ბერმელი

თქვენი კეთილდღეობის სალარო

სიახლეები

უკან

კორპორატიული საღამო ქუთაისის რეგიონში

14 იანვარი, 2019

 ახალი წელი ბერმელის ქუთაისის რეგიონში კორპორატიული საღამოთი აღინიშნა.

  საღამოზე შეფასდა ბერმელის ხუთწლიანი მოღვაწეობა ქუთაისის რეგიონში, შეჯამდა 2018 წლის შედეგები და გამოვლინდა სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული თანამშრომლები. 

   ქუთაისის რეგიონში 2018 წლის ბერმელის ვარსკვლავად დასახელდა საკრედიტო ოფიცერი, ავთანდილ ვაშაყმაძე; ხოლო 2018 წლის საუკეთესო თანამშრომლის ტიტული ერგო, ავტო სესხების მენეჯერს, გურამ კალაძეს.
საღამო სასიამოვნო ვითარებაში ჩაიარა, იყო სახალისო ნომინაციებიც: წლის „ხუმარა“, წლის „მოქეიფე“, წლის „ტომი ჯერი“, წლის „მოუცლელი“, წლის „ასინეთა“ წლის „მსუნაგი“, წლის „ბუზღუნა.
ნომინაციებში გამარჯვებულ თანამშრომლებს სამახსოვრო სიგელები გადაეცათ.