ბერმელი

თქვენი კეთილდღეობის სალარო

სიახლეები

უკან

ბერმელის 10 წლის იუბილე

27 ოქტომბერი, 2011

   მიკროსაფინანსო კომპანია ბერმელი, რომლის 10 წლის იუბილეს დღეს აღვნიშნავთ  2010 წლამდე მუშაობდა შპს „აჩიკოს“ სახელწოდებით, თავდაპირველად იგი ერთ პატარა ლომბარდს წარმოადგენდა, არც ჩვენ გვქონდა განსაკუთრებული მიზნები და  ამოცანები, რაიმე ამბიცია.  თუმცა გეგმიური და მუდმივი  მუშაობის წარმოებით ჩვენი შრომა გახდა მიზანდასახული.    დავიწყეთ  სარგებლობა კომუნიკაციური ტექნოლოგიებით  ნაყოფიერი  ურთიერთობის  დასამყარებლად ორგანიზაციასა და საზოგადოებას  შორის.  შედეგმაც არდააყოვნა, ოპტიმალური მომსახურება და ათწლიანი გამოცდილება ბაზარზე კომპანიის სტაბილურობის და წარმატების გარანტად იქცა. წარმატების გარანტიაა აგრეთვე, ბიზნესგარემო, შექმნილი პირობები მცირე და საშუალო ბიზნესის  განვითარებისათვის. ჩვენი ამოცანაა მრავალფეროვანი,  მაღალხარისხოვანი და  ხელმისაწვდომი ფინანსური მომსახურება მოსახლეობისათვის.

  კომპანიაში დანერგილია მრავალი სასესხო პროდუქტი _  მიკრობიზნესსესხი, ჯგუფირი სესხი, ბიზნესსესხი, იპოთეკური სესხი,  სამომხმარებლო სესხი,  ავტოსესხი, სალომბარდო მომსახურება, სავალუტო საქმიანობა და სხვ. ვიღებთ თამასუქს საუკეთსო პირებობით.