართველოს მასშტაბით 24 ფილიალით და ემსახურება 150,000-ზე მეტ მომხმარებელს — იმავე პრინციპით, რომლითაც დაიწყო:
მუდმივი განვითარება, სანდოობა და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება.

 

ქუთაისში რიგით მეხუთე ფილიალი საზეიმოდ გაიხსნა